პირადი გვერდი ლეონიდ ჩერნოვეცკის

გამოხმაურებები წიგნზე «მილიარდერის, პოლიტიკოსისა და ქველმოქმედის საოცარი ისტორია»:

ნანა

თქვენი ფრაზები ცხოვრებაში მუდამ მეხმარება, ბრძოლა მინდება, როდესაც თქვენს პოსტებს ვკითხულობ. დიდი მადლობა, გონივრული რჩევებისთვის, ბედნიერებას გისურვებთ!

დიდი მადლობა ნანა! მოხარული ვარ, რომ ჩემს მხარდაჭერას გრძნობთ! ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

ევგენი

მადლობა გულახდილობისთვის და გულწრფელობისთვის! ერთერთი ყველაზე საინტეროსო წიგნია, რომელიც მე წამიკითხავს. უჩვეულო, მაგრამ ღირებული! მახარებს ის ფაქტი, რომ მეც ვიყავი "პრავეკსის" დიდი ისტორიის ნაწილი და ძალიან ბევრი რამ მაქვს გასახსენებელი კარგი!

მადლობა ევგენი! მოხარული ვარ, რომ ჩვენ კოლეგები ვიყავით და თქვენ ამ პერიოდზე კარგი მოგონებები დაგრჩათ!

თათია

ადამიანი, რომელმაც ბიზნესში წარმატებას მიაღწია და წიგნის დაწერა გადაწყვიტა, პატივისცემას იმსახურებს! წიგნი ბავშვივითაა, რომელიც შენ შექმენი.

დიდი მადლობა თათია! მართლაც, წიგნი ბავშვივითაა - მასზე ხომ იმდენ ძალისხმევასა და ემოციას ხარჯავ, როდესაც ცდილობ შენი სათქმელი ხალხამდე სწორად მიიტანო, გსურს აზრი სწორად გადმოსცე... ეს ძალიან რთულია!

ივან კოლესნიკი

ღამე მშვიდობის! თქვენი წიგნის მესამედი ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. ძალიან საინტერესოდ იკითხება. ადგილ-ადგილ მახსენებს ეფრაიმ სეველს, ილფსა და პეტროვს, მასში ბევრი დრამატული ცხოვრებისეული ამბავია გადმოცემული, ვფიქრობ, ის ბესტსელერად იქცევა, ჯერ უკრაინაში... ბევრისთვის ის ჭკუის სასწავლი და სასარგებლოც იქნება. გილოცავთ თქვენს თავში ახალი ტალანტის აღმოჩენას! გეხვევით!

დიდი მადლობა!

იური

გამარჯობა, ლეონოდ მიხაილოვიჩ. წავიკითხე თქვენი წიგნი და მსურს ჩემი კომენტარი დავტოვო, შთაბეჭდილება გაგიზიაროთ. ჩემი აზრით, წიგნი მართლაც თქვენ დაწერეთ. კრიტისკოსი არ ვარ, მაგრამ კუჩმას „უკრანასა და რუსეთთან“ შედარებით, დიდი განსხვავებაა და ის ძალიან საგრძნობია. გულითაა დაწერილი, ყველა წვრილმანითურთ, რომელსაც მკითხველი პირადად თქვენგან იგებს, წიგნი საშუალებას იძლევა, ავტორის თვალით შევხედოთ მის ცხოვრებას. ძალიან განვიცადე მომენტი, როდესაც პატარაობაში ფულის დაკარგის ამბავს ყვებით, რომელიც დედამ პროდუქტების საყიდლად მოგცათ. მსგავსი რამ ცხოვრებააში მეც შემემთხვა... ეს იყო შიში დასჯისა, თან იმ დროს, როდესაც მომხდარში პორდაპირი ბრალი არ მიგიძღვოდათ, თან იმ ფონზე, რომ არ გქონდათ არანაირი შესაძლებლობა დაკარგული თანხის გამომუშავების, მოპოვების, სესხების... ვფიქრობ ეს მინისტრესია, სრული უმწეობის შეგრძნება... ასევე, გამაოცა შემთხვევამ ბანკის მძარცველებზე - ნამდვილად გიჟური სიტუაციაა. სოციუმში ხომ დიდი ხანია მეფობს შეხედულება რომ მდიდრების ევაკუაციას პირველ რიგში ახდენენ ხოლმე, თუნდაც, ავიღოთ ფილმი „ტიტანიკი“, სადაც რაც მეტ ფული აქვს ადამიანს მით დიდი ნავი ერგება... წიგნი ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე, ის გულისამაჩუბელია, მაგრამ უპათოსო, აღწერილია თქვენი საქციელები, სხვადასხვა სახით გამოხატული მადლიერება ამა თუ იმ ადამიანების მიმართ, ვთქვათ, თქვენი დამრიგებლის დაბადების დღის გახსენება ან მემორიალის გაკეთება ქალისთვის, რომელმაც 5 გრივნა გაჩუქათ... დადებითმა ემოციებმა, რომლებიც თქვენმა წიგნმა გამოიწვია, კიდევ ერთხელ დამარწმუნა: ფული ცხოვრებაში მთავარი არაა. მთავარი ჩვენი საქციელია - მას უფალი ხედავს და ან გვეხმარება ან - პირიქით. მადლობა გულახდილობისთვის წერის დროს. დიდი სიამოვნებით შევიძენ და იმედი მექნება, რომ მასზე ხელს მომიწერთ. მადლობა. იური 34 წლის, კიევი.

