
-
სალომე
გამარჯობათ, სულ ვხედავ თქვენ პოსტებს და ძალიან საინტერესოდ საუბრობთ…
როგორც გამოცდილი ადამიანი ბიზნესში, როგორ ფიქრობთ სამედიცინო სფეროში რა უნდა გაკეთდეს ხალხს რომ დავეხმაროთ საზღვარგარეთ არ წავიდნენ და აქ მიიღონ ის მომსახურეობა? მომრავლდა დაავადებები და მაღელვებს როგორც მოქალაქეს.ლეონიდ ჩერნოვეცკიგამარჯობა, სალომე! ჩემი აზრით, ერთი ადამიანი ვერ შეძლებს ამ სიტუაციის გამოსწორებას, ამ პროცესში აქტიურად უნდა ჩაერთოს მთავრობა, სანამ ისინი ამას არ გააკეთებენ, ეს პრობლება აქტუალერად დარჩება საქართველოს მოსახლეობისთვის!
-
ზაზა
გამარჯობა, ბატონო ლეონიდ მე ფეისბუქით გიცნობთ, არც ისე დიდი დროა. ამ მოკლე დროში დიდი შთაეჭდილება მოახდინა თქვენმა ფეისბუქ პოსტებმა. დღეს გავიგე რომ გამოსულა თქვენი წიგნი. აუცილებლად შევიძენ და წავიკითხავ, დარწმუნებული ვარ რომ ეს ერთერთი კარგი წიგნი იქნება ჩემს გონების და ოჯახის ბიბლიოთეკაში . წაკითხვის შემდეგ სურვილი მაქ თუ არის ეს თქვენთვის შესაძლებელი, რომ მოვიტანო წიგნი თქვენთან და ამ წიგნზე დამიტოვოთ თქვენი ავტოგრაფი? პატივისცემით, ზაზა.
ლეონიდ ჩერნოვეცკიგამარჯობა, ზაზა! გმადლობთ ასეთი თბილი სიტყვებისთვის და გმადლობთ, რომ ჩემი წიგნით დაინტერესდით! წიგნის ავტოგრაფით შეძენას ახლო მომავალში შეძლებთ ჩემს საიტზე, ინფორმაცია ამის შესახებ გამოქვეყნებული იქნება ჩემს გვერდზე, ყურადღებით იყავით და ასევე, ძალიან მოხარული ვიქნები წავიკითხო თქვენი გამოხმაურება წიგნის შესახებ! წარმატებებს გისურვებთ!
-
გიორგი
მოგესალმებით ბატონო ლეონიდ! მოხარულივარ თქვენი ქველმოქმედებით! მაგრამ მაინტერესებს მიზანი? ადამიანს ხომ ჯობია თევზის ჭერა ვასწავლოთ პარალელურად, ვიდრე სისტემატურად თევზი ვაძლიოთ? და მეორე კითხვა, სწორად გამიგეთ, მაგრამ ვინც ქველმოქმედებით დაიწყო შემდგომში პოლიტიკაში მოვიდა ანუ უფასო ყველი ხაფანგშია! თქვენი მიზანი მაინტერესებს ამას რისთვის აკეთებთ? ბოდიში თუ ჩემი კითხვებით რამე გაწყენინეთ. ველი თქვენს პასუხს
ლეონიდ ჩერნოვეცკიგამარჯობა, გიორგი! მე ვეწევი ქველმოქმედებას საქართველოში და არანაირი ფარული მიზნები არ გამაჩნია, ვაკეთებ იმას, რასაც ვფიქრობ, რომ ყველა კეთილი და მორწმუნე ადამიანი უნდა აკეთებდეს – ვეხმარები ადამიანებს, ხოლო რაც შეეხება სხვა მაგალითებს, მე ეს არ მაინტერესებს!
-
გიორგი
ბატონო ლეონიდ, 31 დეკემბერს დამირეკეს და მითხრეს, რომ სამსახურიდან გათავისუფლებული ვარ. სამი შვილი მყავს, ისინი მშივრები დამრჩნენ. არ ვიცი სად წავიდე, რა ვქნა. ძალიან გთხოვთ, რჩევა მომეცით.
