პირადი გვერდი ლეონიდ ჩერნოვეცკის

გამოხმაურებები წიგნზე «მილიარდერის, პოლიტიკოსისა და ქველმოქმედის საოცარი ისტორია»:

იური ბაიბულა

მოგესალმებით, ლეონიდ მიხაილოვიჩ! როგორც იქნა, თქვენი წიგნის კითხვა დავასრულე, დიდი სიამოვნება მივიღე. პირადად არ გიცნობთ, მაგრამ რატომღაც ზუსტად ასეთად წარმომედგინეთ. ძალიან კარგად და მსუბუქად დაწერილი ტექსტია, რაც მისი ერთი ამოსუნთქვით წაკითხვას ამარტივებს. მართალი გითხრათ, ცოტა თავისუფალი დრო მაქვს ხოლმე და მომიწია წიგნს რამდენჯერმე დავბრუნებოდი. ყოველ ჯერზე უამრავ პოზიტიურ ემოციას ვიღებდი. ასევე, საინტერესო იყო კარგი ადამიანის და წარმატებული ბიზნესმენის საქმიანი რჩევების წაკითხვაც. კითხვისას, ზოგჯერ მეჩვენებოდა, რომ უკვე ვიცოდი რაღაცების შესახებ რაზეც წერდით, ეტყობა, თქვენი წინა ნამუშევრები წამიკითხავს, სიამოვნებით გავიხსენე ისტორია, ავივსე ახალი შთაბეჭდილებებით და თქვენი გზავნილებით. მადლობას გიხდით გაწეული შრომისთვის, მოხარული ვიქნები თქვენი ახალი წიგნებიც ვიხილო.

მადლობა, იური!

მიხეილი

სერრრ!!! წავიკითხე თქვენი წიგნი, და ცოტა დავმწუხრდი, გამახსენდა სკოლა, სასაფლაო ....მშობლები....დამაფიქრეთ!!! რამოდენიმეჯერ შევხვედრივართ კიდევაც... შემიძლია თამამად ვთქვა, რომ თქვენ ჩვენი საბჭოთა გენიოსი ხართ, მეც დიდი ხანია უკვე 60 წელს გადავცდი და ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ებრაელი არ ვარ, თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს.

