პირადი გვერდი ლეონიდ ჩერნოვეცკის

გამოხმაურებები წიგნზე «მილიარდერის, პოლიტიკოსისა და ქველმოქმედის საოცარი ისტორია»:

ნატალია

თქვენი წიგნი ორ საათში წავიკითხე. ძალიან გულწრფელი წიგნია, თქვენნაირებზე საზოგადოება დგას. იმედი მაქვს, თქვენი ცხოვრების წესს ჯაჭვური რეაქცია ექნება სხვებისთვის. ესეები და მოთხრობები წერეთ... ძალიან საინტერესო იქნება.

დიდი მადლობა წიგნისთვის, ბატონო ლეონიდ! აუცილებლად წავიკითხავ... როგორ ბძანდებით? კიევში ბოლოს როდის იყავით?! წარმატებებს გისურვებთ!

ვიაჩესლავი

მადლობა, ლეონიდ, რომ საკუთარ თავზე წერა გაბედეთ. წავიკითხე, ძალიან კეთილშობილური ნაწერია და დამაფიქრა. ხელჩაკიდებულმა გამატარეთ თქვენს ცხოვრებაში... რეკომენდაციას ვუწევ.

მიროსლავი

ლეონიდ მიხაილოვიჩ, დღე მშვიდობისა! თქვენი წიგნი წავიკითხე. თავიდან მის წაკითხვას არ ვგეგმავდი... უმარავი საქმე მაქვს! მაგრამ შესავალმა დამაინტერესა! ჩემთვის რამდნეიმე მნივნელოვან ფაქტორს გავუსვამ ხაზს. 1. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ სკოლასი ბუნტისთავი და ხულიგანი იყავით, ადამიანებში კარგად ერკვევით და ამაში ცხოვრებისეული გამოცდილება გეხმარებათ; 2. ძალიან მომხიბლა წიგნის სიმარტივემ; ყველაფერი გულიანად და არასტანდარტულად გაქვთ აღწერილი - მაგალითად, სასაფლაობეის მიმართ სიყვარული; 3. მიუხედავად ოჯახური სირთულეებისა, საკუთარ თავში ტავად აღზარდეთ ის პრინციპები, რომლებსაც ერთგულად ემსახურებით, ეს წარმატების მიღწევაში დაგეხმარათ; 4. ებრალელების მოძულე კომუნისტური რეჟიმის უსამართლობაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, არადა, ისინი ფრონტზეც იბრძოდნენ, საზოგადოების სასარგებლოდ მუშაობდნენ და საზოგადოების თანასწორუფლებიანი წევრები იყვნენ! 5. „დედა ბავშვობაში ისე მეჩხუბა, რომ ტყუილის თქმა ვისწავლე! ამას ახლაც ძალიან ოსტატურად ვახერხებ.“ - თქვენმა გულწრფელობამ გამაოგნა! საკუთარ ტყუილებს არცერთი პოლიტიკოსი არ აღიარებს! 6. წიგნში არა მხოლოდ დადებიტი, არამედ უარყოფითი მხარეებიც გვაჩვენეთ... არ შეგეშინდათ! ეს მამაცური საქციელია! მსგავსის უფლება საკუთარ თავს შეიძლება მხოლოდ თავისუფალმა ადამიანმა მისცეს! 7. დეიდა გალიას ისტორიამ მომხიბლა, მან გამახსენდა, რამდენად აუცილებელია „მადლობის“ თქმა ხალხისთვის, სანამ ცოცხლები არიან და დავაფასო ისინი. პატივისცემას იწვევს ჩემში თქვენი დამოკიდებულება ამ ადამიანების მიმართ. 8. ბიზნესის დიდი არაფერი გამეგება, მაგრამ ტქვენი ბიზნეს-რჩევები მეტად გასაგები ენიტაა დაწერილი. 9. ძალიან საინტერესოდ მიმაჩნია თქვენი მსჯელობა პოლიტიკაზე, კარგად აღწერთ პოლიტიკური დგომის პერიოდს! ეს სფერო ჩემთვის ახლობელია, ამიტომ თქვენი რჩევები მნიშვნელოვანია. აღარ დავწერ კომენტარს თქვენს შეფასებებზე პრეზიდენტისა და ქველმოქმედების მისამართით! ერთადერთი, რაც შემიძლია დავამატო, ისაა, რომ წიგნი მეტად საინტერესო და შემეცნებითია! კიდევ ერთხელ დავრწმუნდი თქვენს მრავალმხრივობაში, სიბრძნეში და მიზანდასახულობაში. ნუ მიიღებთ ჩემს გამოხმაურებას, როგორც ლაქუცად! ჩემთვის ამას არანაირი აზრი არ აქვს, ამიტომ ლაქუცი უადგილოა!

