პირადი გვერდი ლეონიდ ჩერნოვეცკის

გამოხმაურებები წიგნზე «მილიარდერის, პოლიტიკოსისა და ქველმოქმედის საოცარი ისტორია»:

იაროსლავი

მოგესამებით ლეონიდ! წავიკითხე თქვენი წიგნი და სრულიად შემეცვალა თქვენზე წარმოდგენა. წიგნი მხოლოდ ბიზნესისთვის შევიძინე, მაგრამ დამატებით უამრავი ცხოვრებისეული და ფსიქოლოგიური რჩევა მივიღე. დიდი სურვილი მაქვს წავიკითხო თქვენი წიგნი რჩევებით მეწარმეობის დარგში. დიდი მადლობა.

ტატიანა

ძალიან საინტერესო და გულახდილი წიგნია!

ვიქტორია

უღრმესი მადლობა თქვენი გამოცდილების გაზიარებისთვის. სიღრმისეული წიგნია. ვკითხულობდი როდესაც დასასვენებლად ვიყავი და არ შემეძლო კითხვის შეწყვეტა. უძილო ღამეები და მოვლენების განვითარების მოლოდინი. მადლობა!

დარია

დიდი სიამოვნებით წავიკითხე. ადვილი, ცხოვრებისეული და შთამაგონებელი წიგნია. ძალიან მომეწონა წიგნის ხარისხი: პრიალა, სქელი ფურცლები, ფერები, წიგნის ხელში დაჭერა ძალიან სასიამოვნოა, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მხოლოდ წიგნების ბეჭდვურ ვერსიებს ვკითხულობ. დიდი მადლობა გულახდილი ცხოვრებისეული მოთხრობისთვის!

რომანი

ძალიან საინტერესო წიგნია. გამაოცა იმ ფაქტმა, რომ თქვენ არ მოიხმართ ნარკოტიკებს. ამის შესახებ თქვენს ყოფილ თანამშრომელსაც ვკითხე, რომელიც წიგნის კითხვის პერიოდში ჩემთან მუშაობდა და მან დაადასტურა, რომ არავითარი ნარკოტიკების მოხმარება არ შეუნიშნავთ თქვენთვის! როგორ შეიძლება ისე მოატყუო ხალხი, რომ ყველას სჯეროდეს ამის! და რა კარგია, რომ თქვენ ეს წიგნი დაწერეთ და მე შევძელი სიმართლის გაგება! თუმცა მესმის, რომ წიგნში ის სურათი შექმენით, რომელიც გსურდათ. ძალიან საინტერესო და ძვირფასი წიგნია. უამრავ რამეს ხსნის, რაც სტრიქონებს შორის ამოიკითხება. დიდი მადლობა ამ წიგისთვის!

რომანი

მოგესალმებით ბატონო ლეონიდ! გამოხმაურება თქვენს წიგნზე: "მილიარდერის, პოლიტიკოსისა და ქველმოქმედის საოცარი ისტორია" თითოეულმა მოზარდმა უნდა წაიკითხოს და ეს ყველა ზრდასრული ადამიანისთვისაც აუცილებელია! ეს წიგნი შთამაგონებელია ყველასთვის, ვისაც პატიოსანი შრომით სურს წარმატების მიღწევა და არ აქვს მნიშვნელობა სად იმყოფება ადამიანი და რამდენი წლისაა ის! წაიკითხეთ ეს წიგნი და მიხვდებით, რომ ბევდნიერება და სიმდიდრე ხელმისაწვდომია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც მეტის მიღწევა სურს! ადმიანებს ასეთი ზღაპრების უფრო სჯერათ: „გაუმართლა“, „წარმატებულად იქორწინა“, „წარმატება-ფული-ნარკოტიკები“ და მთელ ცხოვრებას სიღარიბეში ატარებენ და არც კი ესმით, რომ წარმატებას სულ სხვა ბუნება აქვს, სიმდიდრეს - სხვა შედეგი. "მილიარდერის, პოლიტიკოსისა და ქველმოქმედის საოცარი ისტორია" ადამიანებს ანახებს რეალურ სამყაროს. ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ დაინახავთ ნამდვილ ცხოვრებას, გახდებით უფრო ბრძენი და მდიდარი!

ვლადიმერი

მოგესალმებით ლეონიდ მიხაილოვიჩ! ამ უქმეებზე ვკითხულობდი თქვენს წიგნს "მილიარდერის, პოლიტიკოსისა და ქველმოქმედის საოცარი ისტორია". ძალიან მომეწონა, ვურჩევ ჩემს მეგობრებს და ნათესავებს, რადგან სამწუხაროდ, ჩვენი ტელევიზიის დახმარებით თქვენზე ნეგატიური წარმოდგენა მქონდა შექმნილი. წარმატებებს გისურვებთ საქართველოში! ვიმედოვნებ, რომ მალე ისევ შეძლებთ კიევში ჩამოსვლას. პატივისცემით, ვლადიმერი.

ნათია

მოგესალმებით! ვარჩიე საჯარო სივრცეში დაწერას, პირადად მომეწერა. იქ ალბათ ვერც გავბედავდი. სულ 15 წუთია რაც დავასრულე თქვენი წიგნის კითხვა და ჩემი ბავშვობა დამიდგა თვალწინ. პირველობა,ლიდერობისკენ სწრაფვა, დედის ალერსის ნაკლებობა, მამინაცვალი,სკოლის დაღი,ქუჩის ცხოვრება ვკითხულობ ვკითხულობ და წარსულის იარები სათითაოდ იხსნება ცრემლები შეუჩერებლად მოდის... მინდა კითხვა გავაგრძელო და ყელში ბურთად გაჩხერილი უცნაური გრძნობა არ მანებებს. ვინმესთვის რომ არ მეთქვა არ შემეძლო ახლანდელი ჩემი ყოფა და თქვენთან მოყოლა ვარჩიე. ყოველთვის მინდოდა დამეწერა ჩემს შესახებ და ალბათ წანაკითხმა ამიტომ იმოქმედა ორმაგად ჩემზე, თითქოს ჩემი სურვილი შეასრულეთ.

გვერდი 16 დან 38 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 »

დაწერეთ თქვენი გამოხმაურება წიგნის შესახებ






დარჩა4000სიმბოლო
დასაწყისში გადასვლა