პირადი გვერდი ლეონიდ ჩერნოვეცკის

წიგნი "მილიარდერის, პოლიტიკოსისა და ქველმოქმედის საოცარი ისტორია"
(2018)

Описание книги
მრავალი წლის მანძილზე თან მდევდა აზრი, დამეწერა წიგნი ჩემს რთულ და ამავდროულად, მოაზროვნე ადამიანებისთვის შემეცნებით, უამრავი საინტერესო მოვლენით დახუნძლულ ცხოვრებაზე! ამ იდეას არასდროს მივუტოვებივარ, მაგრამ დრო არ მქონდა, რათა შევჩერებულიყავი და ყველაფერი „თაროებზე დამეწყო“. და აი, როგორც იქნა, დრო გამომიჩნდა და ბედნიერი ვარ, რომ ოცნება ამისრულდა...
წიგნის ბეჭდვური ვერსია
12 GEL
წიგნის ელექტრონული
5 GEL
Audio book
150 GEL
|
15 GEL
12
GEL
ყიდვაგამოხმაურების დაწერა
მიწოდება: საფოსტო განყოფილება
გადახდა: შპს ბუქს რელიზ სს "საქართველოს ბანკი", ბანკის კოდი: BAGAGE22 მიმღების ანგარიშის ნომერი: GE85BG0000000049407200GEL

В интернет–магазинах:

წიგნის მაღაზიების მისამართები

თბილისი
წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი":
საკანცელარიო - იოსებიძის ქ.49 09:00-19:00
ისთ-ფოინთი'' - თვალჭრელიძის ქ.2 10:00-22:00
ნავთლუღის ქ. 8ა 10:00-22:00
იოსებიძის ქ.49 09:00-19:00
თემქა 10კვ. 28 კორპ. 09:30-19:00
ჯავახეთის ქ. 2 10:00-19:00
კოსტავას ქ. 8 09:00-20:00
კანდელაკის ქ.7 09:30-23:00
ფალიაშვილის ქ. 70 09:30-20:00
ხიზაბავრის ქ. 1 09:30-22:00
წერეთელის ქ. 49/51 09:30-19:00 09:30-18:00
ალ.ყაზბეგის ქ. 14 ბ 09:30-20:00
კოსტავას ქ. 8 09:00-20:00
რუსთაველის ქ. 40\1 09:30-19:00
"თბილისი მოლი" - აღმაშენებლის ხეივანი 16 კმ 10:00-22:00
გორგასლის ქ.41 09:30-19:00
ვაჟა-ფშაველას ქ.47 09:00-22:00
რობაქიძის ქ.7 09:30-19:00
ც.დადიანის ქ. 152 09:30-19:00
ქავთარაძის ქ.1 09:30-22:30
ჭავჭავაძის ქ. 7 09:30-23:00
ს/ც თბილისი ცენტრალი ,3 სართული 08:00-22:45
გლდანი მოლი'' - ხიზანიშვილის ქ.50 10:00-22:00
ბახტრიონის ქ.16 09:30-22:00
აღმაშენებლის ქ. 121 09:30-19:00
რუსთავი
წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი":
სტამბოლის ბაზრობის მიმდებარედ (მესხიშვილის 16/29) 09:30-19:00
მეგობრობის ქ.12 09:30-19:00
ქუთაისი
წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი":
ლ. ნუცუბიძის ქ. 1 09:30-19:00
თამარ მეფის ქ. 34 09:30-19:00
ჭავჭავაძის ქ. 58 09:30-19:00
ბათუმი
წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი":
აბაშიძის და ვაჟა-ფშაველას კვეთა 10:00-23:00
ჭავჭავაძის ქ.60 09:30-19:00
გამსახურდიას ქ.45 09:30-19:00
ინასარიძის ქ.5 09:30-19:00
ზესტაფონი
წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი":
აღმაშენებლის ქ.87 09:00-18:00
წერეთლის ქ.2 09:00-18:00
სხვა ქალაქები
წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი":
ქობულეთი, აღმაშენებლის ქ. 135 09:30-18:00
თელავი, ბახტრიონისა და სააკაძის კვეთა 10:00-22:00
ზუგდიდი, გამსახურდიას ქ.21 09:00-18:00
სამტრედია, ჭავჭავაძის ქ. 1 09:30-18:00
ბორჯომი, რუსთაველის ქ. 128 09:30-18:00
ფოთი, ფარნავაზ მეფის ქ. 15 09:30-18:00
ხაშური, კოსტავას ქუჩაზე (სკვერში) 09:30-18:00
ლანჩხუთი, ჟორდანიას ქ.103 09:30-18:00
გორი, სტალინის ქ. 9 09:30-18:00
ბოლნისი, სულხან-საბას ქ.106 09:30-18:00
ახალციხე, კოსტავას ქ.32 09:30-18:00
სენაკი, რუსთაველის ქ. 239 09:00-18:00
მარნეული, რუსთაველის ქ. 58 09:30-18:00
ოზურგეთი, 9 აპრილის პარკი 09:30-18:00

რჩეული ციტატები წიგნიდან

მკითხველო, ცხოვრების საუკეთესო მოგონებები არ უნდა გაანადგურებინო სინამდვილეს. ისინი პარალელურად უნდა ცოცხლობდნენ შენს ცნობიერებაში და გითბობდნენ სულს შენი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდში.
ცხოვრებაში უმართლებთ მხოლოდ და მხოლოდ იმათ, ვინც ამას იმსახურებენ, ვინც ნამდვილად ბევრს შრომობენ და აქვთ თუნდაც მინიმალური უნარები.
იშრომე, გიყვარდეს, გაზარდე შვილები, და რა იქნება მერე - უფალი თვითონ განსაზღვრავს. რატომ და რისთვის - ესეც მხოლოდ უფალმა უწყის და სხვამ არავინ!
ამიტომ, მკითხველო, რაც არ უნდა რთული იყოს შენთვის, გამოძებნე დრო საკუთარი შვილებისათვის, განსაკუთრებით 13-18 წლის ასაკში, ერთი წამითაც არ დატოვო ისინი მარტო. ირგვლივ უამრავი ცდუნებაა, რასაც შეუძლია, დაგაკარგინოს საყვარელი არსება - საკუთარი შვილი.
ოცნებები ხშირა ხდება, მაგრამ მოლოდინი არასოდეს მართლდება ხოლმე, ნუ ელი შვილებისგან იმავეს, რაც შენ გაიღე მათთვის. შვილები, სავარაუდოდ, ვერასოდეს დააფასებენ იმას, რაც შენ მათთვის გააკეთე და ვერასოდეს გაგიგებენ...
შენც გახსოვდეს, მკითხველო! თუ რაიმე მნიშვნელოვანის გადაწყვეტას დააპირებ, მიმართე მათ, ვისაც ამის გადაწყვეტა და შესაბამისად, შენი დახმარება შეუძლია. ამ დროს ნუ მიაქცევ ყურადღებას მათ წოდებასა და თანამდებობას...
როგორც ჩემმა მეგობარმა, უკვე შემდგარმა ბიზნესმენმა, მითხრა, ყველაზე ძნელია პირველი მილიონის შოვნა, შემდეგ კი ათობით მილიონი ციდან ცვივაო. მეც ამას ვადასტურებ! ეს ჩემი მეორე, უმნიშვნელოვანესი რჩევაა შენთვის, მკითხველო. გინდა ბიზნესის დაწყება? მოიძიე ინფორმაცია და ჩასწვდი მთელი გონებით, წაიკითხე საქმიანი პრესა და ხშირად გახსენი კომპიუტერი. იქ და მხოლოდ იქაა დამალული შენი პირველი მილიონი!
გახსოვდეს, მკითხველო, და ჩაიწერე სადმე, ისე, რომ ყოველდღე შეხედო - მიღწეულით დაკმაყოფილება შეუძლებელია. აქ არ არის სწორხაზოვნება! აი, გახდი მაგალითად მილიარდერი ან პრემიერ-მინისტრი, გადაეცი მართვის სადავეები გუნდს და შენ კი ამასობაში მხარ-თეძოზე წამოწექი. არა და კიდევ ერთხელ არა! წარმატებული ადამიანის ცხოვრების კანონია - მუდმივი ზრდა და მიღწეულის სრულყოფა, წინააღმდეგ შემთხვევაში კონკურენტები ძალიან სწრაფად წამოგეწევიან და გაანადგურებენ ყველაფერს, რაც კი შეგიქმნია!
ასე რომ, წარმატებას გისურვებ, ჩემო მკითხველო, კეთილი საქმეების აღსრულებაში და გახსოვდეს - როგორც უნდა ილოცო, თუ შენი ლოცვა არ არის განმტკიცებული მოყვასზე ზრუნვით, ის უფალთან ვერასოდეს მიაღწევს! თუ გაუკეთებ სიკეთეს არა ნათესავს, არამედ სრულიად უცხო ადამიანს, შენ გადარჩენილი ხარ სამუდამოდ! მთელი შენი ცოდვები მოგეტევება, რადგან სიკეთე გადაარჩენს სამყაროს და ჩვენ იმისთვის ვიბადებდით ამ ცოდვილ მიწაზე, რომ სიკეთე ვაკეთოთ! და სამყაროში არ არსებობს და ვერც იარსებებს ამაზე დიადი მიზანი!..
სხვა ციტატების ნახვა

