პირადი გვერდი ლეონიდ ჩერნოვეცკის

გამოხმაურებები წიგნზე «მილიარდერის, პოლიტიკოსისა და ქველმოქმედის საოცარი ისტორია»:

თათია

ბატონო ლეონიდ! წავიკითხე თქვენი წიგნი ერთი ამოსუნთქვით. შემიძლია გულწრფელად გითხრათ, რომ თქვენ ასევე წარმატებული ბრძანდებით ,,უფრო დიად და აღმატებულ დარგში,, როგორიცაა ლიტერატურა....მე წავიკითხე წიგნი, რომელიც მოგვითხრობს, როგორ შეიძლება ადამიანმა გაიაროს ურთულესი ბავშვობა და სიყმაწვილე, როგორ დაძლიოს ცდუნება და განსაცდელი, როგორ უყუროს ახლობელი ადამიანების ტანჯვას, მაგრამ ყოველი მძიმე გამოწვევის შემდეგ, გახდეს უფრო მტკიცე და სულიერად მდიდარი... დამიჯერეთ, ეს რჩეულთა ხვედრია... თქვენ წიგნში შეეხეთ ისეთ თემებს, რაც განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრებას...ძალიან მნიშვნელოვანია ის თანმიმდევრულობა, რომლითაც თქვენ ცხოვრების კიბეებზე ადიოდით... ფაქტიურად, თქვენ იარეთ ნახტომების გარეშე, ნაბიჯ–ნაბიჯ... კოლაუ ნადირაძის ორ სტრიქონს მოვიყვან – ,,რაღაც დიადი და ღვთაებრივი სავარსკვლავეთის წიაღში ხდება, რაღაც დიადი და ღვთაებრივი ადამიანის სულშიაც ხდება..., დიახ, თქვენ შეძელით სულში აკიაფებული დიადი და ღვთაებრივი ნაპერწკალი ცეცხლად გექციათ....არაჩვეულებრივია თქვენეული განსაზღვრება ლიდერობისა– ,,ლიდერობა,როგორც არა სხვათა უკან ჩამოტოვება,არამედ დამოუკიდებლობა,,… საინტერესოა აგრეთვე, როცა ამბობთ,რომ ,,სრული დამოუკიდებლობა არ არსებობს და რაც მეტია კარიერული წინსვლა, მით მეტია თავისუფლების შეზღუდვა,,.. იცით, რატომ ხდება ასე? ჩემი აზრით, რაც მეტია წინსვლა და განვითარება, ადამიანი უფრო მეტად შეიცნობს საკუთარ თავს და სულში ახალ–ახალი აღმოჩენების წინაშე დგება… ეს ახალი აღმოჩენები კი მეტ პასუხისმგებლობას და შეზღვუდვას უწესებენ...მაგრამ ეს ყველაფერი გარედან მოხვეული და იძულებით მიღებული კი არ არის, არამედ თვითონ ადამიანის არჩევანია...ნამდვილი თავისუფლებაც ესაა...ე.ი. ეს თავისუფლების შეზღუდვა კი არა, არამედ პირიქით – თავისუფლების მოპოვებაა! ადამიანი, რომელსაც თავის ,,შემეცნების სფეროდ ფილოსოფია და სამართალი,, გაუხდია, შეუძლებელია არ აკეთებდეს ასეთ დასკვნებს,რომ ,,სამყაროს სიკეთე ამოძრავებს! ასე იყო მუდამ და ასე იქნება ყოველთვის,, და ,,ყველაფერი შეგიძლია გაყიდო საყვარულის და პატიოსნების გარდა,,.. ძალიან მინდა ვახსენო ის ადამიანები, რომლებსაც ასეთი დიდი სიყვარულით იხსენიებთ თქვენ წიგნში – ლარისა მიხეილის ასული და ეძიკა... მათთანაა დაკავშირებული თქვენი ბავშვობის ,,ფერადოვანი დღეები,, სწორედ მათი დახმარებით ხედავდით ,,ცისარტყელას ფერებად გაშლილ შხეფებს,,...მნიშვნელოვანია აგრეთვე ქალის, როგორც ფენომენის თქვენეული განსაზღვრება – ,, სინაზესთან შერწყმული სიმტკიცე ,, – ეს ნამდვილად ასეა !... და ბოლოს, მოკლედ შევეხები თქვენი წერის სტილს – თქვენ წერთ სადა, ადამიანებისთვის გასაგები ენით, იყენებთ იუმორს და თვითირონიას....დარწმუნებული ვარ, ეს წიგნი უაღრესად საინტერესო იქნება მკითხველისთვის და ადამიანებს დაეხმარება. თქვენ, როგორც ქველმოქმედი, ლიტერატურაშიც ასეთად დარჩით... დიდი მადლობა!

