პირადი გვერდი ლეონიდ ჩერნოვეცკის

გამოხმაურებები წიგნზე «მილიარდერის, პოლიტიკოსისა და ქველმოქმედის საოცარი ისტორია»:

პატივცემულო ლეონიდ მიხალიოვიჩ! კიდევ ერთხელ გამაოცეთ - ახლა უკვე სულ სხვა ნიჭით. წიგნი გამოვიდა შესანიშნავი, გულწრფელი, ერთი ამოსუნთქვით იკითხება, დიდი ხანია მსგავსი არაფერი წამიკითხავს. როდესაც დავასრულებ, შთაბეჭდილებას აუცილებლად გაგიზიარებთ. თქვენ კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ, რომ მეტად არაორდინარული პიროვნება ხართ.

მადლობა!

ლიუბა

დიდი მადლობა. სიამოვნებით წავიკითხე. ყოველთვის მჯეროდა თქვენი და დიდ პატივს გცემდით. თქვენ ნამდვილი ანგელოზი ხართ. კარგი იქნებოდა ჩვენი პრეზიდენტი ყოფილიყავით, ყველაფერი გამოგივიდოდათ! უფალმა დაგიფაროთ! დიდი პატივისცემით, ლიუბა

დიდი მადლობა, ლიუბა!

მადლობას მოგახსენებთ ლაკონურობისთვისა და გულახდილობისთვის! ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო წიგნია, რომელიც ოდესმე წამიკითხავს! არაჩვეულებრივი და ღირებული! ასევე, სულს მითბობს ის ფაქტი, რომ მეც ვიყავი "პრავექსის" ისტორიის მცირე ნაწილი და ძალიან ბევრი კარგი რამ მაქვს გასახსენებელი! ჯერ კიდევ ვკითხულობ, მეორე ნაწილს, რომელიც პოლიტიკას ეხება, მაგრამ უკვე ერთი სული მაქვს დავწერო, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო წიგნია, რომელიც ცხოვრებაში წამიკითხავს. როგორ საოცრად იხლართება სიძლიერე, ადამიანის ბედი ცხოვრებისეულ მოვლებეთან! საშუალება რომ ყოფლიყო, ეს წიგნი დაბეჭდილ მდგომარეობაში შემეძინა, ის ჩემს ბიბლიოთეკაში ყველაზე საპატიო და გამოსაჩენ ადგილს დაიკავებდა! პირადად გიცნობთ და მესმის, ვგრძნობ, რა განიცადეთ წიგნის წერისას, როგორ ბოლომდე გამოაჩინეთ თქვენი პიროვნება! მადლობას გიხდით! უამრავი საინტერესო თემაზე დაწერილი წიგნი არსებობს, მაგრამ მათში კონკრეტული გამოცდილება ნაკლებადაა, მითუმეტეს, ღირსეული ადამიანის ცხოვრებისეული გამოცდილება! ეს წიგნი ერთ-ერთი მათგანია! ამისთვის აუცილებელია მტკიცე ხასიათისა და თავდაჯერების ქონა! ძალიან სასარგებლო ნაწარმოებია!

მადლობა, მეგობარო! თქვენ დიდი მომავალი გაქვთ თუ ჩემს მიერ გულიანად დაწერილი ყოველი სიტყვის არსს ჩასწვდით! ჩემი წიგნი რჩეულებისთვისაა, თუმცა, მართალი გითხრათ, ის პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის დავწერე. წარმატებას გისურვებთ!

რუსლანი

მოგესალმებით, პატივცემულო ლეონიდ! წავიკითხე თქვენი წიგნი! და ძალიან მომეწონა! ყველა მეგობარს მოუყევი წიგნის ზოგიერთი ეპიზოდი! ძალიან დამამახსოვრდა მომენტი, როდესაც თქვენ საავადმყოფოში ფანჯრებს აწებებდით, რათა ბავშვები არ გაყინულიყვნენ - ყოჩაღ! და საერთოდაც ბევრი რამ მომეწონა! მაგრამ გირჩევდით უფრო ფართოდ წეროთ, უფრო დიდი შარმი რომ ქონდეს... მე წაკითხული მაქვს ფორდზე, ბერნი ეკლსტონზე, ლი კან იუზე და თქვენც მათ რიცხვს მიეკუთვნებით, მაგრამ ვფიქრობ საჭიროა უფრო საინტერესოთ მოყვეთ იმაზე, თუ როგორ გახდით ის, ვინც ახლა ხართ. მე ველოსპორტის განვითარებით ვარ დაკავებული. შეგიძლიათ დამეხმაროთ საბავშვო ველოსპორტის სკოლის გახსნაში? თუ არა, იქნებ მირჩიოთ მაინც როგორ გავაკეთო ისე, რომ ეფექტური იყოს? თქვენ კი ყოჩაღ! ძლიან მესიამოვნა თვენი წიგნის წაკითხვა.