304 გამოხმაურება წიგნის შესახებ

იური ბაიბულა

მოგესალმებით, ლეონიდ მიხაილოვიჩ! როგორც იქნა, თქვენი წიგნის კითხვა დავასრულე, დიდი სიამოვნება მივიღე. პირადად არ გიცნობთ, მაგრამ რატომღაც ზუსტად ასეთად წარმომედგინეთ. ძალიან კარგად და მსუბუქად დაწერილი ტექსტია, რაც მისი ერთი ამოსუნთქვით წაკითხვას ამარტივებს. მართალი გითხრათ, ცოტა თავისუფალი დრო მაქვს ხოლმე და მომიწია წიგნს რამდენჯერმე დავბრუნებოდი. ყოველ ჯერზე უამრავ პოზიტიურ ემოციას ვიღებდი. ასევე, საინტერესო იყო კარგი ადამიანის და წარმატებული ბიზნესმენის საქმიანი რჩევების წაკითხვაც. კითხვისას, ზოგჯერ მეჩვენებოდა, რომ უკვე ვიცოდი რაღაცების შესახებ რაზეც წერდით, ეტყობა, თქვენი წინა ნამუშევრები წამიკითხავს, სიამოვნებით გავიხსენე ისტორია, ავივსე ახალი შთაბეჭდილებებით და თქვენი გზავნილებით. მადლობას გიხდით გაწეული შრომისთვის, მოხარული ვიქნები თქვენი ახალი წიგნებიც ვიხილო.

მადლობა, იური!

მიხეილი

სერრრ!!! წავიკითხე თქვენი წიგნი, და ცოტა დავმწუხრდი, გამახსენდა სკოლა, სასაფლაო ....მშობლები....დამაფიქრეთ!!! რამოდენიმეჯერ შევხვედრივართ კიდევაც... შემიძლია თამამად ვთქვა, რომ თქვენ ჩვენი საბჭოთა გენიოსი ხართ, მეც დიდი ხანია უკვე 60 წელს გადავცდი და ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ებრაელი არ ვარ, თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს.

წარმატებებს გისურვებთ, მიხეილ! არ მოიწყინოთ…

ბაქა

გამარჯობა, ბატონო ლეონიდ. მინდა მეც გამოვხატო ჩემი აზრი თქვენი წიგნის შესახებ. ძალიან საინტერესო და ადვილად წასაკითხი წიგნი იყო, შეიძლება ითქვას ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. ყველაზე მეტად თქვენ წიგნში მომეწონა ის ფაქტი როდესაც მკითხველს უზიარებთ თქვენ აზრებს და ფიქრებს, მასში ჭეშმარიტება დევს და პირადად მეც ბევრ რამეზე შემეცვალა აზრი. როცა ვკითხულობდი თქვენს წიგნს ძალიან ბევრ რამეში დავინახე თქვენს და ჩემს შორის მსგავსება და ეს ძალიან მახარებს,რადგან მეც გადაწყვეტილი მაქვს დავიპყრო მწვერვალები და მეც გავხდე წარმატებული ბიზნესმენი.თქვენი წიგნის წაკითხვის დროს ხელში მეჭირა კალამი და თითოეულ რჩევას ვინიშნავდი რვეულში სადაც მიწერია სხვა ბიზნესმენების რჩვებიც რასაც საკმაოდ ხშირად ვკითხულობ. როცა ადამიანს უნდა წარმატებას მიაგწიოს რაღაც საქმეში, მან უნდა მოუსმინოს იმ ხალხს ვინებმაც ეს გზა უკვე გაიარეს, რომლის გასვლასაც ის აპირებს. მაგალითად მოგიყვანთ ერთ ერთ მსგავსებას თქვენსა და ჩემს შორის, თქვენ კითხულობთ გაზეთ კომერსანტს და იქიდან იდძენთ ცოდნას ხოლო მე ვეძებ ინტერნეტში და უკვე საკმაოდ ბევრი საინტერესო რამ გავიგე. ბიზნესმენობა იმიტომ არ გადამიწყვეტია რომ ბევრი ფული დავაგროვო და ამით მოვიპოვო აღიარება, არა! მე კარგად მაქვს გააზრებული ის ფაქტი თუ რა დანიშნულება აქვს ფულს. გული აუცილებელი საშუალებაა ამ ცხოვრებისა რომ არ იყო დამოკიდებული. ფულში არ ვეძებ არც სიყვარულს , არც პატივისცემას, ეს ყველაფერი საკუთარი პიროვნული თვისებებით უნდა დაიმსახურო. ბიზნესმენობა კი იმიტომ მინდა რომ მომწონს ეგ სფერო. სხვანაერი ხედვა , სხვანაერი აზრები, გიწევს ფიქრი იმაზე თუ როგორ გააუმჯობესო საქმე, როგორ აწარმოო მოლაპარაკებები და ამ ყველაფერს სჭირდება მარტივი რამ, ძალიან მარტივი, რაც ღმერთმა უბოძა თვითეოელ ადამიანს. ეს არის ფიქრი, მოქმედება რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გააკეთოს ისე რომ არც ენერგია დახარჯოს და არც დრო, მაგრამ რაგაცატომ ბევრს აზარება ამის კეთება. თქვენს წიგნში კი საკმაოდ კარგად ჩანს ეს ფაქტი რომ დაფიქრება სჭირდება ნებისმიერ ადამიანს და რაც მეტს იფიქრებ მით მეტ წარმატებას მიაღწევ... წერილის ბოლოს კი გეტყვით რომ ბედნიერი ადამიანი ბრძანდებით რადგან მონათხრობიდან საკმაოდ კარგად ჩანს რომ არაჩვეულებრივი მეუღლე გყავთ ქალბატონი ალინა. თქვენ წარმატებაში მას დიდი წვლილი მიუძღვის რადგან მას სჯეროდა თქვენი და როდესაც შენს საყვარელ ადამიანს სჯერა შენი ეს ძალიან დიდი სტიმულია და წარმატების მიღჭევაში ყოველთვის დაგეხმარება. ქართველებს გვაქ გამონაქვამი "თუ ოჯახში ქალი არ ვარგა როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს მამაკაცი მისი ცხოვრება ყოველთვის წარუმატებელი იქნება"...

