დავიბადე 1951 წლის 25 ნოემბერს ხარკოვში: ფრონტელი მამისა და იურისტი დედის ოჯახში. ჩემი დაბადებიდან მალევე მშობლები დაშორდნენ ერთმანეთს და ჩემს „აღმზრდელად“ იქცა ეზო, სადაც ვიზრდებოდი… სწორედ ეზომ ჩამომიყალიბა ხასიათი და ცხოვრებისეული კრედო: ყოველთვის წინ ვიყო და მხოლოდ საკუთარი ძალისხმევის იმედი მქონდეს!
ცხოვრებისეულ გზაზე ბევრ ძალიან კეთილ და ბრძენ ადამიანს შევხვედრივარ, მათი წყალობით, საუკეთესო განათლება მივიღე და საბჭოთა პერიოდში ბრწყინვალე კარიერა გავიკეთე.„გარდაქმნის“ შემდეგ მალევე უკრაინაში ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესის წამოწყება მოვახერხე და ცნობილი პოლიტიკოსიც გავხდი! დღეს მთელ ყურადღებას ქველმოქმედებას ვუთმობ! უბრალოდ ჩვენს მშფოთვარე დროში ამ მგრძნობიარე თემაზე, შეიძლება ითქვას, “შევიშალე”! მინდა, ნაწილობრივ მაინც მოვიხადო ჩემი ვალი უბრალო ხალხის მიმართ, რომელთა უმრავლესობა ძალიან ცუდად ცხოვრობს და რომელთა წყალობით მე ვიქეცი იმად, ვინც ვარ დღეს...

1951
ბავშვობიდან გამოყოლილი ხასიათი
ბავშვობიდან გამოყოლილი ხასიათი

1965
საშუალო განათლება
საშუალო განათლება
სკოლა ჩემთვის ძალზე მძიმე გამოცდა იყო! მთელი ჩემი არსებით მძულდა საბჭოთა სასკოლო განათლება, დაფუძნებული ინდივიდუალობის დამცირებაზე და მოსწავლეთა მხრიდან დასმენისა და პირფერობის წახალისებაზე!
ამას აქტიურად ვაპროტესტებდი, რისთვისაც მერვე კლასში სკოლიდან გამრიცხეს. ამიტომ, 14 წლის ასაკში სკოლა საერთოდ მივატოვე და ხარკოვის საავიაციო ქარხანაში ზეინკალ-ამწყობად დავიწყე მუშაობა! თითქმის ერთი წელი ვიმუშავე ქარხანაში, შემდეგ ისევ სკოლაში დავბრუნდი, რადგან საბჭოთა ხელისუფლების დროს საშუალო განათლების მიღება სავალდებულო იყო.

1970
სკოლის დამთავრების შემდეგ მალევე გამიწვიეს არმიაში, “სამილიციო ჯარში” ქალაქ დნეპროპეროვსკში. ეს დრო, ჩემი ცხოვრების უდავოდ, ყველაზე საშინელი წლები იყო… ფიზიკური და მორალური დამცირების პერიოდი გამოვიარე…
თუმცა, მაინც შევძელი სამხედრო სამსახურის წარჩინებული მოსამსახურე გავმხდარიყავი და სამხედრო ნაწილის მთელი ისტორიის მანძილზე ვიყავი ერთადერთი, რომელიც, როგორც სამხედრო სამსახურის და მილიციის წარჩინებული მოსამსახურე, მიმავლინეს ხარკოვის იურიდიულ ინსტიტუტში სასწავლებლად!

1972
მე ფ. ე. ძერჟინსკის სახელობის ხარკოვის იურიდიული ინსტიტუტის წარჩინებული სტუდენტი ვარ.
მე ფ. ე. ძერჟინსკის სახელობის ხარკოვის იურიდიული ინსტიტუტის წარჩინებული სტუდენტი ვარ.
სწავლის ხუთი წლის განმავლობაში გატაცებით “ვისრუტავდი” ყველა ლექციას სამართალმცოდნეობაში და წლის გამოშვების საუკეთესო სტუდენტი გავხდი, უმაღლესი სასწავლებელი “წითელ დიპლომზე”დავამთავრე.

