პირადი გვერდი ლეონიდ ჩერნოვეცკის

გამოხმაურებები წიგნზე «მილიარდერის, პოლიტიკოსისა და ქველმოქმედის საოცარი ისტორია»:

თქვენი წიგნი ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. რასაკვირველია, ვისურვებდი ბიზნესის მართვის პრინციპებსა და წესებზე მეტი გამეგო, ზოგადად, ბიზნესის მართვის გამოცდილების თაობაზე უკრაინასა და მთლიანად, პოსტსაბჭოტა ქვეყნებში, მაგრამ იმ მცირე ნაწილიდანაც უამრავი სასრგებლო რამ შევიტყვე. წიგნმა ყველაზე სასიამოვნო და გულისამაჩუყებელი შთაბეჭდილებები დამიტოვა. ავტორის ყველა ისტორია უდიდეს აღფრთოვანებას იწვევს ჩემში. დიდი მადლობა, ლეონიდ მიხაილოვიჩ, მადლიერი კიეველებისგან! ნეტავ, ბევრი იყოს ადამიანი, რომელსაც შენება შეუძლია, შეუძლია ქვეყნისთვის სასარგებლო კანონების წერა - მაგალითად გადასახადების გაუქმება მცირე მეწარმეებისთვის 5 წლის განმავლობაში, კანონების მიღება ხალხისთვის და არა საკუთარი თავებისთვის, რაღაცა კარგის შექმნა, მსოფლიოში არსებული ვითარების მთლიანობაში დანახვა - ამ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა წინ ძალიან სწრაფად წავიდოდა! ყოველთვის გელოდებით კიევში!

მადლობა!

ლიდია

ლეონიდ მოგესალმებით. თქვენი წიგნის წაკითხვის შემდეგ თქვენზე აზრი შემეცვალა. მომხიბლა იმან, რომ სისტემამ არ გაგტეხათ, რომ ხართ რომანტიკოსი, რომელიც ადამიანებს ეხმარება და რაც მთავარია, ასე იქცევა არა პიარის გამო, როგორც ამას სხვები აკეთებენ, არამედ იმიტომ, საკუთარი სულისთვის. უფალმა მოგცეთ შესაძლებლობა კიდევ ბევრი კეთილი საქმე გააკეთოთ... პატივისცემით, ლიდია, ჩერნომორსკი.

დიდი მადლობა, ლიდია!

ევგენი

მოგესალმებით! როდესაც თქვენი წიგნი წავიკითხე, ჩემში თითქოს რაღაც გადატრიალდა ან აფეთქდა. არ მიჭირს, მყავს ოჯახი, მაქვს სამსახური, ბინა მაგრამ როდესაც გარშემო ვიყურები, მესმის, რომ უბრალოდ, მათხოვარი ვარ. ჩვენი ქვეყანა ძალიან მაღიზიანებს. 33 წლის ვარ ,ძალიან ბევრს ვმუშაობ, გვირაბის ბოლოს სინათლე არ ჩანს. თქვენმა წიგნმა ცხოვრებაზე თვალი ამიხილა, ჯანდაბა, მე ხომ მართლა გადამავიწყდა, რა არის ნამდვილი სიკეთე და თქვენ ეს შემახსენეთ. ჩვენი საყვარელი ქვეყანა, უფრო ზუსტად, საშინელი სისტემა სადისტებით საჭესთან, უკრაიენლებს გვაქცევს მათნაირებად - ამიტომაცაა გარშემო ამდენი სისასტიკე და აგრესია! არ ვიცი, რატომ, თქვენმა წიგნმა დეილ კარნეგის წიგნი გამახსენა, რომელმაც 15 წლის წინ ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ჯანმრთელობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახს და წარმატებას ყველა საქმეში! მადლობა!

ელზა

ჩემო კეთილო ადამიანო, ბატონო ლეონიდ, თქვენს წიგნს ვკითხულობდი და გული სითბოთი და სიხარულით ამევსო, თქვენ ძალიან რთული გზა გაიარეთ და მჯერა, რომ ბევრს უყვარხართ, ახსოვხართ და ისევე ფიქრობენ თქვენზე, როგორც მე. წიგნი ძალიან საინტერესოა მას კიდევ ერთხელ წავიკითხავ, ბევრი ცხოვრებისეული რამაა მასში, რომ დაფიქრდე, ბევრი რამის სწავლა შეიძლება, უფალი გფარავდეთ და მოგცეთ ენეგია. წარმატებას გისურვებთ, პატივისცემით, ელზა.

