პირადი გვერდი ლეონიდ ჩერნოვეცკის

გამოხმაურებები წიგნზე «მილიარდერის, პოლიტიკოსისა და ქველმოქმედის საოცარი ისტორია»:

ალა

ლეონიდ, თქვენი წიგნი წავიკითხე, საოცარი ისტორიაა. თქვენ სულით ძალიან ძლიერი ადამიანი ხართ! ზოგიერთ მომენტში თქვენს გამო შევშინდი კიდეც, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ უფალი მუდამ გმფარველობდათ!

სვეტლანა

მახსოვს, 90-იანებში თქვენი პირველი ლექციები სტუდენტებისთვის. მათ ყოველთვის ინტერესით ვისმენდი. შევიძინე და წავიკითხე თქვენი წიგნი, თვალი არ მომიწყვეტია, ერთი ამსუნთქვით ჩავიკითხე. ძალიან მარტივი ენითაა დაწერილი. ბევრმა რამემ ახალგაზრდობა და მაშინ არსებული სოციალისტური სტანდარტები გამახსენა... მადლობა, წარმატებას გისურვებთ, დიდი პატივისცემით!

ევგენი

მოგესალმებით! თქვენი წიგნი წავიკითხე და ძალიან გამიტაცა! დიდი მადლობა თქვენ იმისთვის, რომ გამოცდილება გაგვიზიარეთ, ბევრი ახალი რამ გავიგე პოლიტიკის შესახებ, ასევე, უამრავი საინტერესო - ბიზნესზეც. ასევე, ძალიან საინტერესო იყო კითხვა იმ ადამიანის ცხოვრების შესახებ, რომელმაც ნულიდან დაიწყო და მწვერვალების დაპყრობა მოახერხა. 5 წელიწადზე მეტია რაც ბიზნესით ვარ დაკავებული, მეც ნულიდან ვიწყებდი (მშობლები ღარიბები იყვნენ, მე კი მინდოდა მებრძოლა და მიზნებისთვის მიმეღწია). რასაკვირველია, ისე არ გამომსვლია, როგორც ეს თქვენ გამოგივიდათ, მაგრამ იცით, მე არასდროს მყოლია მრჩეველი, რომელიც იქნებოდა ნამდვილი მამაკაციც და ბიზნესმენიც... თქვენი წიგნი სულზე მალამოსავითაა და როგორც ვირტუალური მრჩეველიცაა - მან საჭირო რჩევები მომცა და მიჩვენა, საქმეები როგორ უნდა ვმართო. დიდი მადლობა, კიდევ ერთხელ. წიგნები კიდევ დაწერეთ, მე მათი პირველი მყიდველი ვიქნები.

წარმატებას გისურვებთ, ევგენი! ესე იგი, ტყუილად არ დამიწერია!

ვლადისლავი

მოგესალმებით, ლეონიდ მიხაილოვიჩ. თქვენი წიგნის კითხვა ამ წუთას დავასრულე, ძალიან მომეწონა, მადლობა!

ყველაფერი ისეთებისთვის, როგორიც თქვენ ხართ! წარმატებები!

ვიქტორი

თქვენი წიგნი წავიკითხე, რაღაცნაირად არც მჯერა რომ მასში თქვენი ცხოვრებაა აღწერილი. სახელწოდება სწორადაა შერჩეული - ეს მართლაც თქვენი ცხოვრების გიჟური ისტორიაა, მაგრამ რამდენი მოთმინება და ძალისხმევა დაგჭირდათ იმისთვის, რომ ქცეულიყავით მად, ვინც ახლა ხართ! ღმერთმა ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე მოგცეთ!

მადლობა, ვიქტორ! თუ წიგნი დააფასეთ, ე.ი. წარმატებული ადამიანი ხართ!

იაროსლავი

ლეონიდ მიხაილოვიჩ! წიგნი წავიკითხე და თქვენი მჯერა! თუმცა, ამ დრომდე მიმაჩნდით ისეთად, როგორადაც თქვენს თავს მასმედიის საშუალებები წარმოგვიდგენენ. თქვენ წერთ, რომ პოლიტიკაში პატიოსანი ადამიანები არ არიან... მაგრამ რა უნდა ქნა მაშინ, როდესაც საკუთარი პრინციპების ერთგული ხარ და გინდა, ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება შეცვალო? ვისურვებდი, მომდევნო წიგნში დაახასიათოთ არა მხოლოდ ისინი, ვინც უკვე პოლიტიკა დატოვეს, არამედ ისინიც, ვინც ქვეყნის სათავეში ამჟამად იმყოფებიან. 26 წლის ვარ და მთელი ეს წლები ვცხოვრობ პოლიტიკური სტრუქტურების მიერ შექმნილ სიცრუეში, ვიმედოვნებ, რომ თქვენნაირი ადამიანები მისაბაძები გახდებიან და ამოიძირკვებიან ის არამზადები, რომლებიც ჩვენს შესანიშნავ სახელმწიფოს არცხვენენ. საათში მხოლოდ მექანიზმის შეცვლა როდია შესაძლებელი. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას წიგნისთვის! იაროსლავი.

ყიჩაღ, იაროსლავ!

მოგესალმებით, ლეონიდ! დიდი მადლობა იმ სიტყვებისთვის და აზრისთვის, რომელიც ამ წიგნში ჩადეთ - ის ბიბლიას ბევრჯერ შევადარე და ახლა, ალბათ, მას ბიბლიის ნაცვლად წავიკითხავ ხოლმე. ვფიქრობ, ეკლესიაში პასტორს შევთავაზებ მას - იმ იმედით, რომ ჩვენი ეკლესიის მრევლს ურჩევს წაიკითხონ. უთქვენოდ ჩემი ცხოვრება ღარიბი და ცარიელი იქნებოდა! ბედნიერებას გისურვებთ!

მადლობა, რომ არსებობთ! თქვენს გუნდში მუშაობაზე ყოველთვის ვოცნებობდი, თქვენი დღემდე მჯერა.

გვერდი 31 დან 38 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 »

დაწერეთ თქვენი გამოხმაურება წიგნის შესახებ






დარჩა4000სიმბოლო
დასაწყისში გადასვლა