დიდი მადლობა ჩემი მოკრძალებული შრომის დაფასებისთვის, სპორტს კი რაც შეეხება - ამით ადგილობრივი მთავრობა უნდა დაკავდეს, რომელსაც თქვენ არჩევნებში ხმა მიეცით!

კირილი

ვერ ვიტყვი, რომ თქვენი მომხრე ვიყავი მერობის პერიოდში, მაგრამ წიგნი მომეწონა,შეიძლება ბოლომდე არა, მაგრამ გულწრფელია, სტილიც იგრძნობა. წარმატებებს გისურვებთ თქვენს წამოწყებებში და ჯანმრთელობას თქვენ და თქვენს ახლობლებს.

დიდი მადლობა!

რობი

ღმერთმა დაგლოცოთ. ბატონობით აღარ მოგმართავ. ლეონიდ. ძაან საინტერესო და გულის ამაჩუყებელია. ცრემლიც კი მომადგა თვალზე განსაკუთრებით მშობლებზე დაწერილი. თქვენ ბედნიერი ადამიანი ხართ და უფალი დაგლოცავთ. მომეწონა სურათი სადაც გაბრიელთან ერთად ხართ. რაღაც მომენტები მეც თქვენსავით გავიარე მაგრამ არაფერი დამიფასდა. პირიქით დავრჩი საყვარელი მშობლების გარეშე და ეხლა რამოდენიმე თვეა დედამაც დამტოვა სამუდამოდ. თითქმის ერთი წლოვანების ვართ და მე მიხარია ასეთი თქვენი სიყვარული. მე ჩაუდექი ერთ პიროვნებას სამსახურში ჩემი საკუთარი ფულითაც ვეხმარებოდი და მან ბოროტულად გამოიყენა გადავწყვიტე მარტო დავხმარებოდი ბავშვებს და ბებოებს ბანკიდან მინიმალური თანხა გამოვიტანე პროდუქტი ვიყიდე და დავარიგე. პროფესიით ვარ კინო რეჟისორი და ამავდროულად ილუზიონისტი ვაკეთებდი კონცერტებს და ვეხმარებოდი გაჭირვებულებს. თან ამ ყველაფერს ვიღებდი კამერით. აქაც ხელი შემიშალეს იმ გაქირავებული ბავშვების ხალხმა სამათხოვროდ რომ უშვებენ, შევწყვიტე ჩემი საქმიანობა. დავრჩი მთლად მარტო. უფრო მეტიც მეგობრების გარეშეც. აი იმ გადაღებულიდან ნახეთ ბოლომდე. ეხლა გადაწყვეტილი მაქვს გადავიღო ფილმი. მაინტერესებდა თქვენთან შეხვედრაც რამე იდეების განსახორციელებლად თუ როგორ მოვქცეულიყავი მაგრამ თავი შევიკავე და ისევ მარტოვობა ვარჩიე. არ ვიცი რატომ. მე მინდა გისურვოთ წარმატებები. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ ხალხს უყვარხართ განსაკუთრებით ჩვენთან ქუთაისში. წიგნისთვის დიდი მადლობა. ამ წიგნიდან ბევრი რამ შესაცვლელი მექნება ცხობრებაში. გემშვიდობებით პატივისცემით რობი.

რობი, მოხარული ვარ, რომ ჩემი წიგნი დაგეხმარათ ცხოვრებაში ბევრი რამე გადაგეფასებინათ. კარგი იქნება, თუ საკუთარ აზრებთან მარტო არ დარჩებით, არამედ გამონახავთ დროს და ჩვენს ფონდს ესტუმრებით, იქ მეგობრებსა და კეთილი სამქეების კეთების შესაძლებლობას იპოვით!

ტონი

ლეონიდ მიხაილოვიჩ, თქვენი წიგნი ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. დიდი მადლობა, კვლავ სიცოცხლის წყურვილი გამიჩნდა. დარწმუნებული ვარ, რომ ცხოვრებაში ისევ გამიმართლებს. თქვენ კი წარმატებებს გისურვებთ, ბავშვებს ჯანმრთელობას. იყავით ბედნიერნი!

თქვენც წარმატებებს გისურვებთ!

თათია

ძალიან მომეწონა თქვენი წიგნი ძალიან საინტერესო იყო მადლობთ რომ ასეთი საინტერესო ადამიანი ხართ მიყვარხართ ძალიან მეც და ჩემს ოჯახსაც ჩემს შვილებსაც უყვარხართ

დიდი მადლობა, თათია!

გვერდი 5 დან 38 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 »

დაწერეთ თქვენი გამოხმაურება წიგნის შესახებ






დარჩა4000სიმბოლო
დასაწყისში გადასვლა