პირადი გვერდი ლეონიდ ჩერნოვეცკის

გამოხმაურებები წიგნზე «მილიარდერის, პოლიტიკოსისა და ქველმოქმედის საოცარი ისტორია»:

ტატიან

ძალიან საინტერესო წიგნია, ორ დღეში წავიკითხე! შთამბეჭდავია! ავტორის ბედი კი…! ჭკვიან ადამიანისგან უნდა ვისწავლოთ!

პირველი წიგნი წავიკითხე, ახლა მეორეს ვკითხულობ! ვთვლი, რომ დიადი ადამიანი ხართ და ამასთან ერთად მაგარი მენეჯერი!

ცილია

წავიკითხე წიგნი და აღფრთოვანებული ვარ!!! ვწუხვარ, რომ არ მქონდა შესაძლებლობა თქვენთან მემუშავა. ძალიან კარგი იქნებოდა თქვენგან უფრო მეტი რჩევა გაგვეგო ბიზნესის თემაზე. ჯანმრთელობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახს.

რაზე ფიქრობდით, როდესაც წიგნს წერდით?

განვლილ ცხოვრებაზე...

ალექსანდრე

წიგნი წავიკითხე, მომეწონა. ადვილად იკითხება, მხოლოდ საქართველოში გადმოსახლების მომენტი გამომრჩა, იქ საკუთარი სურვილით, თუ სხვა მიზეზების გამო გადასახლდით?

ვლადიმერ ზოლოტარევსკი

თქვენი წიგნი წავიკითხე, ძალიან ადვილად იკითხება. ძალიან კარგ, პოზიტიურ შთაბეჭდილებას ტოვებს. იცით, მომეჩვენა, რომ ეს გარკვეულწილად მოსანანიებლად დაწერილი წიგნია. არ ვიცი, შეიძლება საკუთარ თავს რამეში ადანაშაულებთ და ამ წიგნით გსურდათ გეთქვათ რომ გამოსწორდით! ცხოვრებაში რაღაცები სხვანაირად იყო, ისე არა, როგორც ნაწარმოებში აღწერთ. უპრიანი იქნებოდა ფილმის გადაღება ადამიანზე, რომელიც გზას იკაფავდა, ხალხზე, რომელიც ციხეებში იხოცებოდა არაფრის გამო, მის ბნელ მხარეებზე! შემდეგ უკვე ადამიანზე, რომელიც ბევრს ეხმარებოდა და ეხმარება, რომელიც თანხებს ამ მიზნით ხარჯავს. ბოლოს კი, ყველამ უნდა გაიგოს, რომ ეს ერთი და იგივე ადამიანია! ძალიან მაგარი იქნებოდა! მთავარ როლს ჰონორარის გარშეც კი შევასრულებდი, მთელი გულით. წიგნისთვის მადლობას გიხდით, ძალიან კარგია! ყოჩაღ!

ჟენია

ზოგან წიგნი გაურკვევლადაა დაწერილი, მაგრამ საინტერესოდ. ორ დღეში წავიკითხე.

ანა

მოგესალმებით, იმდენ კეთილ საქმეს აკეთებთ, რომ სიამოვნებით დაგეხმარებოდით ყველაფერში. თქვენმა წიგნმა ძალიან დამაინტერესა, სიამოვნებით ვკითხულობ და როცა დავასრულებ, ჩემს აზრს აუცილებლად მოგწერთ. ვამაყობ, რომ ჩევნს ქვეყანაში თქვენნაირი ადამიანები არსებობენ.

გვერდი 11 დან 38 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 »

დაწერეთ თქვენი გამოხმაურება წიგნის შესახებ






დარჩა4000სიმბოლო
დასაწყისში გადასვლა