პირადი გვერდი ლეონიდ ჩერნოვეცკის

გამოხმაურებები წიგნზე «მილიარდერის, პოლიტიკოსისა და ქველმოქმედის საოცარი ისტორია»:

სოფო

წიგნი წავიკითხე. გაოცებული და გახარებული ვარ ასეთი ადამიანები კიდევ რომ არსებობენ, მადლობა თქვენ ამ ყველაფრისთვის. ის ჩემს საყვარელ წიგნად იქცა, ყოველდღე რაღაც ახალს აღმოვაჩენ, მიხარია თქვენი არსებობა. უფლმა დაგლოცოთ.

ლამარა

სანამ წიგნად გამოვიდოდა კომპიუტერიდან ამოვბეჭდე და დიდი ინტერესით წავიკითხე. ეს წიგნი საუკეთესო მასწავლებელია ახალგაზრდა თაობის იმ ნაწილისთვის, ვისაც მიზნად დასახული აქვს ბიზნესის წარმოება ან პოლიტიკური ცხოვრება-მოღვაწეობა... ძვირფასო მეგობრებო, შეიძინეთ, წაიკითხეთ, მენდეთ კმაყოფილი დარჩებით. სიამოვნებით შევიძენ წიგნსაც!

დიდი მადლობა ასეთი საინტერესო ცხოვრებისეული ისტრიისთვის და სწორად დასმული აქცენტებისთვის. რა თქმა უნდა, სასარგებლოა მოუსმინო ადამიანს, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს ცხოვრებაში და ბევრი რამ იცის. ვფიქრობ, უნდა გააგრძელოთ წერა ან რაიმე ვიდეო ბლოგი შექმნათ. მადლობა!

თამარა

დილით საუზმის მერე დავიწყე თქვენი წიგნის კითხვა და ეხლა მოვრჩი. არ შემეძლო არ გამომახატა ჩემი აღფთოვანება თქვენს მიმართ, უდიდესი პიროვნება ხართ. საკმაოდ დიდი ლიტერატურა მაქვს წაკითხული და ასეთ კმაყოფილებას ბოლო გვერდის ჩამთავრების მერე ცოტა მათგანი თუ იწვევს. მადლობა ამისთვის!

ირინა

შევიძინე წიგნი, რადგან ვიცნობდი ბატონ ლეონიდს 12 წლის განმავლობაში, როდესაც „პრავექს ბანკში“ ვმუშაობდი. ჯერ კიდევ მაშინ ვფიქრობდი, რომ ბატონი ლეონიდი ძალიან ჭკვიანი ადამიანია, რადგან ერთეულებს შეუძლიათ შექმნან და გონივრულად მართონ ამხელა საბანკო სისტემა. ჩემზე დიდ წარმოდგენას ახდენდა კადრების შერჩევის მაშინდელი მეთოდი (სიცრუის დეტექტორის გამოყენება), ახალგარზდების დახმარება კარიერულ საფეხურზე ასვნაში, ღირსეული ანაზღაურება, ყოველწლიური კორპორატიული წვეულებები ყველა თანამშრომლისთვის და კიდევ უამრავი ნიუანსი, რასაც სხვა მსგავს სტრუქტურებში, სადაც მიმუშავია, არ შევხვდერილვარ. და სწორედ ასეთი მომენტები აძლევდნენ ახალგაზრდობას შესაძლებლობას აეღოთ „სტარტი“ ცხოვრებაში. მას შემდეგ, რაც 2008 წელს ბანკის მესაკუთრეები შეიცვალნენ - მმართველობის დამოკიდებულება თანამშრომლების მიმართ და ასევე სტრუქტურის მიმართ რადიკალურად შეიცვალა, სამწუხაროდ ცუდი მიმართულებით. ამიტომ, თუ დავუბრუნდებით წიგნს „მილიარდერის, პოლიტიკოსისა და ქველმოქმედის საოცარი ისტორია“, წავიკითხე ერთი ამოსუნთქვით - ძალიან საინტერესო წასაკითხია და რაც მთავარია - ყველა სტრიქონი გაჟღენთილია წრფელი სიყვარულით... ახლანდელ დროში ჩვენ ეს ძალიან გვაკლია... ძალიან ბევრი დასკვნა გავაკეთე და ბევრი რამ გავიაზრე ადამიანების ურთიერთდამოკიდებულებასთან დაკავშირებით. დიდი მადლობა თქვენ, ბატონო ლეონიდ! თქვენი წიგნი შთამაგონებს მჯეროდეს და ვაკეთო სიკეთე. ახლა წიგნს ჩემი ნათესავები და ნაცნობები კითხულობენ. წარმატებებს გისურვებთ თქვენს შემოქმედებით საქმიანობაში.

კარგი წიგნია, ადვილი და საინტერესო წასაკითხი, საუცხოო და სულიერი. მადლობა ავტორს.

ჩემზე ძალიან დიდი წარმოდგენა მოახდინა თქვენმა წიგნმა „მილიარდერის, პოლიტიკოსისა და ქველმოქმედის საოცარი ისტორია“. დიდი მადლობა ასეთი გასაოცარი წიგნისთვის, ის გაჟღენთილია სიყვარულით და მადლიერებით და ჩემი აზრით, მკითხველს კარგი საქმეებისკენ მოუწოდებს.

იური

გამარჯობათ, ბატონო ლეონიდ. წიგნში საკუთარი თავი მოიხსენიეთ როგორც "კონფორმისტი ხელისუფლებაში". ასეთი ზუსტი განმარტება არც ერთი პოლიტიკოსისგან არ მსმენია. თქვენ კარგი და პატიოსანი ადამიანი ხართ, რომლისგანაც შეიძლება ისწავლო როგორ უნდა იცხოვრო და როგორ მართო ბიზნესი. მადლობა წიგნისთვის.

გვერდი 22 დან 38 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 »

დაწერეთ თქვენი გამოხმაურება წიგნის შესახებ






დარჩა4000სიმბოლო
დასაწყისში გადასვლა