წარმატებებს გისურვებთ, მიხეილ! არ მოიწყინოთ…

ბაქა

გამარჯობა, ბატონო ლეონიდ. მინდა მეც გამოვხატო ჩემი აზრი თქვენი წიგნის შესახებ. ძალიან საინტერესო და ადვილად წასაკითხი წიგნი იყო, შეიძლება ითქვას ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. ყველაზე მეტად თქვენ წიგნში მომეწონა ის ფაქტი როდესაც მკითხველს უზიარებთ თქვენ აზრებს და ფიქრებს, მასში ჭეშმარიტება დევს და პირადად მეც ბევრ რამეზე შემეცვალა აზრი. როცა ვკითხულობდი თქვენს წიგნს ძალიან ბევრ რამეში დავინახე თქვენს და ჩემს შორის მსგავსება და ეს ძალიან მახარებს,რადგან მეც გადაწყვეტილი მაქვს დავიპყრო მწვერვალები და მეც გავხდე წარმატებული ბიზნესმენი.თქვენი წიგნის წაკითხვის დროს ხელში მეჭირა კალამი და თითოეულ რჩევას ვინიშნავდი რვეულში სადაც მიწერია სხვა ბიზნესმენების რჩვებიც რასაც საკმაოდ ხშირად ვკითხულობ. როცა ადამიანს უნდა წარმატებას მიაგწიოს რაღაც საქმეში, მან უნდა მოუსმინოს იმ ხალხს ვინებმაც ეს გზა უკვე გაიარეს, რომლის გასვლასაც ის აპირებს. მაგალითად მოგიყვანთ ერთ ერთ მსგავსებას თქვენსა და ჩემს შორის, თქვენ კითხულობთ გაზეთ კომერსანტს და იქიდან იდძენთ ცოდნას ხოლო მე ვეძებ ინტერნეტში და უკვე საკმაოდ ბევრი საინტერესო რამ გავიგე. ბიზნესმენობა იმიტომ არ გადამიწყვეტია რომ ბევრი ფული დავაგროვო და ამით მოვიპოვო აღიარება, არა! მე კარგად მაქვს გააზრებული ის ფაქტი თუ რა დანიშნულება აქვს ფულს. გული აუცილებელი საშუალებაა ამ ცხოვრებისა რომ არ იყო დამოკიდებული. ფულში არ ვეძებ არც სიყვარულს , არც პატივისცემას, ეს ყველაფერი საკუთარი პიროვნული თვისებებით უნდა დაიმსახურო. ბიზნესმენობა კი იმიტომ მინდა რომ მომწონს ეგ სფერო. სხვანაერი ხედვა , სხვანაერი აზრები, გიწევს ფიქრი იმაზე თუ როგორ გააუმჯობესო საქმე, როგორ აწარმოო მოლაპარაკებები და ამ ყველაფერს სჭირდება მარტივი რამ, ძალიან მარტივი, რაც ღმერთმა უბოძა თვითეოელ ადამიანს. ეს არის ფიქრი, მოქმედება რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გააკეთოს ისე რომ არც ენერგია დახარჯოს და არც დრო, მაგრამ რაგაცატომ ბევრს აზარება ამის კეთება. თქვენს წიგნში კი საკმაოდ კარგად ჩანს ეს ფაქტი რომ დაფიქრება სჭირდება ნებისმიერ ადამიანს და რაც მეტს იფიქრებ მით მეტ წარმატებას მიაღწევ... წერილის ბოლოს კი გეტყვით რომ ბედნიერი ადამიანი ბრძანდებით რადგან მონათხრობიდან საკმაოდ კარგად ჩანს რომ არაჩვეულებრივი მეუღლე გყავთ ქალბატონი ალინა. თქვენ წარმატებაში მას დიდი წვლილი მიუძღვის რადგან მას სჯეროდა თქვენი და როდესაც შენს საყვარელ ადამიანს სჯერა შენი ეს ძალიან დიდი სტიმულია და წარმატების მიღჭევაში ყოველთვის დაგეხმარება. ქართველებს გვაქ გამონაქვამი "თუ ოჯახში ქალი არ ვარგა როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს მამაკაცი მისი ცხოვრება ყოველთვის წარუმატებელი იქნება"...

თქვენ ბიზნესის ფილოსოფია გესმით, ბაქა! და ამ გზაზე თვითრეალიზებას გისურვებთ!

ანა

დიდი მადლობა, რომ წიგნი ხელმისაწვდომია, ძალიან ბევრ გულახდილობას გადავაწყდი. მე ეს ფაქტი, როგორც კითხვის მოყვარულს, ძალიან მიზდავს. განსაკუთრებით გამახარა წიგნის სიმარტივემ. მარტივად, ლაღად იკითხება, ეს რომ მუსიკა ყოფილიყო, მას აუცილებლად ექნებოდა ტემპი და რიტმი. ჰარმონიულია. ვნახოთ, შენარჩუნდება თუ არა ეს კომფორტული გრძნობა, სანამ დავასრულებ.

ანა, დიდი მადლობა ასეთი თბილი გამოხმაურებისთვის! ჩემთვის თქვენი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია! გეთანხმებით, წიგნი მართლაც ერთი ამოსუნთქვით იკითხება - სწორედ ამისკენ ვისწრაფვოდი, როდესაც თქვენს გამოხმაურებას ვკითხულობ, ვრწმუნდები, რომ ეს გამომივიდა.

