პირადი გვერდი ლეონიდ ჩერნოვეცკის

გამოხმაურებები წიგნზე «მილიარდერის, პოლიტიკოსისა და ქველმოქმედის საოცარი ისტორია»:

ლევანი

„ბიბლუსის“ მაღაზიაში შევიძინე წიგნი, ძალიან საინტერესოა, გირჩევთ წაიკითხოთ!

დიმიტრი

დიდი და გულწრფელი მადლობა თქვენ ამ წიგნისთვის! რამოდენიმეჯერ წავიკითხე! ჩემთვის გასათვალისწინებელი ბევრი რამ მოვინისნე და ეს მართლაც მუშაობს და შედეგსაც იზლევა! დიდი მადლობა კიდევ ერთხელ! უფალი იყოს თქვენი ოჯახის მფარველი!

სოსო

მოგესალმებით ბატონო ლეონიდ, წავიკითხე თქვენი წიგნი და ძალიან მომეწონა, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე თქვენმა განვლილმა გზამ. მინდა წარმატებები გისურვოთ ცხოვრების დიდ გზაზე.

მეგი

თქვენს წიგნს ახლა ვკითხულობ და ძალიან მომწონს თქვენი გულწრფელობა. მაგრამ მინდა ყურადღება გავამახვილო ერთ ფრაზაზე. თქვენ დროს უწოდებთ ულმობელს, მე კი ის მძულს, სადაც დროს მივყავართ. ეს არის სიკვდილი. სიკვდილი კი ცოდვასთან ერთად გაჩნდა. ის რომ არ იყოს დრო ვერაფერს დაგვაკლებდა. ყველაზე დიდი ცოდვა, ჩემი აზრით, გულგრილობა და დაუდევრობაა, რასაც ადამიანი თავის თავს უკეთებს. სიმართლე რომ გითხრათ, თქვენი წიგნის კითხა რომ დავიწყე თავიდანვე გწერდით წერილს, მაგრამ სხვანაირს. მაგრამ რომ გავიგე თქვენ უკვე საქართველოში ხართ და ქველმოქმედებასაც ეწევით, დიდი მადლობა ამისთვის.

ირინა

ვკითხულობ, ძალიან მომწონს...

საღამო მშვიდობის. თქვენი წიგნი უნდა წაიკითხოს მთელმა ახალგაზრდა თაობამ, ძალიან ძნელია და მხოლოდ დიდ ადამიანებს შეუძლია ამდენი სირთულეეების გადატანის შემდეგ ცხოვრებას ფეხი აუწყოს და ამდენს მიაღწიოს. ბევრი კარგი მსმენია თქვენზე და ღმერთმა სიკეთით გამყოფოდ. მე ვისურვებდი სამაგიდო წიგნადაც გამოიყენონ თქვენი ბიოგრაფია ახალგაზრდებმა, ნამდვილად ბევრ რამეს ისწავლიან და დაფიქრდებიან.

რომანი

გამარჯობათ ლეონიდ. წავიკითხე თქვენი წიგნი და მინდა ვთქვა, რომ მომეწონა, ადვილად არის დაწერილი. საინტერესო იყო იმის გაგება, თუ როგორი გზა გამოიარეთ წარმატებამდე. რათქმაუნდა, მესმის, რომ ბევრი დეტალი არ არის აღწერილი წიგნში. მივედი იმ დასკვნამდე, რომ თქვენი ნიჭის და აზროვნების გარდა დიდი როლს თამაშობს იღბალი, ფორტუნა და გამართლება. პატივისცემით, რომანი.

ირინა

მოგესალმებით ლეონიდ! აი, გადავწყვიტე გამოხმაურების დაწერა თქვენს არაჩვეულებრივ წიგნზე. ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე, ძალიან ადვილად და საინტერესოდაა დაწერილი. ძალიან საინტერესო იყო თქვენზე და თქვენს ცხოვრებაზე ამდენი ფაქტის შეტყობა. სასიამოვნოა, რომ თქვენც ხარკოველი ხართ. ჩემთვის ყოველთვის საინტერესო ადამიანი იყავით, ხოლო წიგნის წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ დიდსულოვანი ადამიანი ბრძანდებით. წიგნს ვკითხულობდი მგზავრობის დროს, რესტორანში და მინდა ავღნიშნო, რომ ბევრ ადამიანს გაუჩნდა ინტერესი. ზოგს უკვე წაკითხული აქვს, ზოგმა ამონარიდენი წაიკითხა ფეისბუქზე, ზოგი კი კითხულობდა სად შეიძლებოდა შეეძინათ. და იცით, ცხადი გახდა, რომ თქვენ ხალხს უყვარხართ უკრაინაში, ახსოვხართ და აინტერესებთ. მინდა გისურვოთ ყველაფერი კარგი, ჩანაფიქრის ასრულება, ჯანმრთელობა და წარმატება. ვიმედოვნებ, რომ მკითხველს კიდევ არაერთი წიგნით გაახარებთ.

გვერდი 15 დან 38 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 »

დაწერეთ თქვენი გამოხმაურება წიგნის შესახებ






დარჩა4000სიმბოლო
დასაწყისში გადასვლა