თქვენ ბიზნესის ფილოსოფია გესმით, ბაქა! და ამ გზაზე თვითრეალიზებას გისურვებთ!

ანა

დიდი მადლობა, რომ წიგნი ხელმისაწვდომია, ძალიან ბევრ გულახდილობას გადავაწყდი. მე ეს ფაქტი, როგორც კითხვის მოყვარულს, ძალიან მიზდავს. განსაკუთრებით გამახარა წიგნის სიმარტივემ. მარტივად, ლაღად იკითხება, ეს რომ მუსიკა ყოფილიყო, მას აუცილებლად ექნებოდა ტემპი და რიტმი. ჰარმონიულია. ვნახოთ, შენარჩუნდება თუ არა ეს კომფორტული გრძნობა, სანამ დავასრულებ.

ანა, დიდი მადლობა ასეთი თბილი გამოხმაურებისთვის! ჩემთვის თქვენი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია! გეთანხმებით, წიგნი მართლაც ერთი ამოსუნთქვით იკითხება - სწორედ ამისკენ ვისწრაფვოდი, როდესაც თქვენს გამოხმაურებას ვკითხულობ, ვრწმუნდები, რომ ეს გამომივიდა.

შეიძლება ითქვას, რომ თქვენი წიგნი სრულიად შემთხვევით წავიკითხე. თავიდან თქვენმა პიროვნებამ დამაინტერესა. პოლიტიკისგან მუდამ შორს ვიყავი, რადგან ვიცი, რომ ეს ბინძური საქმეა, ყოველთვის ინდივიდუალური მიდგომის მომხრე გახლდით, თუმცა, წიგნში თქვენ შესანიშნავად აღწერეთ უკრაინული პოლიტიკუმი, ამიტომ ახსნას არ საჭიროებს ის, თუ რატომ არ ვილტვოდი ამ სფეროსკენ არასდროს. და აი, უეცრად, ჩემს ფორუმზე წავიკითხე ადამიანების ნააზრევი, რომლებსაც ვენდობი, ზოგიერთი კარგი რამ თქვენზე, იმაზე რასაც რეგულარულად აკეთებთ, მაგრამ არ აპიარებთ: საუბარი იყო ზუსტად უსახლკაროების დაპურებაზე. ჩემი გამოცდილებით ვიცი, რომ მსგავსი საქმით პიარის გარეშე დაკავება მხოლოდ კეთილ ადამიანებს შეუძლიათ (პროფესიით ფსიქოლოგი ვარ და სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან მუშაობის დიდი გამოცდილება მაქვს) დავინტერესდი: ნუთუ უკრაინულ ელიტაში ოდესღაც ასეთი ადამიანი იყო? ფეისბუქში გიპოვეთ, სწორედ იმ დროს, როდესაც ხალხს წიგნის შსახებ ამცნეთ, მაშინ განტვირთვა მჭირდებოდა - სესია ახალი დახურული იყო, ახლობელი ადამიანი დავკრძალე. სასაცილოა, მაგრამ სწორედ თქვენი წიგნის წაკითხვის მომენტში დანგრეული სასაფლაოს შესახებ სადაც წერთ და ებრაული გვარების წარმომავლობაზე - ვიმყოფებოდი კიევში მდებარე ტბაზე, რომელიც სწორედ რომ დანგრეული ებრაული სასაფლაოს ადგილასაა, იქ საფლავის ფილები დღემდეა მიმოფანტული. 1933 წელს დადგმულ საფლავსაც კი გადავუღე ფოტო, სტუდენტ ოჩაკოვის საფლავი გახლდათ - ალბათ მას ეს გვარი ოდესის ოლქში მდებარე ქალაქ ოჩაკოვის პატივსაცემად მისცეს. მოხარული ვარ, რომ წიგნი წავიკიტხე, ბევრ მსჯელობაში საკუთარი თავიც ამოვიცანი, 27 წლის ასაკში ბევრი მსგავსი რამ უკვე გამოვლილიც მაქვს. მართალია, უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა ბევრი რამ წამართვეს. მოხდა გადატრიალება, გამიფუჭდა ურთიერთობა მეზობლებთან, ეკონომიკა დაინგრა... შედეგად დამწყები ბიზნესმენისგან კვლავ ჩვეულებრივ ადამიანად ვიქეცი... სამაგიეროდ, სწავლას მივეძალე - ეს ის ბარგია, რომელიც მუდამ ფასობს, ახლა ფსიქოლოგიას ვეუფლები, მანამდე იურიდიული ფაკულტტეი დავამთავრე, ყირიმში. ცდილობ ფიზიკაში დისერტაცია დავიცვა. წიგნში რაც წერია, პრაქტიკულად ყველაფერს ვეთანხმები, ერთდაერთი, კიტხვა მიჩნდება: რატომ არის ასეთი ჯოჯოხეთი პოსსაბჭოტა ქვეყნებში? რატომ აქვთ ადამიანებს ასეთი მენტალიტეტი? როგორც ფსიქოლოგისთვის, ჩემთვის ნაწილობრივ გასაგებია ის მექანიზმი, მაგრამ სრულ ახსნას ვერ ვიძლევი. მომინდა კიდეც მომავალ წელს ამ თემაზე სამეცნიერო ნაშრომი დავწერო, რათა გავიაზრო, ეს რა არის და როგორ შეიძლება ამას შევებრძოლოთ. ინფორმაციას მუდამ დამოუკიდებლად ვაანალიზებ და სხვა წყაროებს კრიტიკულად ვეპყრობი ხოლმე, ყველა ფაქტორი ანალიზისას, ვცდილობ, ობიექტურობა დავიცვა ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გზა დასაწყისშივე მოჭრეს, თქვენმა წიგნმა დამარწმუნა, რომ უბრალოდ, თავიდან უნდა დავიწყო. მოხუცი არ ვარ, ჩემი ასაკისთვის საკმაო ცოდნა მაქვს, ანალიტიკურად ვაზროვნებ , კარგ ფიზიკურ ფორმაში ვარ და ყველა სფეროში უამრავი ნაცნობიც მყავს. ასეთ პირობებში, თუნდაც სულ განადგურებულ ქვეყანაში შესაძლებელია საკუტარი იმპერია აასენო. ადრე ქველმოქმედებით მეც გახლდით დაკავებული, დღეს ადამიანებს შეძლებისდაგვარად ვეხმარები, ბოლო 3 წლის მანძილზე ჩემი შესაძლებლობები კი 100-ჯერ მაინც შემცირდა. თქვენი მსჯელობა ჩემთვის მეტად ნაცნობია: სიკეთე უბრალოდ უნდა ვაკეთოთ, ეს ჩვენთვისაა მნიშვნელოვანი. სანამ აკეთებ - ადამიანი ხარ. როცა ფულზე იყიდები, არსებად იქცევი, რაღა ადამიანი ხარ? ძალიან დიდ რეკომენდაციას ვუწევ თქვენს წიგნს ადამიანებისთვის, რომლებიც აზროვნებენ და ანალიზის უნარი აქვთ, ასევე, იმათთვისაც, ვინც საკუთარი თავისა და საზოგადოების რწმენა დაკარგა. დიდი მადლობა ყველაფერისთვის!

სამწუხაროდ, თქვენი სახელი არ ვიცი, მოხარული ვიქნებოდი პირადად მეპასუხა თქვენთვის! თქვენ მოაზროვნე ადამიანი ხართ და დარწმუნებული ვარ, უდიდესი პოტენციალიც გაქვთ! ყველაფერში, ერთის გარდა, სწორად გამიგეთ - რის შესახებაც დაწერა ვერ მოვასწარი, მაგრამ რაც იმედი მაქვს, მოგცემთ ძალას, მხოლოდ წინ იაროთ. ვსაუბრობ იმაზე, რომ კრიზისულ პერიოდებში ადამიანებს ძალუძთ სხვის შეცდომებზე სწავლა, შეუძლიათ გაცილებით მეტი თანხა გამოიმუშავონ, ვიდრე „ეკონომიკური სტაბილურობის ჟამს! ასე რომ, ყველაფერში წარმატებას გისურვებთ! ხოლო, ის ფაქტი, რომ ადამიანებს უანგაროდ ეხმარებით, თქვენთან სულიერი ახლობლობის გრძნობას მიჩენს....