დიდი მადლობა, ელზა! თქვენ კეთილი სულის მქონე ადამიანი ბრძანდებით

სერგეი

მოგესალმებით, მსურს გაგიზიაროთ ჩემი შთაბეჭდილებები წიგნის წაკითხვის პროცესიდან. ძალიან მაოცებთ, ბატონო ლეონიდ, ადამიანი, რომელსაც არასდოს უწერია, ასე მსუბუქად და საინტერესოდ აღწერს საკუთარ ცხოვრებას, ზოგჯერ, კითხვისას სევდა და თანაგრძნობა გვიპყრობს, ამას ისე არასტანდარტულად და მსუბუქად აკეთებთ... ზოგან ვსევდიანდები, ზოგან მეღიმება, მაგალითად, ლივერიანი ღვეზელები, რომლებსაც იდესღაც კატებს უნაწილებდით. ძალიან საინტერესო იყო კითხვა თქვენს მშობლებსა და წინაპრებზე, მათ თქვენი ცხოვრება სულ აინტერესებდათ, ალბათ ამიტომ სულ მახსენდება თქვენი ფრაზა: „მოიკითხეთ ან მოინახულეთ თქვენი მშობლები, ხვალ შეიძლება გვიანი იყოს“. სამწუხაროა, რომ ცხოვრებაში ამას არ ვაფასებთ. არ ვიცი, რატომ, მამასთან 2 თვე არ მქონია არანაირი ურთიერთობა წყენის გამო, მასთან იშვიათად ჩავდივარ, გუშინ მოსაკითხად დავურეკე, დილით კი, მან ბილეთი იყიდა და ბათუმიდან კიევში ჩამოვიდა, მომინდა ჩავხუტებოდი დავლაპარაკებოდი - მადლობა თქვენ ამისთვის. თქვენი შემოქმედება მუშაობს და სიკეთესა და სიყვარულს შთაგვაგონებს. ცხოვრებაში ბევრი რამე ხდება იმის გამო, რომ რთულია გაუგო და აუხსნა... ალბათ, ეს ასაკის მატებასთან ერთად ხდება... თქვენი ფილოსოფია და ცხოვრებისეული გამოცდილება ძალიან საინტერესოა ჩემთვის. განსაკუთრებით მომეწონა აზრი იმაზე, როდესაც ადამიანს რამის მიღწევა (მაგალითად, გამდიდრება, ხელმღავანელობა, პოლიტიკოსობა) სურს, მას სხვა მოლოდინი აქვს ამ მიზნის მიღწევის შემდეგ, მაგრამ როდესაც მწვერვალზე ადის, ხვდება, რამდენად შებოჭილია დამოკიდებულია სხვების აზრზე და სიტუაციებზე... ვგრძნობ, რამდენად განსაკუთრებული ადამიანი ხართ, არ მტოვებს სურვილი თქვენთან შეხვედრის, მსურს მადლობა პირადად გადაგიხადოთ იმისთვის, რომ თქვენი აზრები და სიტყვები ჩემში ბევრ დადებით ემოციას იწვევს და მოტივაციას მიმაღლებს, მუდამ დიდი ინტერესით გადევნებთ თვალს! ჯანმრთელობას გისურვებთ! თქვენ განსაკუთრებული ხართ!

ევგენი

ერთ-ერთი იმ მრავალთაგანი ვიყავი, ვინც წიგნის დაბეჭდვა გთხოვათ, ის ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე, უდიდესი სიამოვნება მივიღე და საკუთარი თავისთვის არა მხოლოდ უამრავ შეკითხვაზე პასუხი ვიპოვე, არამედ ბევრ შემთხვევაში, თქვენი სახით ჩემი სამართლიანობის მხარდამჭერიც აღმოვაჩინე. ეს მეხმარება საკუთარ შეხედულებებში დარწმუნებული ვიყო, როდესაც იცი, რომ ასე მხოლოდ შენ არ ფიქრობ, არამედ თქვენსავით წარმატებული ადამიანებიც. ვინაიდან მე გულწრფელად მიმაჩნია თქვენი წიგნი ნამდვილ შედევრად, რომელსაც შეუძლია გზამკვლევის ფუნქცია გასწიოს მათთვის, ვინც ცხოვრებაში დაიკარგა და პასუხებს ეძებს უამრავ კითხვაზე. ასევე თავდაჯერება შემატოს მათ, ვინც პასუხთან ახლოსაა, ახლოსაა იმის გაგებასთან, რაც წიგნში წერია. ის მათთვისაა, ვისაც სტრიქონებს შორის შეუძლია მიხვდეს უთქმელს, ეს შედევრია! ის გიზიდავს მხატვრული თვალსაზრისითაც, მაგალითად იმ ნაწილში, სადაც საუბარია თქვენს გამოძიებებზე პროკურატურაში, საკუთარი აზრის დაცვა, ყველა სიტუაციის სკურპულოზური ანალიზის უნარი, ქექვა საბოლოო შედეგამდე! ძალიან მოხარული ვიქნები, თუ წიგნი დაიბეჭდება, აუცილებლად შევუკვეთავ მას და თვალსაჩინო ადგილსაც მივუჩენ. ის ჩემს სამაგიდო წიგნად იქცევა, რომელსაც მუდამ გადავშლი და ყოველ ჯერზე რაღაც ახალს აღმოვაჩენ. ალბათ, 1 წლის წინ გირჩევდით წიგნი ფსევდონიმით გამოგექვეყნებინათ, ამ შემთხვევაში, მას აუცილებლად დაბეჭდავდნენ და შემდეგ ახდიდით ფარდას საიდუმლოს, ტყული არ გამოვიდოდა. უამრავი ცნობილი პოეტი, პროზაიკოსი, ხელოვანი ქმნიდა საკუთარ ნაწარმოებს ფსევდონიმით. სამწუხაროდ, არ მოიძებნა ადამიანი, რომელიც დაგარწმუნებდათ ზუსტად ასე მოქცეულიყავით. თუმცა, თქვენსავე წიგნში წერთ, რომ შედეგის მისაღებად საჭიროა ხოლმე არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღება, საუბარი ხომ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლაზეა. ზოჯგერ კი გვიწევს მოვიქცეთ ისე, რომ სხვა შეხედულებების მქონე ადამიანების ინტერესებთან შეჯახება თავიდან ავიცილოთ, აი, რის შესახებაა ეს წიგნი! დარწმუნებული ვარ ახლა ის დრო არაა, როდესაც ხელნაწერებს წვავდნენ და წიგნი აუცილებლად დაიბეჭდება!

ევგენი

ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე, შესანიშნავი წიგნია.

იური

მეც წავიკითხე თქვენი წიგნი! ძალიან მაგარია! ბევრი რამის სწავლა შეიძლება! მადლობა.

გვერდი 34 დან 38 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 »

დაწერეთ თქვენი გამოხმაურება წიგნის შესახებ






დარჩა4000სიმბოლო
დასაწყისში გადასვლა