1977
წარჩინებული სწავლისა და სამხედრო სამსახურისთვის მიმავლინეს კიევის საოლქო პროკურატურაში უფროსი გამომძიებლის საპასუხისმგებლო პოსტზე, ანუ მივიღე თანამდებობა, რომლის დაკავების პრეტენდენტი მხოლოდ საქმეში ძალიან გამოცდილი და უნარიანი ადამიანი შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან იმ დროის კანონი იუწყებოდა, რომ უფროსი გამომძიებლის თანამდებობის დაკავება შეეძლო მხოლოდ “პროკურატურის გამოცდილ მუშაკს, რომელმაც ორგანოებში 3 წელზე მეტი იმსახურა!“ ამიტომ ჩემს დასანიშნად სსრკ‑ს გენერალური პროკურორის ბრძანება გახდა საჭირო.
1977 წელს დავქორწინდი თანაკურსელზე - ალინა აივაზოვაზე, რომელთან ერთადაც ქორწინებაში 30 წელზე მეტი გავატარე, მასთან მყავს ორი შვილი და რვა შვილიშვილი…
პროკურატურაში მუშაობამ საგამოძიებო საქმიანობის მდიდარი გამოცდილება შემძინა და 2002 წელს უკრაინის გენერალური პროკურორის ბრძანებით “უკრაინის პროკურატურის დამსახურებული მუშაკის” საპატიო წოდება მომენიჭა!

1978
ქრისტინა და სტეფანე
ქრისტინა და სტეფანე
მხოლოდ ერთი წელია ასაკობრივი სხვაობა ჩემს შვილებს, ქრისტინასა და სტეფანეს შორის. ქალიშვილისგან, ქრისტინასგან 4 შვილიშვილი მყავს: ლეონიდი, ივანე, ალინა და სერგეი... ვაჟისგან, სტეფანესგანაც ოთხი - ლეონიდი, მიხეილი, სტეფანე და ალისა.

1981
იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი
იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი
საკუთარი ინიციატივით, რაც იმ დროისთვის წარმოუდგენელი რამ იყო და არა მგონია, უკრაინის პროკურატურაში მეორედ მომხდარიყოს, პირველად საბჭოთა პროკურატურის ისტორიაში, სამსახურიდან პირადი სურვილით დავეთხოვე იმიტომ, რომ ხარკოვის იურიდიული ინსტიტუტის ასპირანტურაში ჩავაბარე. რა თქმა უნდა, ეს იოლი არ იყო. უკვე ორი პატარა შვილი მყავდა. მაგრამ ჩემ ირგვლივ ყოველთვის იყვნენ კეთილი ადამიანები. სწორედ ისინი დაეხმარნენ ჩემს ოჯახს იმ რთულ დროს თავის გადარჩენაში. და მიუხედავად იმისა, რომ ინსტიტუტში წარჩინებული ვიყავი, დისერტაციაზე მუშაობა რთული აღმოჩნდა, მაგრამ მე მყავდა ძალიან „ძლიერი“ სამეცნიერო ხელმძღვანელი - პროფესორი, კრიმინალისტი გრიგორი აბრამის ძე მატუსოვსკი, რომლის წყალობით ვადებში დავიცავი საკანდიდატო თემა „განსაკუთრებით დიდი ოდენობით დატაცების გამოძიების მეთოდიკა, ჩადენილი თანამდებობის პირთა მიერ“.

1984
ტ. გ. შევჩენკოს სახ. კსუ-ს პრორექტორის მოადგილე
ტ. გ. შევჩენკოს სახ. კსუ-ს პრორექტორის მოადგილე
1984 წელს დავკავდი სამეცნიერო მოღვაწეობით და ტ. გ. შევჩენკოს სახელობის კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორის მოადგილე გავხდი. ჩემს დაქვემდებარებაში 18 ათასი მეცნიერ-თანამშრომელი მოექცა, რომელთა შორის 16 აკადემიკოსი და მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გახლდათ! მე გავხდი პრორექტორის ყველაზე ახალგაზრდა მოადგილე სამეცნიერო დარგში, სსრკ‑ში მესამე უმაღლესი სასწავლებლის - ტ. გ. შევჩენკოს სახელობის კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიაში პირველად!