აუცილებლად მოგცემთ ავტოგრაფს, იური! თქვენ ღრმა და ჭკვიანი ადამიანი ხართ! წარმატებას გისურვებთ!

თამილა

მოგესალმებით პატივცემულო ლეონიდ! თქვენი წიგნი დიდი ყურადღებით წავიკითხე. იცით, თქვენ გამოგივიდათ დაგეწერათ წიგნი, რომელსაც ყველა წაიკითხავს, რადგან მასში მთელი თქვენი სუფთა სული ჩადეთ და ის უზარმაზარი გამოცდილება, რომელსაც ბევრის გატეხვა შეეძლო, მაგრამ თქვენ ამან ვერ გაგტეხათ და ცხოვრებაში გზა გაიკაფეთ თქვენი სისუფთავით და სურვილით - სხვებისთვის სასარგებლო ყოფილიყავით. ჭეშმარიტად, თქვენ უმარავი სირთულე გაიარეთ, უფალმა დაგაჯილდოვათ შესანიშნავი მშობლებით, რომლებზეც ასე თბილად წერთ, ოჯახიც დაგეხმარათ, მთელი თქვენი გარემოცვაც, სადაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპები გაიარეთ და მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ქვეყანასა თუ სახელმწიფოში ხართ, ვინაიდან ძალიან ფართო ხედვის მქონე ადამიანი ხართ და თქვენი სამშობლო მთელი მსოფლიოა. თქვენ, როგორც თავისუფალი სული მოძრაობდით ცხოვრებაში ბრძნულად და მიზანმიმართულად. ბრავო, რომ ნაწილობრივ ყველა კარმული ამოცანა შეასრულეთ, ძალიან მალე თქვენ საკუთარ თავს შეიცნობთ და მიიღებთ პასუხს იმ კითხვაზე, რომელსაც წიგნის დასაწყისში სვამთ. ჩემი აზრით, ამ წიგნის გამოყენება სავსებით შესაძლებელია დამხმარე სახელმძღვანელოდ, ბევრს მოუნდება, თქვენ დაგემსგავსოთ, ვინაიდან თქვენს მიერ ნათქვამი სიტყვები - თქვენი სუფთა და დაღლილი სული აღსარებაა, ეს აუცილებლად მივა ადამიანების გულებამდე და ჭეშმარიტების შეცნობაშიც დაეხმარება მათ. იმისთვის, რომ იცხოვრო, საკმარისი არაა, მხოლოდ განათლებული ან ჭკვიანი იყო, იყო მხოლოდ მდიდარი ან ღარიბი, მაგრამ აუცილებელია, რომ ადამიანმა ჯერ თავად შეიცნოს საკუთარი თავი, საკუთარი დადებითი და უარყოფითი მხარეები, აჩუქოს ყველას სინათლე და შემდეგ შეძლოს ტკბობა მიღწეულით, როგორც ამას თქვენ ახლა აკეთებთ, ჩემო მეგობარო. ვინაიდან თქვენი გზა საკეთესო არაა, ის უბრალოდ, სხვაა! ეს ისეთი აღმაფრთოვანებელია!

როგორ ლამაზად დაწერეთ, თამილა! დიდი მადლობა!

ბაბი

თქვენი წიგნის წაკითხვის შემდეგ უკეთესი მომავლის რწმენა დამიბრუნდა, აქამდე ლამის გადავწყვიტე ყველაფერზე ხელი ჩამექნია. ძალიან რთულია ფეხზე წამოდგე ღალატის შემდეგ, ბრძოლაც რთულია... მოხარული ვარ, რომ ქვეყანაზე თქვენსავით ძლიერი ადამიანები არსებობენ, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ!

ძვირფასო ბაბი, დიდი მადლობა, ასეთი თბილი სიტყვებისთვის, მოხარული ვარ, რომ ჩემი წიგნი დაგეხმარათ ცხოვრებისთვის სხვა თვალით შეგეხედათ! არასდროს დანებდეთ, ცხოვრება რთულია, მაგრამ ის უნიკალური და განუმეორებელია! ყოველთვის გამოჩნდება რარაცები, რომელთა გამოც წაქცევის შემდეგ უნდა წამოდგეთ და წინ იაროთ!

ლილია

გულწრფელად გეტყვით, თქვენმა წიგნმა გამაოცა. ძირითადად, თქვენს შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტებისგან ვიგებდი, ამიტომ წიგნის კითხვისას, მუდმივად გაკვირვებული ვიყავი. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ასეთი ძლიერი, საინტერესო და მიზანმიმართული ადამიანი ხართ. მხოლოდ ნამდვილი მამაკაცი, ძლიერი ხასიათით შეძლებდა საკუთარი ცხოვრება ასე შეეცვალა და აეშენებინა. წიგნი ძალიან კარგადაა დაწერილი, მარტივად იკითხება და გასაგებია. თავს გაუფრთხილდით, იყავით ბედნიერი და ჯანმრთელი!

დიდი მადლობა, ლილია! თქვენს წერილში მხოლოდ ერთ სიტყვას შევასწორებ: „გაყიდული ჟურნალისტების“ - სხვანაირები უკრაინაში არც არიან!

გვერდი 3 დან 38 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 »

დაწერეთ თქვენი გამოხმაურება წიგნის შესახებ






დარჩა4000სიმბოლო
დასაწყისში გადასვლა