პირადი გვერდი ლეონიდ ჩერნოვეცკის

გამოხმაურებები წიგნზე «მილიარდერის, პოლიტიკოსისა და ქველმოქმედის საოცარი ისტორია»:

გერო

წიგნი წავიკითხე საინტერესოა, თუ აწი კიდე რამეს დაწერთ ერთი რაღაც მინდა გითხრათ, ისე დაწერეთ, რომ გასაიდუმლოებული იყოს პერსონაჟები და ჟანრს მნიშვნელობა არა აქვს, უფრო ფანტაზია ჩარიეთ. რეალობა, ოღონდ გაფერადებული სხვა სახელებით და ა.შ. უფრო საინტერესო გახდებით როგორც მწერალი

მოგესალმებით, ბატონო ლეონიდ! თქვენი ცხოვრების ქრონიკას ყოველთვის ვადევნებ თვალყურს, აღფრთოვანებული ვარ თქვენი ცხოვრების და მოღვაწეობის წესით. ბევრჯერ დავაპირე თქვენი წიგნის წაკითხვა, მაგრამ უდროობის გამო ვერასდროს მოვახერხე. დღეს გადავწყვიტე დამეწყო კითხვა, ჯერჯერობით მეთერთმეტე გვერდზე ვარ და სურვილი გამიჩნდა მომეწერა. ჩემთვის მაგალითია თქვენი შემართება, პატრიოტიზმი და კაცთმოყვარეობა. მიუხედავად იმისა, რომ 58 წლის წლის ქალი ვარ, სურვილი, ოცნება, მიზანდასახულობა არადროს მაკლდა, მაგრამ რაც შევქმენი, უცებ თავზე დამემხო ყველაფერი. დღეს მხოლოდ ერთ-ერთ ბიზნეს სფეროში დირექტორის თანამდებობაზე ვმუშაობ და ჩემი მწირი ასე ვთქვათ ხელფასით ვეხმარები ოჯახს. ჩემი ოცნებებისა და მიზნების განხორციელება ვერ შევძელი. აქედან გამომდინარე თქვენი წიგნის კითხვა რომ დავიწყე ვერ მოვწყდი. ბრავო, თქვენ მიუხედავად ასეთი ცხოვრების ისტორიისა მაინც შეძელით აქამდე მოსულიყავით და ამდენ წარმატებებისთვის მიგეღწიათ. მიუხედავად ჩემი ასაკისა დღესაც არ ვკარგავ იმედს, რომ სანამ უმოქმედო გავხდები შევქმნი პატარას, მაგრამ მცირე ფინანსურ იმპერიას- დაარქვით ამას ჩემი დარჩენილი ცხოვრების ოცნება თუ მიზანი. ბრავო თქვენ, თქვენი ისტორია იმედს მაძლევს და ვფიქრობ ბევრი ადამიანის ცხოვრების მაგალითი იქნება. გაიხარეთ. უფალმა დაგლოცოთ. ჩემს აზრს წიგნის კითხვის დამთავრებისთანავე მოგწერთ.

ანდრეი

მოგესალმებით, კარგი წიგნია. დიდი მადლობა! დიდი სიამოვნებით ვკითხულობ. მე ჯერ ახალგაზრდა ვარ და მეც მაქვს ოცნებები და მიზნები. ჩემი ახალი ცხოვრება თქვენს ბანკში მუშაობიდან დავიწყე, რაც ძალიან მიხარია და თქვენი დიდი მადლობელი ვარ. ჩემთვის „პრავექსში“ განვლილი გზა ყოველთვის ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე ბრწყინვალე ეტაპად დარჩება. ვფიქრობ, თქვენთვისაც, ბანკმა ბევრი კარგი მოგონება დაგვიტოვა. ბევრის თქმა მსურს, მაგრამ არ ღირს. მე ყველაფერი წინ მაქვს, თქვენ კი რაც გსურდათ ყველაფერს მიაღწიეთ. უღრმესი მადლობა! პატივისცემით, ანდრეი.