არტური

მადლობა უფალს, თქვენთვის! ძალიან კარგად გიწერიათ ანგელოზებზე, მათ თეთრი ფრთები აქვთ და მათ სხვაგვარად არ შეუძლიათ - ისინი სხვა ადამიანებისთვის სიკეთის გასაკეთებლად იბადებიან, სწორედ ესაა უფლის მოწყალება. ღმერთმა დაგლოცოთ, მას უყვარხართ. მხოლოდ ისაა თქვენი ერთგული მეგობარი და სულის გადამრჩენელი.

არტურ, დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩემი სიტყვები ასე სწორად გაიგეთ! ჩემთვის ეს ადამიანები ნამდვილი ანგელოზები არიან და ამას მუდამ გავიმეორებ, რადგან მათსრულიად უანგაროდ გამიკეთეს უამრავი სიკეთე - ეს ჩვენს დროში, დიდი იშვიათობაა!

ლეონიდ მიხალივიჩ თქვენს წიგნს ვკითხულობ და მგონია, რომ საკუთარ თავზე ვკითხულობ, რასაკვირველია, ასეთი მასშტაბის არ ვარ, მაგრამ მთავარი ეს არაა, მთავარია, რას აკეთებ, თქვენი წიგნიდან ეს ნაწილი ამოვიღე, რომელიც ყველაზე მეტად ახლოა ჩემთვის: „ქველმოქმედებაში ისეთი დონის მიღწევა, რომ ჩემს ორგანიზაციებს, ჩემს გარეშე ემუშავათ. ვინ იცის, რა შეიძლება დამემართოს და რა ვუყო მერე მოხუცებსა და ბავშვებს? ამიტომ ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ ქველმოქმედებაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩამერთო“ - ლეონიდ მიხაილოვიჩ, მომიტევეთ, მე არ ვიცი, თქვენთან როგორ არის, მაგრამ ღმერთმა დააიფაროს, რამე რომ მოგივიდეთ, თუ საქველმოქედო საქმიანობა თქვენმა ახლობლებმა არ გააგრძელეს, ყველას ის უბრალოდ დაავიწყდება. ვისაც მსგავსი არ გაუვლია, ამას ვერასდროს გაიგებს. ბევრი მეუბნება: „რატომ ეხმარები უცხოებს, რატომ ახარჯავ ფულს?“ მათ ვპასუხობ: „არ დაიშრიტება გამცემის ხელი, ჩვენ მოყვასს უნდა დავეხმაროთ, მე თუ არა ვინ?“. სამყარო ისეთ დონემდე გაბოროტდა, რომ მეშინია. თქვენი წიგნის უცრემლოდ წაკიტხვა შეუძლებელია, მათთვის ვისაც გული აქვს. თუ ჩემი ნიჭით იმდენს მაინც ვახერხებ, რომ ცრემლი წამოუვიდეს ვინმეს, და ფულით თუ არა, რამე მცირედით მაინც დაეხმაროს ვინმეს, უფლისთვის ამას უმტავრესს გავაკეთებ: რომელიმე სულს აღმოვაჩენ და ცოდვებისგან ვიხსნი. ასე რომ, კეთილ საქმეში წარმატებას გისურვებ, მკითხველო და დაიხსომე: როგორც არ უნდა ილოცო, თუ შენი დახმარება დადასტურებული არ იქნება მოყვასის დახმარებით, უფლამდე ვერასდროს მივა!..

დიდი მადლობა!

სონია

პირველი აბზაცები რომ წავიკითხე, მომინდა ბოლომდე წამეკითხა! ხომ არსებობს მსგავსი, ამაზე სევდიანი ისტორიებიც, ზოგი მეტადაც... არსი მაინც ერთია - ღირსეულად უნდა გადარჩე და ღირსეულ ადამიანად უნდა იქცე, კარგ მეოჯახედ, მეგობრად, ამხანაგად და უბრალოდ კარგ ადამიანად... სიამაყე, სირთულეები, რომლებმაც არ შეგაჩერეს, რთული პერიოდები ცხოვრებაში, უმამობა, სიღატაკე, ღალატი, რომელიც ახლობელმა ადამიანებმა მაგემეს, მაიძულეს დავფიქრებულიყავი და ცხოვრებაში სწორი გზა მეპოვა.... ეს ჩემი ცხოვრებაა, მომეჩვენა, რომ თქვენს წიგნს ჩემს ცხოვრებაზე წერდით! განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ მე ვაჟი ყარაბაღის ომში დავკარგე, ამჟამად მარტო ვცხოვრობ, ექიმი ვარ და ახლა მსურს ადამიანებზე ვიზრუნო, სიკეთე ყველასთვის მყოფნის! თქვენით ვამაყობ, თქვენ წარმოაჩინეთ თქვენი სიბრძნე და ძალა, მისაბაძი ადამიანი ხართ!

სონია, დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის! ძალიან ვაფასებ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ღირსეულად ცხოვრობენ - თქვენ სწორედ ასეთი ხართ! აგსრულებოდეთ ყველა სურვილი და ოცნება. ცხოვრებაში ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ!

4 გვერდი 38-დან 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 »

დაწერეთ თქვენი გამოხმაურება წიგნის შესახებ






დარჩა4000სიმბოლო

მასმედია ავტორის შესახებ

ლეონიდ ჩერნოვეცკი: საქართველო-ჩემი ბედისწერაა!

კიევის ყოფილი მერი, ლეონიდ ჩერნოვეცკი, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას პარტია "ბედნიერი საქართველოთი" აპირებს, სოციალურ ქსელში პარტიის იდეოლოგიებსა და ხედვებზე წერს. მისი თქმით, გადაწყვეტილი აქვს, რომ ცხოვრების დარჩენილი დღეები საქართველოში გაატაროს და ქვეყანას ის კანონპროექტები, ცვლილებები შესთავაზოს, რომელთა განხორციელების საშუალება კიევში არ მიეცა.

ლეონიდ ჩერნოვეცკი – ,,საქართველო ის ადგილია სადაც ყოველთვის მინდოდა რომ მეცხოვრა"

ჩერნოვეცკიმ საქართველოში გადმოსვლის პირველივე ეტაპზე დაარსა საქველმოქმქედო ფონდი ,,სოციალური პარნტნიორობა”, რომელიც აქტიურად ანხორციელებს სხვადასხვა სახის საქველემოქედო საქმიანობას საქართველოში.

ლეონიდ ჩერნოვეცკი: ძირითადად დაკავებული ვარ ქველმოქმდებით

ლეონიდ ჩერნოვეცკი სიამოვნებით ყვება მის საქველმოქმედო ფონდზე რომელიც უკრაინული ფონდის მსგავსად საქართველოშიც დააფუძნა. ჩერნოვეცკი უკრაინაში 18 წლის განმავლობაში დაკავებული იყო საქვემოქმედო საქმიანობით ხოლო საქართველოში გადმოსვლის შემდეგ მან დაიწყო ამ სფეროში საქმიანობა.

ლეონიდ ჩერნოვეცკი: ონლაინ-საკრედიტო ორგანიზაციები და ლომბარდები მოსახლეობას ძარცვავენ

ჩერნოვეცკი მზადაა დახარჯოს საკუთარი ფული, რათა შემუშავდეს საკანონმდებლო ინიციატივა, ონლაინ-საკრედიტო ორგანიზაციები, ლომბარდები და სხვა მსგავს ორგანიზაციების საქმიანობის დასარეგულირებლად.

