პირადი გვერდი ლეონიდ ჩერნოვეცკის

გამოხმაურებები წიგნზე «მილიარდერის, პოლიტიკოსისა და ქველმოქმედის საოცარი ისტორია»:

რუსლანი

კარგი წიგნია, სამ დღეში ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ძილის წინ. მადლობა!

ჯემალი

ბატონო ლეონიდ მიხაილის ძევ, უდიდესი სიამოვნება მომანიჭა თქვენმა ავტობიოგრაფიული ჟანრის წიგნის წაკითხვამ. წიგნი არა მარტო ერთი უკრაინელი თითქმის უმამოდ, ეზოს თანატოლებთან ქუჩის კანონებით გაზრდილი საბჭოთა უკრაინის შვილის ისტორიაა არამედ მთელი კომუნისტური იდეოლოგის ავკარგის შეფასების მცდელობაა, რომელიც საკმაოდ დამაჯერებლად გამოგივიდათ. ყველაზე შთამბეჭდავად მაინც ის ნაწილი მეჩვენა თუ როგორ შეძელით საკმაოდ რთულმა ბავშმა, რომელისთვისაც კლასში მეორეწლიანობაც არ იყო უცხო ხილი, ალკოჰოლდამოკიდებულმა ახალგაზრდამ მობილიზაცია გაგეკეთებინათ საკუთარ შესაძლებლობებს, მოხალისედ წახვედით ჯარში სავალდებულო სამსახურის გასავლელად და იქედან დემობილიზებულმა საშუალო სკოლაში "სამი" შეფასებას დანატრებული ახალგაზრდა წარმატებით ირიცხებით და წითელ დიპლომზე ამთავრებთ ხარკოვის იურიდიულ ინსტიტყტს. თქვენი თავბურდამხვევი კარიერა, ჯერ კიევში წარმატებული უფროსი გამომძიებელი, ცოტა მოგვიანებით კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სამეცნიერო კვლევით ნაწილში საბჭოთა ნომენკლატურული საფეხურებში მნიშვნელოვანი ნახტომი უფრო იყო ვიდრე ჩვეულებრივი დაწინაურება. პერესტროიკის წლეებში თქვენ გახდით წარმატებული ჯერ უბრალოდ მეწარმე, მოგვიანებით კი მსხვილი ბიზნესმენი, კეთილსინდისიერი ბანკირი უკრანის მაშტაბით ყველაზე მსხვილი წარმატებული ბანკის მფლობელი. წარუმატებელი დებიუტის მოუხედავად თავბურდამხვევი ტრიუმფით იარეთ პოლიტიკაში, სამგზის უკრაინის რადას წევრი და კიევის ორგზის მერი. თქვენი მთავარი დევიზი სიკეთე გადაარჩენს მსოფლიოს უბრალოდ სიტყვის მასალა კი არა, არამედ თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. უანგარო, დიდი ქველმიქმედის სახელი გქონდათ და გაქვთ მშობლიურ უკრაინაში, ამასვე აგრძელებთ საქართველოში. ბატონო ლეონიდ მიხაილისძევ თქვენ ჯერ კიდევ პოზიტიური ენერგით და სიბრძნით უხვად მომადლებული შუა ხნის მამაკაცი ბრძანდებით. კვლავაც გააგრძელებთ სიკეთის თესვას რაშიც გულითადად გისურვებთ წარმატებებეს. და ერთხელ თქვენი ბესსელერის "მილიარდერის, პოლიტიკოსისა და ქველმოქმედის საოცარი ისტორია" ს შესახებ. მე იგი ერთი ამოსუნთქვით, ერთ საღამოს წავიკითხე წლევანდელი ივლისის ხვატში და ეხლა ჩემი რეკომენდაციით სულ ცოტა ოცი მეგობარი მაინც კითხულობს. ყველა ისინი და მათ შორის მეც სიამოვნებით გიწვევთ ქალაქ ბათუმში თქვენი წიგნის განხილვაზე (პრეზენტაციაზე) მიმდინარე წლის სექტემბერში თქვენთვის მოსახერხებელ დროს. მოუთმენლად ველით თქვენს განაჩენს. გფარავდეთ ღმერთი! პატივიცემით, ჯემალი

არაჩვეულებრივი წიგნია, მე მომეწონა!

ნინო

ბატონო ლეონიდ დღეს წავიკითხე თქვენი წიგნი და აღფრთოვანებული ვარ თქვენი ადამიანობით და თქვენი აზროვნებით! უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. მადლობა, რომ გვერდში უდგახართ ამდენ ადამიანს. თქვენი ისტორია კი ძალიან მომეწონა და დამაფიქრა ბევრ რამეზე.

ადამიანის ისტორია, რომელმაც თავად შექმნა ყველაფერი! ძალიან მომწონს ავტორის გულახდილობა. დააკვირდით როგორ წარმოუდგენიათ მსოფლიო და საკუთარი თავი ჩვენს ახალ პოლიტიკოსებს. კაცური ხელის ჩამორთმევა ძალიან ძვირი ღირს, მაგრამ ძალიან ცოტა თუ ხვდება ამ რიტუალის ფასს.

ჯაბა

არაჩვეულებრივი წიგნია. დიდი ხანია მინდოდა ყიდვა და როგორც იქნა გუშინ შევიძინე.ისეთი შთამბეჭდავია თვალს ვერ მოაშორებ. ჩემს სამაგიდო წიგნს კიდევ ერთი უძვირფასესი პიროვნების წიგნი შეემატა. უღრმესი მადლობა, ბატონო ლეონიდ, ასეთი გულწრფელობისთვის. ყველა წიგნიერ პიროვნებას მოვუწოდებ რომ შეიძინოს ეს წიგნი.

ნიკა

სამაგიდო წიგნია!

სვეტლანა

წავიკითხე. წიგნში ზუსტად არის აღწერილი ადამიანის ბუნება. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა! მადლობა.

გვერდი 18 დან 38 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 »

დაწერეთ თქვენი გამოხმაურება წიგნის შესახებ






დარჩა4000სიმბოლო
დასაწყისში გადასვლა