გამარჯობათ, ბატონო ლეონიდ, გავეცანი თქვენს წიგნს,ყველაზე მეტად მეორე და მესამე ნაწილმა მიიქცია ჩემი ყურადღება,თუმცა სანამ განვავრცობდე აზრს,მანამდე ასეთ უცნაურობასაც მოგახსენებთ,სოციალურ ქსელში,როცა წავაწყდი თქვენს სამოტიცაციო ფრაზებს,გავიფიქრე მშვილდოსანი ხომ არ არის-თქო,არ ვიცი რამდენად გჯერაათ ასტროლიგიის,თუმცა ოპტიმისტური შეძახილებით,ვივარაუდე.მეც მშვილდოსანი ვარ და ახლობელი იყო,თქვენი ფილოსოფიური აზრები,თანაც ფილოსოფოსი გახლავართ.მინდა გგულახდილად გიითხრათ,რომ თქვენი მონოლოგი შეიძლება ასე ითქვას დიალოგადაც იქცა,რადგან პირადად მე საკუთარი თავი დავინახე,ტქვენმა გულახდილობამ "მე" და შენ" ავტორი და მკითხველი აქცია "ჩვენად". როცა მეორე ნაწილს გავეცანი,ყურადღებით ვკითხულოდი,ახლა 22 წლის ვარ,მეხუთე წელია პოლიტიკაში ვარ და ჩემი აზრი,რომ "პოლიტიკა ბინძური საქმე არ არის,არ მართლდება.მიუხედავად ამის ვცდილობ არ დავკარგო პრინციპები,უმაღლესი იდეალები,რადგან ვფიქრობ ეს არის მარადიული და ის რაც ვერაგულ პოლიტიკას ახასიათებს არის ფასადი,დროებითი.ღრმად მწამს,რომ პოლიტიკა თუ ხელობა და მოწოდება არის,ურთერთობის ხელოვნება,იგი არამც და არამც არ გამორიცხავს მორალსა და ზნეობას.ხოლო ის ვინც არ არის მოწოდებით პოლიტიკოსი,ის ყველაფერზეა წამსვლელი,"მისთვის მიზანი ამართლებს საშუალებას".თუ არ გაქვს ადამიანს ხატვის ნიჭი ვერ გახდები შემოქმედი მხატვარი,ასეა პოლიტიკის შემთხვევაშიც.თქვენ ახსენეთ პირფერობის ცნება,რომელიც ჩემთვვის ბავშვობიდან მიუღებელი იყო,რადგან მლიქვნელობა არის წინაპირობა იმისა,რომ დაკარგო საკუთარი თავი და გახდე "სხვა",ასეთ ყოფნას არ ყოფნა სჯობია,დამეთანხმებით.ბევრს აღარ გავგრძელებ პოლიტიკაზე საუბრით და შევეხები მესამე ნაწილს,ქველმოქედებას,რომელიც სიკეთის ფენომენს,უმაღლეს იდეალს ისახავს მიზნად,დიახ,დღემდე და და მერეც ვიფიქრებ,რომ სიკეთე გადამდებია,რომ სიკეთე თავად ღმერთია.სიკეთის კეთება რჩეულთა ხვედრია,რადგან თუ არ იცი რა არის საკუთრივ სიკეთე,მას ვერც გააკეთებ.ყველაფერი დროებითია ის რაც მიწიერია,ხოლო სიკეთე ეს ზეციური ფენომენია,მარად მყოფი,იგი არასოდეს არ იკარგებას,როგორც ფიზიკის კანონი გვეუბნება,ენერგია არ იკარგება ,იგი სხვა სახის ენერგიად გარდაიქმნება.ასეა კეთილი საქმიე შემთხვევაშიც,ბუმერანცია ცხოვრება,ადრე თუ გვიანი იგი სულიერი ბედნიერების სახით ბრუნდება. გმე ვფიქრობ,რომ საკუთარი თავისა და უფლის რწმენამ დაგაძლევინათ რთული გზა,თუმცა ვფიქრობ და არ ვიცი რამდენად გაიზიარებთ,რომ ცხოვრების მთავარი მიზანის მაინც საკუთარი თავის შეცნობაა.თქვენი წარმატება თქვენმა ლიდერულმა ბუნებამაც განაპირობა,დიახ ,გეთანხმებით,რომ ლიდერებად იბადებიან და ლიდერები არ ხდებიან,ეს დაუწერელი კანონია.ნამდვილი ლიდერი აძლევს საშუალებას სხვასაც, იყოს წარმატებული,მე ასე მესმის ჭეშმარიტი წარმატების არსი. მადლობთ,კიდევ ერთხელ!

დიდი მადლობა, რომ გამონახეთ დრო და წაიკითხეთ წიგნი, იმედია ის დაფიქრების საბაბს მოგცემთ!

ელენა

ვკითხულობ და მომწონს. მე კიეველი ვარ, ჩერნოვეცკის ხმაც მივეცი. ძალიან ბევრი რამ მახსოვს, გამიგონია და მსმენია. მოულოდნელად ამ წიგნმა ჩვენი მერი სულ სხვა, შემოქმედებითი კუთხით წარმოაჩინა. უდავოდ, ის უნდა დაიბეჭდოს, რადგან წარმატებული გახდება!

ანდრეი

მოგესალმებით, კარგი წიგნია, მადლობას გიხდით. სიამოვნებით ვკითხულობ. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ და მეც მაქვს ოცნებები და მიზნები. ცხოვრება თქვენს ბანკში მუშაობით დავიწყე, რაც ძალიან მახარებს და თქვენი უზომოდ მადლიერი ვარ. ჩემთვის „პრავექსში“ განვლილი გზა ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე ნათელ ეტაპად დარჩება. ვფიქრობ, თქვენთვისაც ასეა, ალბათ, ამ ბანკთან უამრავი სასიამოვნო მოგონება გაკავშირებთ. ვფიქრობ, თქვენი ერთ-ერთი წარმატებული გადაწყვეტილება, მისი გაყიდვა იყო. ბევრის დაწერა შეიძლება, მაგრამ არ ღირს. მე ყველაფერი წინ მაქვს, თქვენ კი, რაც გსურდათ, თითქმის ყველაფერს მიაღწიეთ. მადლობა! პატივისცემით, ანდრეი.

მარინა ზუენკო

საღამო მშვიდობისა! თქვენი წიგნი ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე! ძალიან ბევრი საინტერესო აღმოჩენა გავაკეთე პირადად თქვენზე! ერთ-ერთი ის გახლავთ, რომ გავიგე, თურმე, გამომძიებლად გიმუშავიათ.

ანდრეი

არც კი ვიცი, რა ვთქვა. ბრავისიმო, მაესტრო!

გვერდი 9 დან 38 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 »

დაწერეთ თქვენი გამოხმაურება წიგნის შესახებ






დარჩა4000სიმბოლო
დასაწყისში გადასვლა