ჩერნოვეცკის ფონდის გრანდიოზული პროექტი!

მეგობრებო, იცით თუ არა, რომ თბილისის ქუჩებში გადაადგილდებიან ავტომანქანები, რომლებიც უფასო სადილს არიგებენ და თუ იცით, რა აზრის ხართ ამის შეხებ? იმათ კი, ვინც საქმის კურშია არაა, ვაცნობებთ, რომ ჩერნოვეცკის ფონდი ყოველდღიურად 3 ათასზე მეტ ადამიანს აპურებს, მათ შორის მარტოხელა პენსიონერებს, მრავალშვილიან ოჯახებს, შრომისუუნარო მოქალაქეებს.

ფოტოგალერეა

წიგნის შესახებ

"მილიარდერის, პოლიტიკოსისა და ქველმოქმედის საოცარი ისტორია" არაჩვეულებრივი ადამიანი მემუარებია, ბესტსელერი, რომელიც წიგნის გამოცემამდე, ელექტრონული სახით უკვე 100,000-ზე მეტმა ადამიანმა წაიკითხა. ავტორის ცხოვრება სავსეა აღმაფრენებითა და დაცემებით, გამარჯვებებითა და დამარცხებებით, მეგობრობითა და ღალატით, ეს ყველაფერი წიგნში ძალიათ ხატოვნად და ემოციურად გახლავთ აღწერილი.

მოცემულ ნაწარმოებს "ისტორიულობაზე" პრეტენზია არ აქვს. ეს არის უბრალოდ თავბრუდამხვევი ამბავი უპატრონო ბიჭი შესახებ, რომელმაც მოახერხა და უკრაინაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ბიზნესმენად და პოლიტიკოსაც იქცა. რაც მთავარია, ეს წიგნი მოგითხრობთ უბრალო და კეთილი ადამიანების ისტორიებს, რომლებსაც ის ცხოვრების გზაზე გადაეყარა - "მიწიერ ანგელოზებზე", რომლებმაც მას ყველაზე რთულ პერიოდებში დახმარების ხელი გაუწოდეს.

ასევე, წიგნში თქვენ იპოვით ავტორის ყველაზე კაშკაშა და ზუსტ მოგონებებს უკრაინის მთავარ პოლიტიკურ ფიგურებთან შეხვედრების შესახებ, უამრავ სასარგებლო რჩევას მათთვის, ვინც მზადაა, მიუხედავად ყველაფრისა, წარმატებისა და აღიარების გზით იაროს და მათთვის, ვისას სურს უპასუხოს თავად ცხოვრების მიერ დასმულ მთავარ შეკითხვებს, გახდეს ის, ვინც არის, მთლიანად მოახდინოს

საკუთარი პოტენციალის რეალიზება და რასაკვირველია, ას ყველაფერთან ერთად, ღირსეული ცხოვრებით იცხოვროს! წიგნი დაწერილია ირონიულად და ამავე დროს დიდი სულიერების მატარებელიცაა, მისი მთავარი გმირები უბრა, ადამიანები არიან, რომლებსაც ცხოვრებაში ძალიან ხშირან ვხვდებით, ზოგჯერ ვერც კი ვამჩნევთ, როგორი დიდებულები არიან ისინი სინამდვილეში თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებასა და სიკეთეში.

ავტოგრაფიანი წიგნის ყიდვა

ავტორის ავტოგრაფით 500 GEL
წიგნის ბეჭდვური ვერსიის შეძენა

Слушать фрагмент аудиокниги

«Сумасшедшая история»
Фрагмент аудиокниги 6:00 mp3
всего за GEL
КУПИТЬ АУДИОКНИГУ

წიგნის ფრაგმენტის წაკითხვა



 გვერდი -დან
   

მახასიათებლები:

გამომცემლობა შპს „გამომცემლობა კოლორი“
ენა: ქართული
გამოცემის წელი: 2018
გვერდების რაოდენობა: 335
ილუსტრაცია: ფერადი, შავ-თეთრი
ფორმატი: A5
ყდის ტიპი: მაგარი ყდა
შიგთავსის ქაღალდი: ცარცირებული, მრქქალი
ტირაჟი: 10 000
წონა: 450 გრ.

დახმარება:

გიორგი ქვრივიშვილი

შპს ბუქს რელიზ

თბილისი, ბუდაპეშტის . 30 . 5

+995 555 435700

E-mail:
 
 
მოცემულ ვებგვერდზე განთავსებული ყველა ნაწარმოები და მასალა წარმოადგენსსაავტორო უფლების ობიექტს. დაუშვებელია ნაწარმოების სრული ან ნაწილობრივიკოპირება, რეპროდუცირება, თარგმნა ან სხვა სახით დამუშავება, ნაწარმოებისეგზემპლარების გავრცელება გაყიდვის ან სხვა ფორმით გასხვისების გზით, სხვავებგვერდებზე გამოყენება კომერციული ან სხვა მიზნით, ასევე, მასალის საჯარო გაცნობასხვა ფორმით ავტორის ან საავტორო უფლების მფლობელის წინასწარი წერილობითინებართვის გარეშე. პირს, რომელიც განზრახ ჩადის ქმედებას, რომელიც არღვევს საავტოროუფლებას, შესაძლოა დაეკისროს მატერიალური პასუხისმგებლობა მოქმედიკანონმდებლობის თანახმად.
 

წიგნი „მილიარდერის, პოლიტიკოსისა და ქველმოქმედის საოცარი ისტორია“ (2018)

წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი":

✔თბილისი, საკანცელარიო - იოსებიძის ქ.49
09:00-19:00
✔თბილისი, ,,ისთ-ფოინთი'' - თვალჭრელიძის ქ.2
10:00-22:00
✔თბილისი, ნავთლუღის ქ. 8ა
10:00-22:00
✔თბილისი, იოსებიძის ქ.49
09:00-19:00
✔თბილისი, თემქა 10კვ. 28 კორპ.
09:30-19:00
✔თბილისი, ჯავახეთის ქ. 2
10:00-19:00
✔თბილისი: კოსტავას ქ. 8
09:00-20:00
✔თბილისი: კანდელაკის ქ.7
09:30-23:00
✔თბილისი, ფალიაშვილის ქ. 70
09:30-20:00
✔თბილისი, ხიზაბავრის ქ. 1
09:30-22:00
✔თბილისი, წერეთელის ქ. 49/51
09:30-19:00
09:30-18:00
✔თბილისი, ალ.ყაზბეგის ქ. 14 ბ
09:30-20:00
✔თბილისი, კოსტავას ქ. 8
09:00-20:00
✔თბილისი, რუსთაველის ქ. 40\1
09:30-19:00
✔თბილისი, "თბილისი მოლი" - აღმაშენებლის ხეივანი 16 კმ
10:00-22:00
✔თბილისი, გორგასლის ქ.41
09:30-19:00
✔თბილისი, ვაჟა-ფშაველას ქ.47
09:00-22:00
✔თბილისი, რობაქიძის ქ.7
09:30-19:00
✔თბილისი, ც.დადიანის ქ. 152
09:30-19:00
✔თბილისი, ქავთარაძის ქ.1
09:30-22:30
✔თბილისი, ჭავჭავაძის ქ. 7
09:30-23:00
✔თბილისი, ს/ც თბილისი ცენტრალი ,3 სართული
08:00-22:45
✔თბილისი, ,,გლდანი მოლი'' - ხიზანიშვილის ქ.50
10:00-22:00
✔თბილისი, ბახტრიონის ქ.16
09:30-22:00
✔თბილისი, აღმაშენებლის ქ. 121
09:30-19:00
✔რუსთავი, სტამბოლის ბაზრობის მიმდებარედ (მესხიშვილის 16/29)
09:30-19:00
✔რუსთავი, მეგობრობის ქ.12
09:30-19:00
✔ქუთაისი, ლ. ნუცუბიძის ქ. 1
09:30-19:00
✔ქუთაისი, თამარ მეფის ქ. 34
09:30-19:00
✔ქუთაისი, ჭავჭავაძის ქ. 58
09:30-19:00
✔ბათუმი, აბაშიძის და ვაჟა-ფშაველას კვეთა
10:00-23:00
✔ბათუმი, ჭავჭავაძის ქ.60
09:30-19:00
✔ბათუმი, გამსახურდიას ქ.45
09:30-19:00
✔ბათუმი, ინასარიძის ქ.5
09:30-19:00
✔ქობულეთი, აღმაშენებლის ქ. 135
09:30-18:00
✔თელავი, ბახტრიონისა და სააკაძის კვეთა
10:00-22:00
✔ზუგდიდი, გამსახურდიას ქ.21
09:00-18:00
✔სამტრედია, ჭავჭავაძის ქ. 1
09:30-18:00
✔ბორჯომი: რუსთაველის ქ. 128
09:30-18:00
✔ფოთი, ფარნავაზ მეფის ქ. 15
09:30-18:00
✔ხაშური : კოსტავას ქუჩაზე (სკვერში)
09:30-18:00
✔ლანჩხუთი, ჟორდანიას ქ.103
09:30-18:00
✔გორი, სტალინის ქ. 9
09:30-18:00
✔ბოლნისი, სულხან-საბას ქ.106
09:30-18:00
✔ახალციხე, კოსტავას ქ.32
09:30-18:00
✔სენაკი, რუსთაველის ქ. 239
09:00-18:00
✔მარნეული, რუსთაველის ქ. 58
09:30-18:00
✔ოზურგეთი - 9 აპრილის პარკი
09:30-18:00
✔ზესტაფონი, აღმაშენებლის ქ.87
09:00-18:00
✔ზესტაფონი, წერეთლის ქ.2
09:00-18:00

