პირადი გვერდი ლეონიდ ჩერნოვეცკის

გამოხმაურებები წიგნზე «მილიარდერის, პოლიტიკოსისა და ქველმოქმედის საოცარი ისტორია»:

ვიქტორი

მოგესალმებით, ლეონიდ მიხაილოვიჩ! მე ვიქტორი მქვია, თქვენი წიგნი ორი დღის წინ წავიკითხე, კი არ წავიკითხე, „ვშთანთქე“ ნახევარ ღამეში. 50-წლიანი ცხოვრების მანძილზე არცერთი ავტობიოგრაფიული წიგნი არ წამიკითხავს, მხოლოდ მხატვრულ, უფრო მეტად კი, ტექნიკურ ლიტერატურას ვეტანებოდი, აქ კი, მეორე გვერდიდანვე ჩამითრია, მხოლოდ მაშინ მოვეგე გონს, როდესაც ტექსტის კითხვა დავასრულე. (თქვენი წიგნის ელექტრონულ ვერსიაზე ვსაუბრობ). კითხვისას, მთელი ცხოვრება თითოს თავიდან გავიარე, მთელი ის ჩავლილი წლები დამიდგა თვალწინ... მსურს, იმ გრძნობების გაცოცხლებისთვის მადლობა გადაგიხადოთ!

მოგესალმებით, ბატონო ლეონიდ, თქვენი წიგნის კითხვა ამ წამს დავასრულე. მსურს, მადლობა გადაგიხადოთ გამოცდილების გაზიარებისთვის!

შესანიშნავი წიგნია! ავტორი საკუთარ სინდისთან აშკარად ჰარმონიაში ცხოვრობს და არ ეშინია სიმართლის მიღების! ვუერთდები ცხოვრებაზე სამართლიან შეხედულებებს, საკუთარ თავს უფლებას მივცემ და ლეონიდ მიხაილოვიჩს ფილოსოფიურ შეკითხვას დავუსვამ: „ასეთი ცხოვრებისეული გამოცდილებისა და ფინანსური დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, თავს ბედნიერ ადამიანად მიიჩნევთ, რა მოქმედებს თქვენი ბედნიერების ხარისხზე?’ წინასწარ გიხდით მადლობას პასუხისთვის და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ!

მოგესალმებით, თქვენი წიგნი დიდი ინტერესით წავიკითხე, ის საინტერესო ადამიანის ტკივილზე, გამარჯვებებზე და ცხოვრებაზეა... შემექმნა შთაბეჭდილება, რომ საკუთარ თავზე ოლიგარქი კი არა, არამედ ჩვენი ეზოს ბიჭუნა წერდა. ალბათ, უფალი ყოველ ადამიანს აძლევს დროს იმისთვის, რომ ფასეულობები გადაასაფასოს და ყველაზე უკეთ ამ გამოცდას აბარებს ის, ვინც ხვდება, რომ მარადისობა მუდმივია, სამოთხე და ჯოჯოხეთი კრისტალური ადგილებია, ადამიანის ცხოვრება კი, დროებითი ორთქლი... მსურს გავიგო, ამ მომენტში, აინტერესებს თუ არა ავტორს სოციალურად ორიენტირებული ბიზნესი, იცნობს თუ არა მუჰამედ იუნუსის თეორიას, თუ მასთან უფრო ახლოს ჩაკ ფინიის მსჯელობაა?

კიდევ ერთხელ გადავხედე უკვე გადაკითხულ გევრდებს, ძალიან საინტერესო იყო, მადლობა.

ძალიან შთამბეჭდავი იყო თქვენი კომენატრები მ. გორბაჩოვის ფოტოების ქვეშ, მათ ჩემში ურთიერთსაწინააღმდეგო ემოციები გააღვივეს, მომწონს ჩვენი უნივერსიტეტის ფოტო, 1987 წელს იქ ვმუშაობდით... კიევში, პრორექტორ გოლენის ავტობაზაზე.

“გულწრფელად მინდოდა, კიევში ცხოვრება უკეთესი გამეხადა, ვფიქრობ, ბევრი რამის შეცვლა მოვახერხე!“ - დიახ, ყოველი სიტყვას ვეთანმხები. კიდევ, მახსოვს, როგორ იდექით კრეშჩატიკზე, მახსოვს, ქალიშვილი მხარს როგორ გიჭერდათ - ეს ძალიან დიდი საქციელი იყო, თქვენ ხომ მაშინ იმდენი მოწყურებული და გაგიჟებული ადამინისთვის უნდა გაგეძლოთ. თქვენი ბანკიც კარგი იყო, ახლაც მაქვს მის ანგარიშებზე მცირე თანხები. თუ არ ხუმრობთ და ძალა შეგრჩათ, დაბრუნდით.

პატივცემულო ლეონიდ მიხაილოვიჩ! თქვენი წიგნი ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე, ძალიან მსიამოვნებს იმ ფაქტის გაცნობიერება, რომ მე - ხარკოვში დაბადებულ ადამიანს, თქვენნაირი თანაქალაქელი მყავს! რა შემიძლია წიგნზე გითხრათ, ჩემთვის, როგორც ახალგაზრდა ადამიანისთვის, რომელიც ცხოვრებას ახლა იწყებს, თქვენი წიგნი ლამის სამაგიდო გამოდგა, ის პრაქტიკული რჩევებითაა გაჯერებული. როდესაც სახელმწფიფო სამსახურში მუშაობდით და ახლაც, როდესაც ქველმოქედებით ხართ დაკავებული, ისეთ მაგალითებს წერთ და ისეთ რჩევებს იძლევით, ძალიან გამოსადეგია ჩემთვის! ეს წიგნი ტყუილად არ დაგწერიათ, ის ხალხს გამოადგება! მადლობა, ლეონიდ მიხაილოვიჩ! თქვენ და თქვენს ახლობლებს ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ!

მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთი თანამოაზრე გამომიჩნდა! თან ხარკოვიდან! წარმატებას გისურვებთ!

გვერდი 36 დან 38 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 »

დაწერეთ თქვენი გამოხმაურება წიგნის შესახებ






დარჩა4000სიმბოლო
დასაწყისში გადასვლა