დიდი მადლობა, თათია! თქვენ ძალიან ღრმა ადამიანი ბრძანდებით და სწორ დასკვნებს აკეთებთ. მთელი გულით გისურვებთ წარმატებებს!

დიანა

თქვენისთანა განათლებულ,შინაარსიან და ქველმოქმედ ადამიანთან მეგობრობა ნამდვილად დიდი პატივი იქნება. თქვენს მეგობრებს ამ მხრივ ნამდვილად გაუმართლდათ.როდესაც თქვენს ბიოგრაფიას ვკითხულობდი თავში სულ ერთი აზრი მიტრიალებდა,თუ რა ფორმით შეიძლება ეს წიგნი ახალგაზრდებამდე მივიტანოთ..თქვენ ძალზედ გულახდილად და დაუფარავად საუბრობთ თქვენი ცხოვრების მანკიერ მხარეებზე და ასევე იმ მიღწევებზე, რომელიც ცხოვრებაში განახორციელეთ.კარგი იქნება თუ განათლების სამინისტრო ამ წიგნს რამენაირად მიიტანს ახალგაზრდებამდე.

დიანა, დიდი მადლობა ასეთი კეთილი სიტყვებისთვის და ჩემი წიგნის ასეთი დადებითი შეფასებისთვის! მოხარული ვარ, რომ მოგეწონათ!

ლარა

წიგნი ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე... აი, თურმე, ლეონიდ ჩერნოვეცკი როგორი ადამიანი ყოფილა... მიუხედავად იმისა, რომ თავად წერს, რომ არავის ნდობა არ შეიძლება მჯერა, რომ კარგი ადამიანია და უდავოდ ჭკვიანიც.

მადლობა, ლარა!

ირმა

მოგესალმებით, პირველ რიგში, მსურს, ასეთი წიგნისთვის მადლობა გადაგიხადოთ. უფლის ძალა დიდია, რომელიც მის დაწერაში დაგეხმარათ... თქვენ გადაგარჩინათ იმან, რომ წიგნებს კითხულობდით... დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ და დღეს მიყვარს ის ქუჩის ბიჭი, რომელიც წლების შემდეგ ყველაზე მკაცრ პროფესორს ეკამათა. ჩემი სამაგიდო წიგნიც კი - ჯიმ რონის “ვიტამინები გონებისთვის“ არაფრის მომცემად მეჩვენება თქვენი ამბის შემდეგ, ის - ერთი შეხედვით, ძალიან უბრალოა, მაგრამ სინამდვილეში, მეტად ღრმაა თავისი პრინციპებით, ის ჩემს სამაგიდო წიგნად აუცილებლად იქცევა! ყველაფერს მივაღწევ და შემდეგ ჩვენ აუცილებლად შევხვდებით!

