პირადი გვერდი ლეონიდ ჩერნოვეცკის

გამოხმაურებები წიგნზე «მილიარდერის, პოლიტიკოსისა და ქველმოქმედის საოცარი ისტორია»:

დღეს ღამით ვერაფრით დავიძინე და 3 საათზე, როდესაც კომპიუტერს მივუჯექი, შემთხვევით ვნახე თქვენი წიგნის რეკლამა... ვიფიქრე, შევხედავ-მეთქი, რას დაწერდა ეს ბოროტი ადამიანი და მაშინვე კითხვაში ჩავიძირე. წიგნი საოცრად არის დაწერილი! ოდესღაც, ასეთივე ინტერესით წავიკითხე ახტო ლევის მოგონებები. ყველა მწერალს როდი შეუძლია მკითხველის ასე დაინტერესება თავისი ცხოვრებით. ერთი მწერლის გამონათქვამი მახსენდება (მგონი, გონჩაროვის): „თუ ადამაინს 27 წლამდე წიგნი არ დაუწერია, ის მას უკვე აღარასდროს დაწერს“ და კიდევ, მოგვიანებით, სხვა ცნობილი მწერლის გამონათქვამი: „ერთი კარგი წიგნის დაწერა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია“ - თქვენ, ლეონიდ მიხაილოვიჩ, ეს შესანიშნავად დაამტკიცეთ. ველოდებით გაგრძელებას.

მადლობა ჩემი მოკრძალებული შრომის შეფასებისთვის... გაგრძელება იქნება!!!

ჟახონგირი

დიდებული წიგნია! ასეთი ღირსეული წიგნი, მსოფლიოში ძალიან ცოტაა!!!

ლიკა

მოგესალმებით, ბატონო ლეონიდ, თქვენი წიგნი წავიკითხე და ძალიან მომეწონა. მომეწონა, რომ აღწერთ თქვენი ცხოვრების როგორც ბედნიერ, ასევე, ტრაგიკულ პერიოდებს... ისევე, როგორც ყველა უბრალო ადამიანს, თქვენც დიდებული დედა გყავდათ, უფალმა ნათელი დაუმკვდროს! წარმატებას გისურვებთ თქვენს შემდგომ საქმიანობაში თქვენს ოჯახთან ერთად! თქვენ ძალიან კარგი ადამიანი ხართ და გისურვებთ ღმერთმა ძალა მოგცეთ, კარგი საქმეების საკეთებლად!

პეტრე

წიგნი ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე, შესანიშნაად არის დაწერილი! ყოჩაღ! პატივისცემით, პეტრე.

გიორგი

ძალიან საინტერესო წიგნია, ავტორი ხომ საერთოდ! მოკლედ, ქედს ვიხრი.

ანდრეი

საღამო მშვიდობისა, ლეონიდ. წიგნის შესაფასებლად სიტყვები არ მყოფნის. მართალია, რომ ადამიანებს უყვართ უბრალოება, როგორც ნაწერში, ასევე, ურთიერთობაში. პირადად მე დიდებული ადამიანის შესახებ დაწერილი წიგნი წავიკითხე, კითხვისას, სწორედ ასე ვფიქრობდი. ის ძალიან საინტერესოა, ერთი ამოსუნთქვით იკითხება.

ბიზნესმენი არ ვარ, ჩვეულებრივი კიეველი გახლავართ. მაქსიმალურად ლაკონური ვიქნები: წიგნი შესანიშნავია და გასაგები ენით არის დაწერილი. აუჩქარებლად, ერთ დღეში წავიკითხე. მომეწონა. ასევე ლეონიდ მიხაილოვიჩ, მსურს გისურვოთ ჯანმრთელობა, ძალა და ყველაფერი საუკეთესო! შესანიშნავი ადამიანი ხართ! წარმატებას გისურვებთ!

ბატონო ლეონოდ, თქვენი წიგნი დიდი ინტერესით წავიკითხე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი თქვენს დიდსულოვნებასა და ნიჭიერებაში. ბევრი რამ, რის შესახებაც ყვებით, ჩემთვის ნაცნობია - მაგალითად, პოსტსაბჭოთა პერიოდის სიმახინჯე, რაც მე ბავშვობაში, ისევე, როგორც თქვენ, მეტად მთრგუნავდა. მინდა გითხრათ, რომ დღეს საქართველოს სწორედ თქვენსავით გამოცდილი და მოაზროვნე ადამიანი სჭირდება პოლიტიკაში. საქართველოში არჩევნებში მონაწილოება აუცილებლად უნდა მიიღოთ და პოლიტიკაში უნდა მოხვიდეთ!

გვერდი 37 დან 38 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 »

დაწერეთ თქვენი გამოხმაურება წიგნის შესახებ






დარჩა4000სიმბოლო
დასაწყისში გადასვლა