პირადი გვერდი ლეონიდ ჩერნოვეცკის

გამოხმაურებები წიგნზე «მილიარდერის, პოლიტიკოსისა და ქველმოქმედის საოცარი ისტორია»:

ინგა

გამარჯობათ! ერთი თვით ვიყავი კორეაში, თან წავიღე თქვენი წიგნი და წავიკითხე. მართლაც საინტერესო ბიოგრაფია გქონიათ. როგორ აგიწყვიათ ცხოვრება, ეს ბედისწერაც არის, ასეთ ვარსკვლავზე დაიბადეთ, პოზიტიური ადამიანი ბრძანდებით. ამ წიგნის კითხვის შემდეგ თითქოს ძალა გემატებათ ყოველგვარი წინააღმდეგობის გადასალახად. დღეს თქვენ ყველაფერი გაქვთ, მხოლოდ არ დაგავიწყდეთ მთავარი ქველმოქმედება გულით და არა სხვების დასანახად. მიხარია, რომ გაგიცანით, ლამაზი ოჯახის პატრონი ხართ და ასე ლამაზად იყავით სულ.

სალიტა

ბატონო ლეონიდ, ორიოდე წუთის წინ მოვრჩი თქვენი წიგნის წაკითხვას. მინდა მოკლედ გითხრათ რომ აღფრთოვანებული ვარ და რომ შემიყვარდით როგორც ადამიანი... განსაკუთრებით გულს მითბობდა და იმედს მაძლევდა თქვენი დამოკიდებულება უფლის მიმართ. როდესაც მცირე რწმენა გაქვს (თან მატერიალურადაც ვერ დაიტრაბახებ) დიდი გავლენა აქვს წარმატებული ადამიანის მიერ გულით გამოთქმულ სიტყვას ღმერთის გულმოწყალებაზე. თქვნი წიგნით ბევრი რამ გავიგე საბჭოთა ქვეყნების მართველობაზე და უსახლკაროებზე. ნამდვილად დასაფასებელია თქვენი ასეთი ხედვა და მინდა გისურვოოთ ულევი წარმატება და კეთილი საქმეების ღირსეულას კეთება! მადლობა ასეთი გულახდილი საუბრისთვის (ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს პირადად მესაუბრებოდით და ეს ძალიან სასიამოვნო იყო).

იაროსლავი

წავიკითხე. შემეცებითია. რეკომენდაციას ვუწერ.

სერგეი

შესანიშნავი წიგნია! ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე! მადლობა!

ნანა

წავიკითხე და თუ ეს ადამიანი გადაწყვეტს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, მე მას მხარს დავუჭერ და დავეხმარები ამაში.

ფიქრია

უკვე მესამე საღამოა ვკითხულობ და შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. მადლობა ამისთვის, ბატონო ლეონიდ!

ხათუნა

ბატონო ლეონიდ! შორიდან ვადევნებ თვალს თქვენს საინტერესო ცხოვრებას, რჩევებს,რეკომენდაციებს. წავიკითხე თქვენი წიგნი, სიამოვნებით გაგესაუბრებოდით პირადად. მომწონს უცხო ქვეყნის შვილს როგორ გტკივათ საქართველო, როგორ ეხმარებით გაჭირვებულებს. თქვენ მოკლე ხანში ბევრი ადამიანის სიყვარული დაიმსახურეთ, იმიტომ რომ ხალხი ხედავს როგორ გიყვართ თქვენი ლამაზი ოჯახი, შვილები, მშობლები, მეგობრები. ეს სიყვარული გადამდებია ჩვენთვის უბრალო ადამიანებისთვის. მხოლოთ გავბედავ და ჩემს აზრს გეტყვით ბიზნესის აწყობასა და ფულის შოვნასთან დაკავშირებით. თქვენი ყველა რჩევა და ზოგადი ფრაზები. ცარიელი ხელებით მარტო სურვილით და ენთუზიაზმით მილიონს კი არა ერთ ლარსაც ვერ იშოვით. თითქოს ყველაფერი მაქვს იმისთვის რომ ნებისმიერი საქმე ვმართო მაგრამ არ მაქვს მთავარი ეს არის ფული. ამ ქვეყანაში სადაც ყველა ჩემს ირგვლივ ადამიანი ოჯახის გადარჩენისთვის იბრძვის და ბანკები მხოლოდ შენს გაძარცვაზე არიამ მომართულნი როგორ უმდა გარისკო რამე. ამიტომ მე უკვე გამოვედი ზღაპრების ასაკიდან და ჩემი მოკრძალებული ოცნებები ჩემთან ერთად გარდაიცვლებიან. თქვენ კი ვისაც გაქვთ საშუალება აკეთოთ სიკეთე. დააპუროთ მშიერი ადამიანები, წარმატებებს გისურვებთ ამ საქმეში. მართლა არ არსებობს იმაზე მეტი სიამოვნება შემოგყურებდეს მადლიერი თვალები. ალბათ დამეთანხმდებით ამაში. წარმატებები კიდევ ერთხელ, მე თქვენი გულშემატკივარი ვარ.

გოგა

მადლობა, გასაოცარია!

გვერდი 13 დან 38 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 »

დაწერეთ თქვენი გამოხმაურება წიგნის შესახებ






დარჩა4000სიმბოლო
დასაწყისში გადასვლა