ძვირფასო ირმა! ჩემი წიგნის შესახებ თქვენმა თბილმა გამოხმაურებამ ძალიან გამახარა! მასში მთელი გული ჩავდე! დიდი მადლობა თქვენ, ასეთი თბილი სიტყვებისთვის! მისდიეთ თქვენს ოცნებას და დარწმუნებული ვარ, ასეთი სულიერი სიმტკიცით და სამყაროს ასეთი აღქმის უნარით, აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას! ცხოვრებაში ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ! უფალმა დაგლოცოთ ტქვენ და თქვენი საყვარელი ადამიანები!

სვეტლანა

ლეონდ მიხაილოვიჩ, საღამო მშვიდობისა! მადლობას გიხდით წიგნის ელექტრონული ბმულისთვის, ის ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე... ეს ნაწარმოები არა გულით, არამედ სულითაა დაწერილი. ჯერ ვფიქრობდი, რომ მსგავს წიგნებს მხოლოდ მაშინ გამოსცემენ, როდესაც მათი ავტორი ცოცხალი აღარ არის... მადლობას გიხდით გულახდილობისთვის, ჩემთვის ძალიან სასარგებლო იყო მოცემული ინფორმაციის მიღება,მაგრამ ამან გარკვეულწილად, გამაოგნა კიდეც: ვერ ვხვდები, ეს სისტემა როგორ უნდა შეიცვალოს?! მადლობა იმისთვისაც, რომ თქვენი ცხოვრების დეტალებს გულახდილად ყვებით, თქვენ შეძელით სისუფთავისა და დიპლომატიის უნარის შენარჩუნება!!! მოკლედ, როგორც ადამიანს, რომელსაც ადრე თქვენს მიმართ სიმპათია გააჩნდა, მოხარული ვარ, რომ ინტუიციამ თქვენი პატიოსნების შესახებ არ მიღალატა! გისურვეთ ახალ შთაგონებას, გლოცავთ თქვენს ოჯახთან ერთად!

მადლობა სვეტლანა! ეს სწორედ ისაა, რისი მიტანაც მკითხველამდე მინდოდა!

ანატოლი ფ.

თქვენი წიგნი „ერთი დაჯდომით“ წავიკითხე ჯერ კიდევ 2 კვირის წინ. ძალიან ჭკუის სასწავლი წიგნია, ვინაიდან მასში ცხოვრებაზე საუბრობთ, ისეთზე, როგორიც ის არის, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. ზოგჯერ უმჯობესია, არაფერი ვიცოდეთ იმ კოშმარის შესახებ, რომელიც ჩვენს გარშემო ხდება, მაგრამ რას ვიზამთ, ასეთია ცხოვრება. დაე, უფალმა დაგიფაროთ ავისგან და ბოროტისგან! მადლობა წიგნისთვის!

მადლობა ანატოლი!

მარინა

მოგესალმებით, პატივცემულო ლოენიდ! მადლობა იმ სიკეთისთვის, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის აკეთებთ! მადლობა წიგნისთვის! თქვენი რჩევები ძალიან გამომადგა!

თქვენც მადლობა, მარინა, ასეთი კეთილი სიტყვებისთვის!

ოლეგი

დიდი მადლობა წიგნისთვის, ის ძალიან საინტერესო და ჭკუის სასწავლია. მას შემდეგ რაც წავიკითხე, ჩემი შთაბეჭდილებები ფეისბუქზე გაგიზიარეთ, გავაზიარე ასევე თქვენი პოსტიც. ისეთი აჟიოტაჟი ატყდა - ორ დღეში თქვენი წიგნი 200 ადამიანზე მეტმა მთხოვა. თქვენ სხვა წიგნებსაც სიამოვნებით წავიკითხავდი. დიდი მადლობა! წარმატებას გისურვებთ!

დიდი მადლობა! სხვა წიგნებიც იქნება, ოლეგ! წარმატებებს გისურვებთ!

გვერდი 1 დან 38 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 »

დაწერეთ თქვენი გამოხმაურება წიგნის შესახებ






დარჩა4000სიმბოლო
დასაწყისში გადასვლა