პირადი გვერდი ლეონიდ ჩერნოვეცკის

გამოხმაურებები წიგნზე «მილიარდერის, პოლიტიკოსისა და ქველმოქმედის საოცარი ისტორია»:

ანდრეი

ვკითხულობ თქვენს წიგნს, ძალიან მომწონს! მადლობა!

ირინა

ძალიან მიყვარს წიგნები. ეს ცხოვრებისეული წიგნია. როდესაც კითხვას იწყებ რთულია შეჩერდე. ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. არის ისეთი საკითხები, რომელზეც ადრე არც კი დავფიქრებულვარ. ფასიც ხელმისაწვდომია.

გალინა

ძლიან კარგი წიგნია! ადვილად იკითხება, ბევრ საკითხზე დაგაფიქრებს. მადლობა ასეთი შთამაგონებელი ისტორიებისთვის!

ზლატა

მადლობელი ვარ სიმართლისთვის, რომელიც სახალხო განხილვაზე გამოიტანეთ. არის რაღაც დამაფიქრებელი. მიუხედავად იმისა, რომ ეს თქვენი პირადი ხედვაა სიტუაციის, დიდი შარმი და კრეატივია ჩადებული. პირველად ინტერნეტში წავიკითხე სამსახურში შესვენებების დროს, როდესაც ჩემი კოლეგები ჩემს მოშორებას ცდილობდნენ. სწორედ ის აზარტი და პოზიტივი დამეხმარა მშვიდად გადამეტანა კოლეგების მხრიდან შევიწროება, რომელსაც თქვენ ჩუქნით მკითხველს. მე ქ. სუმის მკვიდრი მოსახლე ვარ, მაგრამ ის ადამიანები, რომლებთანაც მუშაობა მიწევდა რაიონებიდან არიან და ძალიან მამხნევებდა წიგნის ის მონაკვეთი, სადაც სუმელებზე წერთ. ეს რათქმაუნდა ყველას არ ეხება, მაგრამ არის ამაში რაღაც...

ნატო

შევიძინე და მთელი ინტერესით ვკითხულობ. ძალიან საინტერესოა

თინათინი

ძალიან მომეწონა თქვენი წიგნი. მეორედ ვკითხულობ. მერე როცა დრო მექნება, უფრო ვრცლად დავწერ, რა მომეწონა და რა არა... ბევრ რამეს (თუ ვინმეს) შევხედე სხვა თვალით. გმადლობთ, რომ ასეთი წიგნი მოგვიძღვენით.

მარია

ამ წუთას ვკითხულობ და ბაბუაჩემი სცხოვრებას მახსენებს. ძალიან კარგია, ძალიან...

ბატონო ლეონიდ, სულ მსურდა თქვენი წიგნის წაკითხვა, რამოდენიმეჯერ ვცადე ელ. ვერსიის წაკითხვა მაგრამ არ გამომივიდა. მიყვარს როდესაც წიგნი ხელში მიჭირავს. და ერთ მშვენიერ დღეს შევიძინე თქვენი წიგნი. ძალიან საინტერესო და ადვილი წასაკითხია. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა ბავშვობიდან, ძალიან კარგია რომ ასეთი კეთილი დარჩით. ალბათ ჩემი ცხოვრების გზაზეც შემხვედრიან კეთილი ადამიანები, მაგრამ ამ ბოლო დროს საერთოდ აღარ ჩანან... მადლობა წიგნისთვის. ის მაძლევს მოტივაციას, პოზიტივს და წინ სვლის ძალას. კეთილი ადამიანები კიდევ არსებობენ! ღმერთმა მოგცეთ ჯანმრთელობა და კეთილი საქმეების კეთების შესაძლებლობა!

გვერდი 17 დან 38 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 »

დაწერეთ თქვენი გამოხმაურება წიგნის შესახებ






დარჩა4000სიმბოლო
დასაწყისში გადასვლა