პირადი გვერდი ლეონიდ ჩერნოვეცკის

გამოხმაურებები წიგნზე «მილიარდერის, პოლიტიკოსისა და ქველმოქმედის საოცარი ისტორია»:

სვეტლანა

წიგნი ძალიან საინტერესო და ცხოვრებისეულია... მოთხრობილმა ძალიან გამიტაცა! პრაქტიკული რჩევები თქვენი გამოცდილებიდან შეუდარებელია! რა თქმა უნდა მათთვის, ვინც შეძლებს მათ გამოყენებას!

ანდრეი

100 გვერდი ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე, საოცარი მიდგომა გაქვთ ეპიზოდების აღწერის მიმართ (პირდაპირი, სახალხო, მარტივი). მომეწონა, რომ რჩევები სიტუაციის აღწერისას არის მოცემული - თითქოს უბრალოდ. დიდი მადლობა წიგნისთვის, ლეონიდ მიხაილოვიჩ, პატივს გცემთ იმისთვის, რასაც აკეთებთ!

მავილე

ვკითხულობ, ჯერ არ დამიმთავრებია, მაგრამ ძალიან მომწონს, სულაც ვერ ვგრძნობ რომ ის მილიარდერის შემოქმედებაა... წიგნი ძალიან უბრალო და კეთილი ადამიანის ნააზრევია...

ქეთევანი

არ მინდა თავი შეგაწყინოთ... ჯერ ცოტა წავიკითხე, მაგრამ ნამდვილად დიდია შთაბეჭდილება და მიხარია, რომ უმეტესი ნაწილი წასაკითხი მაქვს... ანუ, როგორც მწერალი გურამ დოჩანაშვილი იტყოდა –,,მოსალოცთა შორისა ვარ.''...ამ საოცარი წიგნის პირველად წაკითხვის სიხარული რომ მელოდება... спасибо! Бог с Вами!

სვეტლანა

წიგნი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია! მასში ნახავთ პრაქტიკულ და საქმიან ბიზნეს-რჩევებს! საინტერესო პირადი ცხოვრება გქონიათ! ბევრ კითხვაზე, რომელსაც ცხოვრება გვიჩენს პასუხის პოვნაც შეიძლება. დიდი მადლობა!

ალექსანდრე

თქვენს ბავშვობაზე როდესაც ვკითხულობდი, სასიამოვნოდ გაკვირვებული ვიყავი. (ფრიადოსანი მეგონეთ) ჰუკი მარცხნიდან - მომეწონა. თქვენი გულწრფელობა მიზიდავს - თქვენ ფულის გამო არავის ემეგობრებოდით ან იყვარებდით. მომეწონა თქვენი დამოკიდებულება დედაის, მამის, ოჯახის, ახლობლ;ების, მასწავლებელებისა და უბრალო ნაცნობების მიმართ. შემიძლია კიდევ ბევრი რამე დავწერო, მაგრამ მოკლედ გეტყვით: მომეწონა! ძალიან ჭკუის სასწავლი წიგნია, ის გვასწავლის ღირსეულად როგორ შეიძლება ვიცხოვროთ, ხვდები, რომ ჯერ ყველაფერი წინაა. ეს წიგნი დაბეჭდვას იმსახურებს!!!! დიდი მადლობა!!!!

ვიქტორია

თანამედროვე ლექსიკაა, ბევრი დასკვნის გამოტანა შეიძლება. ცხოვრებაში, მაგრამ დამაინტრიგებელი როგორც ყოველთვის ხართ. წინააღმდეგობებით აღსავსე პიროვნება ხართ, ამის გამო კითხვა ორმაგად საინტერესოა.

ტატიანა

დიახ! ათასი ემოციაა! თქვენი ისტორიები მაცონებს და მატირებს... თითქოს პირადად გისმენთ. ყოველ აბზაცში ჩემთვის ძალიან ბევრი ბრძნული აზრი აღმოვაჩინე. თქვენ მეტად რთული და ჭკვიანი ადამიანი ხართ, მიკვირს ისიც, ადამიანებზე რამხელა სიყვარულით წერთ! მადლობას გიხდით. წიგნის ბეჭდური ვერსიის მფლობელი სიამოვნებით გავხდები.

გვერდი 7 დან 38 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 »

დაწერეთ თქვენი გამოხმაურება წიგნის შესახებ






დარჩა4000სიმბოლო
დასაწყისში გადასვლა