1989
სამართლიანობა, პასუხისმგებლობა, აღმასვლა
სამართლიანობა, პასუხისმგებლობა, აღმასვლა
თითქმის ორმოცი წლის ვიყავი, როცა ორგანიზება გავუკეთე და სათავეში ჩავუდექი იურიდიულ‑საკონსულტაციო ცენტრს „პრავექსი“, რაც იშიფრება როგორც - „სამართალი“, „ეკონომიკა“ და „სოციოლოგია“, ის თანდათან გადაიზარდა კონცერნში „პრავექს ჯგუფი“, რომელსაც შემდეგ გამოეყო ბანკი „პრავექსი“. მე არ მქონდა მატერიალური მხარდაჭერა და სასტარტო კაპიტალი, მაგრამ გადავწყვიტე, შემექმნა „საკუთარი“ კომპანია. და ბიზნესი გამომივიდა!

1992
„პრავექს-ბანკი“
„პრავექს-ბანკი“
უკრაინაში ერთ-ერთმა პირველმა მოვახდინე კეთილსინდისიერად გამომუშავებული დიდი შემოსავლის დეკლარირება და ამ შემოსავლით დავაარსე „პრავეკს-ბანკი“, რომელსაც მთელი ქვეყანა იცნობს. 1992 წლიდან 1996 წლამდე ვიყავი კონცერნ „პრავექსის“ პრეზიდენტი, შემდეგ, როგორც ერთადერთმა დამფუძნებელმა, ბანკის საბჭოს თავმჯდომარის საპატიო თანამდებობა დავიკავე და “თავით გადავეშვი” პოლიტიკაში!

1996
მე - სახალხო დეპუტატი
მე - სახალხო დეპუტატი
სამჯერ გავხდი სახალხო დეპუტატი კიევის ერთსა და იმავე, 212-ე საარჩევნო უბანზე. ყოველთვის მიმაჩნდა, რომ უნდა ქმნიდე სამართლიან და წესიერ ხელისუფლებას, რომელიც ხალხს დაეხმარება. ჩემი ინიცირებულია ბევრი კანონი. მათ შორის, კანონები საზოგადოებრივი მორალის დაცვის შესახებ და სსრკ‑ს შემნახველი ბანკის ანაბრების ხალხისთვის დაბრუნების შესახებ, ასევე, ავტორი ვარ მრავალი სხვა საკანონმდებლო ინიციატივის, რომელიც მაშინვე არ მიუღიათ, მაგრამ დროთა განმავლობაში, ჩემ მიერ შემუშავებული კანონები უკრაინის ეკონომიკური სტრატეგიის ძირითად შემადგენელ ნაწილად იქცნენ.

1997
უკრაინის დამსახურებული იურისტი
უკრაინის დამსახურებული იურისტი
1997 წლის 04 ოქტომბერს მომენიჭა უკრაინის დამსახურებული იურისტის წოდება - „კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში მნიშვნელოვანი დამსახურებისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისთვის.“

1998
საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“
საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“
1998 წელს შეიქმნა საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“, რომელიც მოგვიანებით უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ საქველმოქმედო ორგანიზაციად იქცა. 2000 უფასო სადილი დღეში უსახლკარო კიეველებისთვის, ასევე, მათი მკურნალობა, დაკარგული დოკუმენტების აღდგენა და მათი ინტერესების დაცვა სასამართლოებსა და სახელისუფლებო ორგანოებში - ჩემი საქველმოქმედო საქმიანობის ძირითადი ნაწილი სწორედ ამისგან შედგება.

2006
უკრაინის დედაქალაქის მერი
უკრაინის დედაქალაქის მერი
ჩემმა საქმიანობამ, ასევე ქველმოქმედებამ, რითაც მრავალი წელია უკვე დაკავებული ვარ, კიეველებში დიდი პოპულარობა მომიტანა. მივხვდი, ბევრი მათგანი მენდობოდა და უკრაინის დედაქალაქის მერის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა წარვადგინე. მათ მხარი დამიჭირეს. გულწრფელად მსურდა, კიევში ცხოვრება უკეთესობისკენ შემეცვალა და ვფიქრობ, ბევრი რამ გამომივიდა!