მრავალი წლის მაძილზე თან მდევდა აზრი, დამეწერა წიგნი ჩემს რთულ და ამავდროულად, მოაზროვნე ადამიანებისთვის შემეცნებით, უამრავი საინტერესო მოვლენით დახუნძლულ ცხოვრებაზე! ამ იდეას არასდროს    მივუტოვებივარ, მაგრამ დრო არმქონდა, რათა შევჩერებულიყავი და ყველაფერი „თაროებზე დამეწყო“.
და აი, როგორც იქნა, დრო გამომიჩნდა და ბედნიერი ვარ, რომ ოცნება ამისრულდა...

გამოხმაურებები წიგნზე «მილიარდერის, პოლიტიკოსისა და ქველმოქმედის საოცარი ისტორია» :

იური ბაიბულა

მოგესალმებით, ლეონიდ მიხაილოვიჩ! როგორც იქნა, თქვენი წიგნის კითხვა დავასრულე, დიდი სიამოვნება მივიღე. პირადად არ გიცნობთ, მაგრამ რატომღაც ზუსტად ასეთად წარმომედგინეთ. ძალიან კარგად და მსუბუქად დაწერილი ტექსტია, რაც მისი ერთი ამოსუნთქვით წაკითხვას ამარტივებს. მართალი გითხრათ, ცოტა თავისუფალი დრო მაქვს ხოლმე და მომიწია წიგნს რამდენჯერმე დავბრუნებოდი. ყოველ ჯერზე უამრავ პოზიტიურ ემოციას ვიღებდი. ასევე, საინტერესო იყო კარგი ადამიანის და წარმატებული ბიზნესმენის საქმიანი რჩევების წაკითხვაც. კითხვისას, ზოგჯერ მეჩვენებოდა, რომ უკვე ვიცოდი რაღაცების შესახებ რაზეც წერდით, ეტყობა, თქვენი წინა ნამუშევრები წამიკითხავს, სიამოვნებით გავიხსენე ისტორია, ავივსე ახალი შთაბეჭდილებებით და თქვენი გზავნილებით. მადლობას გიხდით გაწეული შრომისთვის, მოხარული ვიქნები თქვენი ახალი წიგნებიც ვიხილო.

მადლობა, იური!

მიხეილი

სერრრ!!! წავიკითხე თქვენი წიგნი, და ცოტა დავმწუხრდი, გამახსენდა სკოლა, სასაფლაო ....მშობლები....დამაფიქრეთ!!! რამოდენიმეჯერ შევხვედრივართ კიდევაც... შემიძლია თამამად ვთქვა, რომ თქვენ ჩვენი საბჭოთა გენიოსი ხართ, მეც დიდი ხანია უკვე 60 წელს გადავცდი და ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ებრაელი არ ვარ, თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს.

წარმატებებს გისურვებთ, მიხეილ! არ მოიწყინოთ…

ბაქა

გამარჯობა, ბატონო ლეონიდ. მინდა მეც გამოვხატო ჩემი აზრი თქვენი წიგნის შესახებ. ძალიან საინტერესო და ადვილად წასაკითხი წიგნი იყო, შეიძლება ითქვას ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. ყველაზე მეტად თქვენ წიგნში მომეწონა ის ფაქტი როდესაც მკითხველს უზიარებთ თქვენ აზრებს და ფიქრებს, მასში ჭეშმარიტება დევს და პირადად მეც ბევრ რამეზე შემეცვალა აზრი. როცა ვკითხულობდი თქვენს წიგნს ძალიან ბევრ რამეში დავინახე თქვენს და ჩემს შორის მსგავსება და ეს ძალიან მახარებს,რადგან მეც გადაწყვეტილი მაქვს დავიპყრო მწვერვალები და მეც გავხდე წარმატებული ბიზნესმენი.თქვენი წიგნის წაკითხვის დროს ხელში მეჭირა კალამი და თითოეულ რჩევას ვინიშნავდი რვეულში სადაც მიწერია სხვა ბიზნესმენების რჩვებიც რასაც საკმაოდ ხშირად ვკითხულობ. როცა ადამიანს უნდა წარმატებას მიაგწიოს რაღაც საქმეში, მან უნდა მოუსმინოს იმ ხალხს ვინებმაც ეს გზა უკვე გაიარეს, რომლის გასვლასაც ის აპირებს. მაგალითად მოგიყვანთ ერთ ერთ მსგავსებას თქვენსა და ჩემს შორის, თქვენ კითხულობთ გაზეთ კომერსანტს და იქიდან იდძენთ ცოდნას ხოლო მე ვეძებ ინტერნეტში და უკვე საკმაოდ ბევრი საინტერესო რამ გავიგე. ბიზნესმენობა იმიტომ არ გადამიწყვეტია რომ ბევრი ფული დავაგროვო და ამით მოვიპოვო აღიარება, არა! მე კარგად მაქვს გააზრებული ის ფაქტი თუ რა დანიშნულება აქვს ფულს. გული აუცილებელი საშუალებაა ამ ცხოვრებისა რომ არ იყო დამოკიდებული. ფულში არ ვეძებ არც სიყვარულს , არც პატივისცემას, ეს ყველაფერი საკუთარი პიროვნული თვისებებით უნდა დაიმსახურო. ბიზნესმენობა კი იმიტომ მინდა რომ მომწონს ეგ სფერო. სხვანაერი ხედვა , სხვანაერი აზრები, გიწევს ფიქრი იმაზე თუ როგორ გააუმჯობესო საქმე, როგორ აწარმოო მოლაპარაკებები და ამ ყველაფერს სჭირდება მარტივი რამ, ძალიან მარტივი, რაც ღმერთმა უბოძა თვითეოელ ადამიანს. ეს არის ფიქრი, მოქმედება რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გააკეთოს ისე რომ არც ენერგია დახარჯოს და არც დრო, მაგრამ რაგაცატომ ბევრს აზარება ამის კეთება. თქვენს წიგნში კი საკმაოდ კარგად ჩანს ეს ფაქტი რომ დაფიქრება სჭირდება ნებისმიერ ადამიანს და რაც მეტს იფიქრებ მით მეტ წარმატებას მიაღწევ... წერილის ბოლოს კი გეტყვით რომ ბედნიერი ადამიანი ბრძანდებით რადგან მონათხრობიდან საკმაოდ კარგად ჩანს რომ არაჩვეულებრივი მეუღლე გყავთ ქალბატონი ალინა. თქვენ წარმატებაში მას დიდი წვლილი მიუძღვის რადგან მას სჯეროდა თქვენი და როდესაც შენს საყვარელ ადამიანს სჯერა შენი ეს ძალიან დიდი სტიმულია და წარმატების მიღჭევაში ყოველთვის დაგეხმარება. ქართველებს გვაქ გამონაქვამი "თუ ოჯახში ქალი არ ვარგა როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს მამაკაცი მისი ცხოვრება ყოველთვის წარუმატებელი იქნება"...