შეიძლება ითქვას, რომ თქვენი წიგნი სრულიად შემთხვევით წავიკითხე. თავიდან თქვენმა პიროვნებამ დამაინტერესა. პოლიტიკისგან მუდამ შორს ვიყავი, რადგან ვიცი, რომ ეს ბინძური საქმეა, ყოველთვის ინდივიდუალური მიდგომის მომხრე გახლდით, თუმცა, წიგნში თქვენ შესანიშნავად აღწერეთ უკრაინული პოლიტიკუმი, ამიტომ ახსნას არ საჭიროებს ის, თუ რატომ არ ვილტვოდი ამ სფეროსკენ არასდროს. და აი, უეცრად, ჩემს ფორუმზე წავიკითხე ადამიანების ნააზრევი, რომლებსაც ვენდობი, ზოგიერთი კარგი რამ თქვენზე, იმაზე რასაც რეგულარულად აკეთებთ, მაგრამ არ აპიარებთ: საუბარი იყო ზუსტად უსახლკაროების დაპურებაზე. ჩემი გამოცდილებით ვიცი, რომ მსგავსი საქმით პიარის გარეშე დაკავება მხოლოდ კეთილ ადამიანებს შეუძლიათ (პროფესიით ფსიქოლოგი ვარ და სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან მუშაობის დიდი გამოცდილება მაქვს) დავინტერესდი: ნუთუ უკრაინულ ელიტაში ოდესღაც ასეთი ადამიანი იყო? ფეისბუქში გიპოვეთ, სწორედ იმ დროს, როდესაც ხალხს წიგნის შსახებ ამცნეთ, მაშინ განტვირთვა მჭირდებოდა - სესია ახალი დახურული იყო, ახლობელი ადამიანი დავკრძალე. სასაცილოა, მაგრამ სწორედ თქვენი წიგნის წაკითხვის მომენტში დანგრეული სასაფლაოს შესახებ სადაც წერთ და ებრაული გვარების წარმომავლობაზე - ვიმყოფებოდი კიევში მდებარე ტბაზე, რომელიც სწორედ რომ დანგრეული ებრაული სასაფლაოს ადგილასაა, იქ საფლავის ფილები დღემდეა მიმოფანტული. 1933 წელს დადგმულ საფლავსაც კი გადავუღე ფოტო, სტუდენტ ოჩაკოვის საფლავი გახლდათ - ალბათ მას ეს გვარი ოდესის ოლქში მდებარე ქალაქ ოჩაკოვის პატივსაცემად მისცეს. მოხარული ვარ, რომ წიგნი წავიკიტხე, ბევრ მსჯელობაში საკუთარი თავიც ამოვიცანი, 27 წლის ასაკში ბევრი მსგავსი რამ უკვე გამოვლილიც მაქვს. მართალია, უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა ბევრი რამ წამართვეს. მოხდა გადატრიალება, გამიფუჭდა ურთიერთობა მეზობლებთან, ეკონომიკა დაინგრა... შედეგად დამწყები ბიზნესმენისგან კვლავ ჩვეულებრივ ადამიანად ვიქეცი... სამაგიეროდ, სწავლას მივეძალე - ეს ის ბარგია, რომელიც მუდამ ფასობს, ახლა ფსიქოლოგიას ვეუფლები, მანამდე იურიდიული ფაკულტტეი დავამთავრე, ყირიმში. ცდილობ ფიზიკაში დისერტაცია დავიცვა. წიგნში რაც წერია, პრაქტიკულად ყველაფერს ვეთანხმები, ერთდაერთი, კიტხვა მიჩნდება: რატომ არის ასეთი ჯოჯოხეთი პოსსაბჭოტა ქვეყნებში? რატომ აქვთ ადამიანებს ასეთი მენტალიტეტი? როგორც ფსიქოლოგისთვის, ჩემთვის ნაწილობრივ გასაგებია ის მექანიზმი, მაგრამ სრულ ახსნას ვერ ვიძლევი. მომინდა კიდეც მომავალ წელს ამ თემაზე სამეცნიერო ნაშრომი დავწერო, რათა გავიაზრო, ეს რა არის და როგორ შეიძლება ამას შევებრძოლოთ. ინფორმაციას მუდამ დამოუკიდებლად ვაანალიზებ და სხვა წყაროებს კრიტიკულად ვეპყრობი ხოლმე, ყველა ფაქტორი ანალიზისას, ვცდილობ, ობიექტურობა დავიცვა ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გზა დასაწყისშივე მოჭრეს, თქვენმა წიგნმა დამარწმუნა, რომ უბრალოდ, თავიდან უნდა დავიწყო. მოხუცი არ ვარ, ჩემი ასაკისთვის საკმაო ცოდნა მაქვს, ანალიტიკურად ვაზროვნებ , კარგ ფიზიკურ ფორმაში ვარ და ყველა სფეროში უამრავი ნაცნობიც მყავს. ასეთ პირობებში, თუნდაც სულ განადგურებულ ქვეყანაში შესაძლებელია საკუტარი იმპერია აასენო. ადრე ქველმოქმედებით მეც გახლდით დაკავებული, დღეს ადამიანებს შეძლებისდაგვარად ვეხმარები, ბოლო 3 წლის მანძილზე ჩემი შესაძლებლობები კი 100-ჯერ მაინც შემცირდა. თქვენი მსჯელობა ჩემთვის მეტად ნაცნობია: სიკეთე უბრალოდ უნდა ვაკეთოთ, ეს ჩვენთვისაა მნიშვნელოვანი. სანამ აკეთებ - ადამიანი ხარ. როცა ფულზე იყიდები, არსებად იქცევი, რაღა ადამიანი ხარ? ძალიან დიდ რეკომენდაციას ვუწევ თქვენს წიგნს ადამიანებისთვის, რომლებიც აზროვნებენ და ანალიზის უნარი აქვთ, ასევე, იმათთვისაც, ვინც საკუთარი თავისა და საზოგადოების რწმენა დაკარგა. დიდი მადლობა ყველაფერისთვის!