ირინა

წიგნი ძალიან მომეწონა, გულწრფელადაა დაწერილი და ადვილად იკითხება. ყველას ვურჩევ წაიკითხოს!

ლიუდმილა

ლეონიდ მიხაილოვიჩ თქვენ ყოჩაღი ხართ, წიგნი ადვილი წასაკითხია, ბევრი სასარგებლო ინფორმაცია წერია. გისურვებთ შთაგონებას კიდევ არაერთ წიგნისთვის.

სვეტლანა

ველით ბეჭდვით ვერსიას! მთავარი ისაა, რომ თქვენს წიგნში შესაძლებელია იმ უამრავ კითხვაზე პასუხის პოვნა, რომელსაც თავად ცხოვრება გვისვამს!

თემური

მოგესალმებით ბატონო ლეონიდ. შეძლებსიდაგვარად თვალს ვადევნებ თქვენს პოსტებს, თქვენს ცხოვრებას, ქველმოქმედებას. წავიკითხე თქვენი წიგნი ❤ . მე 1985 წელს აფხაზეთში დავიბადე. 7 წლის ვიყავი როცა აფხაზეთი დავტოვეთ. მის მერე სულ წვალებით მოვდივართ ჩემი ოჯახი,რომ იტყვიან ვერ გავიხარეთ ფეხზე, ვერ წამოვდექით. თქენს წიგნს რომ ვკითხულობდი, ბევრი რამე დაემთხვა, ლამის ცრემლები წამომივიდა, გამახსენდა ჩემი განვლილი ცხოვრება, თუ როგორ ვიყავი გადარჩენაზე სხვას რომ არ დავეჩაგრე, გამოვიარე ის ქუჩის ცხოვრება, რომელის ბოლოც სიბნელეა. ცხოვრება ციხეში რომ არ გამეგრძელებინა ავდექი და უერად წამოვედი დედაქალაქში. ჯიბეში 30 ლარი მედო, არ ვიცოდი რა მეკეთებინა. მივაკითხე მეგობარს - შენი ხელობა მასწავლეთქო, პური რომ მეჭამა. მეგობარი მობილურის ხელოსანი იყო. ვისწავლე ხელობა, დროთა განმავლობაში ჩემი პატარა მაღაზიაც გავაკეთე თავს ვირჩენდი, ბინაც ვიქირავე. ნაბიჯნაბიჯ დღემდე მოვედი. ავიღე კრედიტები გავფართოვდი, გავაკეთე პატარა მაღაზიები, ბევრმა ვერ გაამართლა, ზარალში წავედი. მოკლედ დიდი მარცხი მაქვს, ხარჯი უფრო მეტი მაქვს ვიდრე შემოსავალი. არ დამიზოგია თავი ყველაფერს ვაკეთებდი, ვშრომობდი და ვშრომობ, ყველა გაოცებით მიყურებს, მაგრამ არაფერი გამოდის. დამენგრა ოჯახი, მარცხი საქმეში, დავკარგე მეგობრები, მეტაკება მანქანა, ეს ყველაფერი ამ წელს ხდება. დაწყევლილივით ვარ. რა დავაკელი, რა არ გავაკეთე, რაში შევცდი, რა ვერ შევძელი არ ვიცი. ნასწავლი არ ვარ, არაფერი დამიმთავრებია, თუ ვისწავლე წიგნებიდან და ყოველდღიური ცხოვრებიდან. მაქვს დასახული მიზნები, ეგ მაძლიერებს და ვიცი რომ მივაღწევ, მაგრამ უკვე აღარ ვიცი როგორ მოხდება ეს. დანებება არასოდეს მჩვევია, ან უნდა მოვკვდე ალბათ. ბატონო ლეონიდ თხოვნა მაქვს. მირჩიეთ რატომ ხდება ასე და მიმართულება მითხარით საიდან დავიწყო ყველაფერი! ნოლზე ვარ და თავიდან ვიწყებ ცხოვრებას. ყოველთვის იმას ვოცნებობდი ვინმე ბრძენ და გამოცდილ ადამიანთან მამყოფა, არ მინდა მისი ფული, მე მისი ცოდნა და გამოცდილება მინდა, რომელიც სწორ მიმართულებას მომცემს. 32 წლის ვარ და არავინ დამხმარებია, გარდა დედაჩემისა, ის ძლიერი ადამიანი აღმოჩნდა, მამაც ცოცხალი მყავს, მაგრამ დედა უფრო ძლიერია. თქვენ მიხვდებით მე რას ვგრძნობ. პატივიცემით

გვერდი 8 დან 38 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 »

დაწერეთ თქვენი გამოხმაურება წიგნის შესახებ






დარჩა4000სიმბოლო
დასაწყისში გადასვლა