2008
ბანკი იტალიაში სიდიდით მეორე ფინანსურ ჯგუფს “Intesa Sanpaolo”-ს 750 000 000 აშშ დოლარად მივყიდე. ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ბიზნესგამოცემის - “ფორბსის” მიერ ეს გარიგება შეფასდა როგორც „2008 წლის ყველაზე წარმატებული ფინანსური გარიგება უკრაინაში“.
ამავე წელს მეორედ ამირჩიეს კიევის თავკაცად. 2008 წლის 25 მაისს ოფიციალურად მაღიარეს გამარჯვებულად უკრაინის დედაქალაქის მერის რიგგარეშე არჩევნებში, ამომრჩეველთა 431 561 ხმა მივიღე და გავიმარჯვე.
ამავე წელს მეორედ ამირჩიეს კიევის თავკაცად. 2008 წლის 25 მაისს ოფიციალურად მაღიარეს გამარჯვებულად უკრაინის დედაქალაქის მერის რიგგარეშე არჩევნებში, ამომრჩეველთა 431 561 ხმა მივიღე და გავიმარჯვე.

2012
გაყვანის მერის პოსტი
გაყვანის მერის პოსტი
პოლიტიკური დევნის გამო, იანუკოვიჩის ხელისუფლების და მისი ბანდის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, საკუთარი ინიციატივით გადავდექი კიევის მერის თანამდებობიდან!

2012
საინვესტიციო პოტენციალი
საინვესტიციო პოტენციალი
ჩემ ვაჟთან, სტეპანთან ერთად დავაარსე საინვესტიციო კომპანია Chernovetskyi Investment Group. მისი ძირითადი კაპიტალი 750 მლნ აშშ დოლარს შეადგენს - სწორედ ეს თანხა მივიღე 2008 წელს "პრავექს-ბანკის" გაყიდვიდან.
კომპანიის ფოკუსი - ინტერნეტი, IT ტექნოლოგიები და სხვა პერსპექტიული მიმართულებებია. სტეპანმა საკუთარ თავზე კომპანიის მმართველობა სრულად აიღო, ისევე, როგორც ჩემს სხვა ბიზნეს-აქტივებს უძღვება, თავად მე კი, კონცენტრირება მოვახდინე საქველმოქმედო საქმიანობაზე - ჯერ უკრაინაში, ხოლო შემდეგ - საქართველოში, სადაც 3 ბავშვთა სახლი გავხსენი და მზრუნველობის ქვეშ ავიყვანე 600 საწოლს მიჯაჭვული, ავადმყოფი და საკუთარი შვილებისგან მიტოვებული მოხუცი.

დღეს
გზის ნაწილი უკვე გავლილია, მაგრამ უფრო მეტი ჯერ კიდევ წინ არის!
გზის ნაწილი უკვე გავლილია, მაგრამ უფრო მეტი ჯერ კიდევ წინ არის!
66 წლისთვის სრულად შევძელი საკუთარი თავის რეალიზება: დავაარსე უკრაინის ერთ-ერთი მსხვილი ბანკი - „პრავექსი“, სამჯერ ვიყავი არჩეული უკრაინის სახალხო დეპუტატად და ორჯერ კიევის მერად!დარჩენილი ცხოვრება მინდა საქართველოში გავატარო - ქვეყანაში, რომელიც მთელი გულით მიყვარს და ქართველი ხალხის წინაშე მუხლს ვიდრეკ. ჩემთვის მტკივნეულია, ვუყურო ამ შესანიშნავი ადამიანების უმრავლესობის სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრებას! მე ვიცი როგორ უნდა გავხადო უკეთესი, უფრო ბედნიერი, უფრო კომფორტული, მეტად დაცული თითოეული ქართველის ცხოვრება, ამიტომ გადავწყვიტე, დავაარსო პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის“ და მონაწილეობა მივიღო მომავალ საპარლამენტო არჩევნებში.ახლა ვცხოვრობ და მხოლოდ საქართველოს და ქართველი ხალხის კეთილდღეობის სამსახურში საკუთარ მომავალს ვხედავ!მთლიანად ვუძღვნი თავს ქველმოქმედებას და პოლიტიკურ მოღვაწეობას!