სამწუხაროდ, თქვენი სახელი არ ვიცი, მოხარული ვიქნებოდი პირადად მეპასუხა თქვენთვის! თქვენ მოაზროვნე ადამიანი ხართ და დარწმუნებული ვარ, უდიდესი პოტენციალიც გაქვთ! ყველაფერში, ერთის გარდა, სწორად გამიგეთ - რის შესახებაც დაწერა ვერ მოვასწარი, მაგრამ რაც იმედი მაქვს, მოგცემთ ძალას, მხოლოდ წინ იაროთ. ვსაუბრობ იმაზე, რომ კრიზისულ პერიოდებში ადამიანებს ძალუძთ სხვის შეცდომებზე სწავლა, შეუძლიათ გაცილებით მეტი თანხა გამოიმუშავონ, ვიდრე „ეკონომიკური სტაბილურობის ჟამს! ასე რომ, ყველაფერში წარმატებას გისურვებთ! ხოლო, ის ფაქტი, რომ ადამიანებს უანგაროდ ეხმარებით, თქვენთან სულიერი ახლობლობის გრძნობას მიჩენს....

არტური

მადლობა უფალს, თქვენთვის! ძალიან კარგად გიწერიათ ანგელოზებზე, მათ თეთრი ფრთები აქვთ და მათ სხვაგვარად არ შეუძლიათ - ისინი სხვა ადამიანებისთვის სიკეთის გასაკეთებლად იბადებიან, სწორედ ესაა უფლის მოწყალება. ღმერთმა დაგლოცოთ, მას უყვარხართ. მხოლოდ ისაა თქვენი ერთგული მეგობარი და სულის გადამრჩენელი.

არტურ, დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩემი სიტყვები ასე სწორად გაიგეთ! ჩემთვის ეს ადამიანები ნამდვილი ანგელოზები არიან და ამას მუდამ გავიმეორებ, რადგან მათსრულიად უანგაროდ გამიკეთეს უამრავი სიკეთე - ეს ჩვენს დროში, დიდი იშვიათობაა!

