პირადი გვერდი ლეონიდ ჩერნოვეცკის

გამოხმაურებები წიგნზე «მილიარდერის, პოლიტიკოსისა და ქველმოქმედის საოცარი ისტორია»:

მოგესალმებით, ლეონიდ მიხაილოვიჩ. თქვენი წიგნი ცოტა ხნის წინ წავიკითხე. პირდაპირ გეტყვით: წაკითხულმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. წიგნი ნამდვილად ღირებულია. განსაკუთეებით მომეწონა ის ნაწილი, რომელშიც თქვენს ბავშვობას აღწერთ და პოლიტიკის შესახებ დაწერილი თავებიც. ველოდები თქვენს სხვა ნაშრომებს, ყველაფერი გამოგივათ. პ.ს. ვისურვებდი, უკრაინული პოლიტიკის თქვენეულ ხედვაზე უფრო მეტი წამეკითხა.

ვიქტორია

მოგესალმებით, ლეონიდ. ვიქტორია მქვია. ფიზიკურად ვგრძნობ იმას, რასაც თქვენ წერისას განიცდით და მგონი ვიცი, როგორ შეიძლება იპოვნოთ ჭეშმარიტება და გზა საკუთარი დამოუკიდებლობისკენ. განსაკუთრებული ადამიანი ხართ. კიდევ ვიცი, რომ დედამიწაზე ბევრს არ გაუკეთებია ის, რისი გაკეთებაც შეეძლო. შეგიძლაით წერილი მომწეროთ და ვეცდები მოგიყვეთ, როგორ გახდეთ ბედნიერი და თავისუფალი. დალოცვილი ყოფილიყავით.

წიგნი მომეწონა. შესანიშნავ და მხიარულ ცხოვრებაზეა და საბჭოთა კავშირის დროინდელ ცხოვრებაზეც გამაცინა, გამახსენდა ჩემს ბავშვობაში როგორ იყო.

ლიდია

წიგნი ორ დღეში წავიკითხე! საინტერესო იყო, ვინაიდან ლეონიდ მიხაილოვიჩი ჯერ კიდევ ინსტიტუტიდან მახსოვს! მოკლედ - ყოჩაღ!

ქსენია

წიგნი მომეწონა. ერთ ღამეში წავიკითხე. მადლობა ბიზნეს-რჩევებისთვის და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საქმიანობა სილამაზეს უკავშირდება, მე მუდამ ვაძლევ ჩემი მზრუნველობის ქვეშ მყოფ ადამიანებს რჩევებს თქვენი წიგნიდან. მსურს პატივისცემა გამოვხატო თქვენი მშობლების მიმართ, იმის მიუხედავად, რომ ამქვეყნად აღარ არიან... თქვენ კი, ლეონიდ, ყოჩაღ!

ალა

ლეონიდ წიგნი წავიკითხეთ, ვიცით, რომ ის ძალიან საინტერესოდ არის დაწერილი, ერთ დღეში დავასრულეტ კითხვა - მე ხმამაღლა ვკითხულობდი და მეუღლე მისმენდა. ბევრი რამ გადაგიტანიათ, მაგრამ უფალი მუდამ გეხმარებოდათ!

გრიგორი

წიგნში არის ისტორია იმაზე, როგორ დაიკარგეთ 10 კილომეტრის შემდეგ თავსხმა წვიმაში. საოცარი წიგნია. იცით, ერთი ფრაზა დამამახსოვრდა და სულ მინდოდა მომეწერა, ის ყველაზე მეტად მომეწონა: წერთ, რომ საქველმოქმედო ფონდი გაქვთ და თუ გიფიქრიათ იმ ხალხზე, ვისი დახმარებაც არარ შეგიძლიათ? რატომ არ შეიძლება იმათ შორის ვინც თქვენგან იღებს მხარდაჭერას, მოძებნოთ ისეთები, ვისაც ბიზნესის კეთება და ფულის გამომუშავება შეუძლია. ამ ადამიანებს ბიზნესის წარმოება რომ ასწავლოთ, ბატონო ლეონიდ? ახლა მე ოცნება მაქვს, ლეონიდ მიხაილოვიჩ. მსურს დაცემის შემდეგ ისევ წამოვდგე და ფული გამოვიმუშაო. ჩვენს ქალაქში არის ერთი ინვალიდი - დიდი ბიჭია, სკოლის შემდეგ წაიქცა, ხერხემალი დაუზიანდა, ვეღარ გამოჯანმრთელდა - შესაბამისად, ვერც სწავლა დაამთავრა. მსურს მას სწავლა დავუფინანსო იმ განხრით, რომელსაც თავად მოისურვებს და სწავლის დროს სტიპნედიაც გადავუხადო. ამის კეთებისას სხვა მეწარმეებსაც მსურს მოვუწოდო იგივე გააკეთონ: დაეხმარონ ინვალიდებს, ღარიბებს, ასწავლონ მათ ფულის გამომუშავება, მათი რჩენის ნაცვლად.

ირინა

შესანიშნავი წიგნია! შემთხვევით ინტერნეტში წავაწყდი მას და თვალი ვეღარ მოვწყვიტე. ცხოვრებაში არის ისეთი რამეები რომლებიც უმნიშვნელოა, ზოგი რამ კი, პირიქით - მნიშვნელოვანია. თქვენი წიგნი მათ რიცხვშია. ის დამეხმარა დამევიწყებინა, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება და უამრავი ცხოვრებისეული სიბრძნე მასწავლა. მადლობა.

გვერდი 29 დან 38 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 »

დაწერეთ თქვენი გამოხმაურება წიგნის შესახებ






დარჩა4000სიმბოლო
დასაწყისში გადასვლა