თქვენ ბიზნესის ფილოსოფია გესმით, ბაქა! და ამ გზაზე თვითრეალიზებას გისურვებთ!

ანა

დიდი მადლობა, რომ წიგნი ხელმისაწვდომია, ძალიან ბევრ გულახდილობას გადავაწყდი. მე ეს ფაქტი, როგორც კითხვის მოყვარულს, ძალიან მიზდავს. განსაკუთრებით გამახარა წიგნის სიმარტივემ. მარტივად, ლაღად იკითხება, ეს რომ მუსიკა ყოფილიყო, მას აუცილებლად ექნებოდა ტემპი და რიტმი. ჰარმონიულია. ვნახოთ, შენარჩუნდება თუ არა ეს კომფორტული გრძნობა, სანამ დავასრულებ.

ანა, დიდი მადლობა ასეთი თბილი გამოხმაურებისთვის! ჩემთვის თქვენი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია! გეთანხმებით, წიგნი მართლაც ერთი ამოსუნთქვით იკითხება - სწორედ ამისკენ ვისწრაფვოდი, როდესაც თქვენს გამოხმაურებას ვკითხულობ, ვრწმუნდები, რომ ეს გამომივიდა.

შეიძლება ითქვას, რომ თქვენი წიგნი სრულიად შემთხვევით წავიკითხე. თავიდან თქვენმა პიროვნებამ დამაინტერესა. პოლიტიკისგან მუდამ შორს ვიყავი, რადგან ვიცი, რომ ეს ბინძური საქმეა, ყოველთვის ინდივიდუალური მიდგომის მომხრე გახლდით, თუმცა, წიგნში თქვენ შესანიშნავად აღწერეთ უკრაინული პოლიტიკუმი, ამიტომ ახსნას არ საჭიროებს ის, თუ რატომ არ ვილტვოდი ამ სფეროსკენ არასდროს. და აი, უეცრად, ჩემს ფორუმზე წავიკითხე ადამიანების ნააზრევი, რომლებსაც ვენდობი, ზოგიერთი კარგი რამ თქვენზე, იმაზე რასაც რეგულარულად აკეთებთ, მაგრამ არ აპიარებთ: საუბარი იყო ზუსტად უსახლკაროების დაპურებაზე. ჩემი გამოცდილებით ვიცი, რომ მსგავსი საქმით პიარის გარეშე დაკავება მხოლოდ კეთილ ადამიანებს შეუძლიათ (პროფესიით ფსიქოლოგი ვარ და სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან მუშაობის დიდი გამოცდილება მაქვს) დავინტერესდი: ნუთუ უკრაინულ ელიტაში ოდესღაც ასეთი ადამიანი იყო? ფეისბუქში გიპოვეთ, სწორედ იმ დროს, როდესაც ხალხს წიგნის შსახებ ამცნეთ, მაშინ განტვირთვა მჭირდებოდა - სესია ახალი დახურული იყო, ახლობელი ადამიანი დავკრძალე. სასაცილოა, მაგრამ სწორედ თქვენი წიგნის წაკითხვის მომენტში დანგრეული სასაფლაოს შესახებ სადაც წერთ და ებრაული გვარების წარმომავლობაზე - ვიმყოფებოდი კიევში მდებარე ტბაზე, რომელიც სწორედ რომ დანგრეული ებრაული სასაფლაოს ადგილასაა, იქ საფლავის ფილები დღემდეა მიმოფანტული. 1933 წელს დადგმულ საფლავსაც კი გადავუღე ფოტო, სტუდენტ ოჩაკოვის საფლავი გახლდათ - ალბათ მას ეს გვარი ოდესის ოლქში მდებარე ქალაქ ოჩაკოვის პატივსაცემად მისცეს. მოხარული ვარ, რომ წიგნი წავიკიტხე, ბევრ მსჯელობაში საკუთარი თავიც ამოვიცანი, 27 წლის ასაკში ბევრი მსგავსი რამ უკვე გამოვლილიც მაქვს. მართალია, უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა ბევრი რამ წამართვეს. მოხდა გადატრიალება, გამიფუჭდა ურთიერთობა მეზობლებთან, ეკონომიკა დაინგრა... შედეგად დამწყები ბიზნესმენისგან კვლავ ჩვეულებრივ ადამიანად ვიქეცი... სამაგიეროდ, სწავლას მივეძალე - ეს ის ბარგია, რომელიც მუდამ ფასობს, ახლა ფსიქოლოგიას ვეუფლები, მანამდე იურიდიული ფაკულტტეი დავამთავრე, ყირიმში. ცდილობ ფიზიკაში დისერტაცია დავიცვა. წიგნში რაც წერია, პრაქტიკულად ყველაფერს ვეთანხმები, ერთდაერთი, კიტხვა მიჩნდება: რატომ არის ასეთი ჯოჯოხეთი პოსსაბჭოტა ქვეყნებში? რატომ აქვთ ადამიანებს ასეთი მენტალიტეტი? როგორც ფსიქოლოგისთვის, ჩემთვის ნაწილობრივ გასაგებია ის მექანიზმი, მაგრამ სრულ ახსნას ვერ ვიძლევი. მომინდა კიდეც მომავალ წელს ამ თემაზე სამეცნიერო ნაშრომი დავწერო, რათა გავიაზრო, ეს რა არის და როგორ შეიძლება ამას შევებრძოლოთ. ინფორმაციას მუდამ დამოუკიდებლად ვაანალიზებ და სხვა წყაროებს კრიტიკულად ვეპყრობი ხოლმე, ყველა ფაქტორი ანალიზისას, ვცდილობ, ობიექტურობა დავიცვა ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი გზა დასაწყისშივე მოჭრეს, თქვენმა წიგნმა დამარწმუნა, რომ უბრალოდ, თავიდან უნდა დავიწყო. მოხუცი არ ვარ, ჩემი ასაკისთვის საკმაო ცოდნა მაქვს, ანალიტიკურად ვაზროვნებ , კარგ ფიზიკურ ფორმაში ვარ და ყველა სფეროში უამრავი ნაცნობიც მყავს. ასეთ პირობებში, თუნდაც სულ განადგურებულ ქვეყანაში შესაძლებელია საკუტარი იმპერია აასენო. ადრე ქველმოქმედებით მეც გახლდით დაკავებული, დღეს ადამიანებს შეძლებისდაგვარად ვეხმარები, ბოლო 3 წლის მანძილზე ჩემი შესაძლებლობები კი 100-ჯერ მაინც შემცირდა. თქვენი მსჯელობა ჩემთვის მეტად ნაცნობია: სიკეთე უბრალოდ უნდა ვაკეთოთ, ეს ჩვენთვისაა მნიშვნელოვანი. სანამ აკეთებ - ადამიანი ხარ. როცა ფულზე იყიდები, არსებად იქცევი, რაღა ადამიანი ხარ? ძალიან დიდ რეკომენდაციას ვუწევ თქვენს წიგნს ადამიანებისთვის, რომლებიც აზროვნებენ და ანალიზის უნარი აქვთ, ასევე, იმათთვისაც, ვინც საკუთარი თავისა და საზოგადოების რწმენა დაკარგა. დიდი მადლობა ყველაფერისთვის!