ლეონიდ მიხალივიჩ თქვენს წიგნს ვკითხულობ და მგონია, რომ საკუთარ თავზე ვკითხულობ, რასაკვირველია, ასეთი მასშტაბის არ ვარ, მაგრამ მთავარი ეს არაა, მთავარია, რას აკეთებ, თქვენი წიგნიდან ეს ნაწილი ამოვიღე, რომელიც ყველაზე მეტად ახლოა ჩემთვის: „ქველმოქმედებაში ისეთი დონის მიღწევა, რომ ჩემს ორგანიზაციებს, ჩემს გარეშე ემუშავათ. ვინ იცის, რა შეიძლება დამემართოს და რა ვუყო მერე მოხუცებსა და ბავშვებს? ამიტომ ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ ქველმოქმედებაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩამერთო“ - ლეონიდ მიხაილოვიჩ, მომიტევეთ, მე არ ვიცი, თქვენთან როგორ არის, მაგრამ ღმერთმა დააიფაროს, რამე რომ მოგივიდეთ, თუ საქველმოქედო საქმიანობა თქვენმა ახლობლებმა არ გააგრძელეს, ყველას ის უბრალოდ დაავიწყდება. ვისაც მსგავსი არ გაუვლია, ამას ვერასდროს გაიგებს. ბევრი მეუბნება: „რატომ ეხმარები უცხოებს, რატომ ახარჯავ ფულს?“ მათ ვპასუხობ: „არ დაიშრიტება გამცემის ხელი, ჩვენ მოყვასს უნდა დავეხმაროთ, მე თუ არა ვინ?“. სამყარო ისეთ დონემდე გაბოროტდა, რომ მეშინია. თქვენი წიგნის უცრემლოდ წაკიტხვა შეუძლებელია, მათთვის ვისაც გული აქვს. თუ ჩემი ნიჭით იმდენს მაინც ვახერხებ, რომ ცრემლი წამოუვიდეს ვინმეს, და ფულით თუ არა, რამე მცირედით მაინც დაეხმაროს ვინმეს, უფლისთვის ამას უმტავრესს გავაკეთებ: რომელიმე სულს აღმოვაჩენ და ცოდვებისგან ვიხსნი. ასე რომ, კეთილ საქმეში წარმატებას გისურვებ, მკითხველო და დაიხსომე: როგორც არ უნდა ილოცო, თუ შენი დახმარება დადასტურებული არ იქნება მოყვასის დახმარებით, უფლამდე ვერასდროს მივა!..

დიდი მადლობა!

სონია

პირველი აბზაცები რომ წავიკითხე, მომინდა ბოლომდე წამეკითხა! ხომ არსებობს მსგავსი, ამაზე სევდიანი ისტორიებიც, ზოგი მეტადაც... არსი მაინც ერთია - ღირსეულად უნდა გადარჩე და ღირსეულ ადამიანად უნდა იქცე, კარგ მეოჯახედ, მეგობრად, ამხანაგად და უბრალოდ კარგ ადამიანად... სიამაყე, სირთულეები, რომლებმაც არ შეგაჩერეს, რთული პერიოდები ცხოვრებაში, უმამობა, სიღატაკე, ღალატი, რომელიც ახლობელმა ადამიანებმა მაგემეს, მაიძულეს დავფიქრებულიყავი და ცხოვრებაში სწორი გზა მეპოვა.... ეს ჩემი ცხოვრებაა, მომეჩვენა, რომ თქვენს წიგნს ჩემს ცხოვრებაზე წერდით! განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ მე ვაჟი ყარაბაღის ომში დავკარგე, ამჟამად მარტო ვცხოვრობ, ექიმი ვარ და ახლა მსურს ადამიანებზე ვიზრუნო, სიკეთე ყველასთვის მყოფნის! თქვენით ვამაყობ, თქვენ წარმოაჩინეთ თქვენი სიბრძნე და ძალა, მისაბაძი ადამიანი ხართ!

სონია, დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის! ძალიან ვაფასებ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ღირსეულად ცხოვრობენ - თქვენ სწორედ ასეთი ხართ! აგსრულებოდეთ ყველა სურვილი და ოცნება. ცხოვრებაში ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ!

გვერდი 4 დან 38 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 »

დაწერეთ თქვენი გამოხმაურება წიგნის შესახებ






დარჩა4000სიმბოლო
დასაწყისში გადასვლა