პირადი გვერდი ლეონიდ ჩერნოვეცკის

გამოხმაურებები წიგნზე «მილიარდერის, პოლიტიკოსისა და ქველმოქმედის საოცარი ისტორია»:

ანტონი

ბატონო ლეონიდ, მადლობა წიგნისთვის, უკვე მეორედ ვკითხულობ, პირველი ელექტრონულ ფორმატში წავიკითხე, მეორედ უკვე შევიძინე წიგნი „უკრაინულ სახლში“, თქვენი ისტორია გასაოცარია.

მაქსიმი

ბატონო ლეონიდ! საღამომშვიდობის, ვზივარ ახლა, ვკითხულობ თქვენს წიგნს და აღფრთოვანებული ვარ. გადავწყვიტე მომეწერა თქვენთვის, რადგან ჩემზე ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ახდენთ როგორც ადამიანი და როდესაც ვკითხულობ თქვენს წიგნს, მახსენდება ჩემი ბავშვობა. ერთხელ მეც ასევე გადამიყვანეს კლასში, სადაც იყვნენ „ისეთივე თავხედი ბავშვები, როგორიც მე ვიყავი“. პატივისცემით თქვენდამი!

ოლგა

ძალიან დამრიგებლობითია! თუ საიდუმლო არ არის, რა დრო დაგჭირდათ ამ სიბრძნის გასააზრებლად? ბევრისთვის სიცოცხლეც არ კმარა... საამისოდ...

ადრე არ მქონდა დრო რომ შევჩერებულიყავი: მეფიქრა, გამეკეთებინა დასკვნები. სულ საქმე და საქმე! მაგრამ აი... დადგა დრო!

იგორი

თქვენი წიგნიც წავიკითხე და თქვენი ხელმძღვანელობით „პრავექს-ბანკშიც“ მიმუშავია. რა გითხრათ? თქვენ დიდი ადამიანი ხართ! თქვენთან ურთიერთობის შემდეგ, სამყაროს სხვა თვალით უწყებ ყურებას და ამ წიგნმა ამაში კიდევ ერთხელ დამარწმუნა. წარმატებას გისურვებთ! პატივისცემით, იგორი.

გოგი

მოგესალმებით! დღეს დილით ადრე, როდესაც თბილისს ჯერ კიდევ ეძინა, თქვენი წიგნის კითხვა დავასრულე! თუ ჩემი შთაბეჭდილების ერთი სიტყვით გადმოცემა შეიძლება, ეს არის: „ბრავო!“ აღფრთოვანებული ვარ! წიგნმა ჩემი ბავშვობა გამახსენა, თქვენ იმ ეპოქას რეალურად აღწერთ ისევე, როგორც დღევანდელობას. მე, როგორც კინორეჟისორმა, ამ წიგნში შემავალი ბევრი ეპიზოდი ძალიან ემოციურად აღვიქვი! სიამოვნებით გაგესაუბრებოდით პირადად.

მადლობა გამოხმაურებისთვის, გოგი! ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩემი მოგონებები მოგეწონათ!

ლიდია

წიგნი ჯერ არ წამიკითხავს, ნაწყვეტების გაცნობის შემდეგ, სურვილი გამიჩნდა წავიკითხო ის. თქვენ ნიჭიერი და არაორდინალური ადამიანი ხართ. წერეთ, რადგან ამის ტალანტი გაქვთ!

ლეონიდ მიხაილოვიჩ! თქვენ გახსნილი და უკეთილშობილესი ადამიანი ხართ! მადლობა წიგნისთვის.

ნატალია

როდესაც ვკითხულობდი ნაწყვეტებს თქვენი წიგნიდან, მივხვდი, მუდამ რატომ მომწონდით. თქვენ დიდი ადამიანი ხართ: თქვენშია ხულიგანიც, მოზარდიც, სიბერის პატივისმცემელიც, ბრძენიც, რომანტიკოსიც ჭაბუკური მაქსიმალიზმით და რაც მთავარია, რომ ყველა მათგანი მეგობრულად ცხოვრობს!

ჩემი მოკრძალებული პერსონის ამაზე ზუსტი დახასიათება ჯერ არავის მოუცია, ნატალია!

გვერდი 27 დან 38 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 »

დაწერეთ თქვენი გამოხმაურება წიგნის შესახებ






დარჩა4000სიმბოლო
დასაწყისში გადასვლა