სამწუხაროდ, თქვენი სახელი არ ვიცი, მოხარული ვიქნებოდი პირადად მეპასუხა თქვენთვის! თქვენ მოაზროვნე ადამიანი ხართ და დარწმუნებული ვარ, უდიდესი პოტენციალიც გაქვთ! ყველაფერში, ერთის გარდა, სწორად გამიგეთ - რის შესახებაც დაწერა ვერ მოვასწარი, მაგრამ რაც იმედი მაქვს, მოგცემთ ძალას, მხოლოდ წინ იაროთ. ვსაუბრობ იმაზე, რომ კრიზისულ პერიოდებში ადამიანებს ძალუძთ სხვის შეცდომებზე სწავლა, შეუძლიათ გაცილებით მეტი თანხა გამოიმუშავონ, ვიდრე „ეკონომიკური სტაბილურობის ჟამს! ასე რომ, ყველაფერში წარმატებას გისურვებთ! ხოლო, ის ფაქტი, რომ ადამიანებს უანგაროდ ეხმარებით, თქვენთან სულიერი ახლობლობის გრძნობას მიჩენს....

არტური

მადლობა უფალს, თქვენთვის! ძალიან კარგად გიწერიათ ანგელოზებზე, მათ თეთრი ფრთები აქვთ და მათ სხვაგვარად არ შეუძლიათ - ისინი სხვა ადამიანებისთვის სიკეთის გასაკეთებლად იბადებიან, სწორედ ესაა უფლის მოწყალება. ღმერთმა დაგლოცოთ, მას უყვარხართ. მხოლოდ ისაა თქვენი ერთგული მეგობარი და სულის გადამრჩენელი.

არტურ, დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩემი სიტყვები ასე სწორად გაიგეთ! ჩემთვის ეს ადამიანები ნამდვილი ანგელოზები არიან და ამას მუდამ გავიმეორებ, რადგან მათსრულიად უანგაროდ გამიკეთეს უამრავი სიკეთე - ეს ჩვენს დროში, დიდი იშვიათობაა!

ლეონიდ მიხალივიჩ თქვენს წიგნს ვკითხულობ და მგონია, რომ საკუთარ თავზე ვკითხულობ, რასაკვირველია, ასეთი მასშტაბის არ ვარ, მაგრამ მთავარი ეს არაა, მთავარია, რას აკეთებ, თქვენი წიგნიდან ეს ნაწილი ამოვიღე, რომელიც ყველაზე მეტად ახლოა ჩემთვის: „ქველმოქმედებაში ისეთი დონის მიღწევა, რომ ჩემს ორგანიზაციებს, ჩემს გარეშე ემუშავათ. ვინ იცის, რა შეიძლება დამემართოს და რა ვუყო მერე მოხუცებსა და ბავშვებს? ამიტომ ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ ქველმოქმედებაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩამერთო“ - ლეონიდ მიხაილოვიჩ, მომიტევეთ, მე არ ვიცი, თქვენთან როგორ არის, მაგრამ ღმერთმა დააიფაროს, რამე რომ მოგივიდეთ, თუ საქველმოქედო საქმიანობა თქვენმა ახლობლებმა არ გააგრძელეს, ყველას ის უბრალოდ დაავიწყდება. ვისაც მსგავსი არ გაუვლია, ამას ვერასდროს გაიგებს. ბევრი მეუბნება: „რატომ ეხმარები უცხოებს, რატომ ახარჯავ ფულს?“ მათ ვპასუხობ: „არ დაიშრიტება გამცემის ხელი, ჩვენ მოყვასს უნდა დავეხმაროთ, მე თუ არა ვინ?“. სამყარო ისეთ დონემდე გაბოროტდა, რომ მეშინია. თქვენი წიგნის უცრემლოდ წაკიტხვა შეუძლებელია, მათთვის ვისაც გული აქვს. თუ ჩემი ნიჭით იმდენს მაინც ვახერხებ, რომ ცრემლი წამოუვიდეს ვინმეს, და ფულით თუ არა, რამე მცირედით მაინც დაეხმაროს ვინმეს, უფლისთვის ამას უმტავრესს გავაკეთებ: რომელიმე სულს აღმოვაჩენ და ცოდვებისგან ვიხსნი. ასე რომ, კეთილ საქმეში წარმატებას გისურვებ, მკითხველო და დაიხსომე: როგორც არ უნდა ილოცო, თუ შენი დახმარება დადასტურებული არ იქნება მოყვასის დახმარებით, უფლამდე ვერასდროს მივა!..

დიდი მადლობა!

სონია

პირველი აბზაცები რომ წავიკითხე, მომინდა ბოლომდე წამეკითხა! ხომ არსებობს მსგავსი, ამაზე სევდიანი ისტორიებიც, ზოგი მეტადაც... არსი მაინც ერთია - ღირსეულად უნდა გადარჩე და ღირსეულ ადამიანად უნდა იქცე, კარგ მეოჯახედ, მეგობრად, ამხანაგად და უბრალოდ კარგ ადამიანად... სიამაყე, სირთულეები, რომლებმაც არ შეგაჩერეს, რთული პერიოდები ცხოვრებაში, უმამობა, სიღატაკე, ღალატი, რომელიც ახლობელმა ადამიანებმა მაგემეს, მაიძულეს დავფიქრებულიყავი და ცხოვრებაში სწორი გზა მეპოვა.... ეს ჩემი ცხოვრებაა, მომეჩვენა, რომ თქვენს წიგნს ჩემს ცხოვრებაზე წერდით! განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ მე ვაჟი ყარაბაღის ომში დავკარგე, ამჟამად მარტო ვცხოვრობ, ექიმი ვარ და ახლა მსურს ადამიანებზე ვიზრუნო, სიკეთე ყველასთვის მყოფნის! თქვენით ვამაყობ, თქვენ წარმოაჩინეთ თქვენი სიბრძნე და ძალა, მისაბაძი ადამიანი ხართ!

სონია, დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის! ძალიან ვაფასებ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ღირსეულად ცხოვრობენ - თქვენ სწორედ ასეთი ხართ! აგსრულებოდეთ ყველა სურვილი და ოცნება. ცხოვრებაში ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ!

4 გვერდი 38-დან 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29 30 31 32 33 34 35 36 37 38 »

დაწერეთ თქვენი გამოხმაურება წიგნის შესახებ






დარჩა4000სიმბოლო

დახმარება:
E-mail: [email protected]

მოცემულ ვებგვერდზე განთავსებული ყველა ნაწარმოები და მასალა წარმოადგენსსაავტორო უფლების ობიექტს. დაუშვებელია ნაწარმოების სრული ან ნაწილობრივიკოპირება, რეპროდუცირება, თარგმნა ან სხვა სახით დამუშავება, ნაწარმოებისეგზემპლარების გავრცელება გაყიდვის ან სხვა ფორმით გასხვისების გზით, სხვავებგვერდებზე გამოყენება კომერციული ან სხვა მიზნით, ასევე, მასალის საჯარო გაცნობასხვა ფორმით ავტორის ან საავტორო უფლების მფლობელის წინასწარი წერილობითინებართვის გარეშე. პირს, რომელიც განზრახ ჩადის ქმედებას, რომელიც არღვევს საავტოროუფლებას, შესაძლოა დაეკისროს მატერიალური პასუხისმგებლობა მოქმედიკანონმდებლობის თანახმად.

დასაწყისში გადასვლა