ლეონიდ ჩერნოვეცკიმოგესალმებით, ძვირფასო გიორგი! პირველ რიგში, მსურს გამოვხატო ჩემი თანაგრძნობა თქვენს მიმართ… სამწუხაროდ, ცხოვრებაში მსგავსი რამ ხშირად ხდება… მოცემულ მომენტში ჩვენ არანაირი ვაკანსია არ გვაქვს, მაგრამ შეგიძლიათ შემოხვიდეთ ხოლმე აქ: https://www.facebook.com/chernovetskiy/?sk=app%2F611527138915732%2F&app_data – პერიოდულად ჩვენ ვაკანსიების განყოფილებას ვანახლებთ და შესაძლოა, ამ ბმულზე რაიმე შესაფერისი ნახოთ. გირჩევთ ეძებოთ სამსახური და იმედი არ დაკარგოთ! საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, რომ ყველა სირთულე დროებითია, შეხედეთ ამ ფაქტს, როგორც განსაცდელს. უფალი აუცილებლად შეგეწევათ! წარმატებას გისურვებთ!
-
რუსა
მითხარით, რა ხდება ონლაინ-კრედიტებზე? რამე სიახლეები არის?
ლეონიდ ჩერნოვეცკიმოგესალმებით, რუსა! ამ თემაზე განცხადებები არაერთხელ გავაკეთე, ასევე, დავწერე კანონპროექტი, რომელიც პარლამენტს გადასახედად გავუგზავნე. მესმის, რომ ქართველი ხალხისთვის ეს მეტად მტკივნეული და მნიშვნელოვანი თემაა, მაგრამ მე გავაკეთე ყველაფერი, რაც შემეძლო! იმედი მაქვს, ეს საკითხი მალე მოგვარდება!
-
მოგესალმებით, ლეონიდ მიხაილოვიჩ, თქვენი ერთი პოსტი გამახსენდა, რომელიც საქველმოქმედო ფონდებს ეხებოდა. ალბათ, გსმენიათ, სკანდალის შესახებ, რომელიც საქველმოქმედო ფონდების გარშემო აგორდა. საზოგადოება ნებისმიერ საქველმოქმედო ფონდს უკვე ეჭვის თვალით უყურებს… ჩვენს მიერ გადარიცხული თანხებიდან რამდენი მისდის ადრესატებს და რამდენი რჩება ფონდის ანგარიშზე… პირადად მე თანხა ბევრჯერ გადამირიცხავს, ახლა კი, აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე, რა იქნება უფრო სწორი, საიდან გავიგო ხალხს ვეხმარები თუ თაღლითების ჯიბეებს ვავსებ. რა გავაკეთო? გთხოვთ, მირჩიეთ.
ლეონიდ ჩერნოვეცკიმოგესალმებით! სამწუხაროდ, ეს ამ მომენტში მეტად აქტუალური საკითხია! მეც ძალიან ბევრი შემთხვევა ვიცი, როდესაც ხალხი ფიქრობდა რომ ნაკელბად უზრუნველყოფილ ან ავადმყოფ ადამიანებს ეხმარება – სინამდვილეში კი, მათი ფული თაღლითების ხელში აღმოჩნდა! ერთადერთ გამოსავალს ვხედავ: სანამ სადმე თანხას გადაროცხავთ , უნდა დარწმუნდეთ, რომ მას მართლა გაჭირვებული პირები მიიღებენ. მოითხოვეთ დოკუმენტაცია, მაგალითად, ჩემი ფონდის საიტზე fsp.ge შეგიძლიათ დეტალურად იხილოთ სად დაიხარჯა მიღებული შემოწირულობები!
-
მანანა
ბატონო ლეონიდ, ამდენი ადამიანის სიყვარულის დამსახურება როგორ მოახერხეთ?
ლეონიდ ჩერნოვეცკიმოგესალმებით, მანანა! რა შემიძლია ამ კითხვაზე გიპასუხოთ? ვფიქრობ, რომ ადამიანები სიცრუეს ყოველთვის გრძნობენ, ამიტომ, პირველ რიგში, მუდამ ვცდილობ ყველასთან გულწრფელი ვიყო – ეს ჩემი ცხოვრების მთავარი პრინციპია! ადამიანების ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა მთელი გულით მსურს, მინდა დავეხმარო იმათ, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს… მადლობას გიხდით თქვენი წერილისთვის…
-
ჯაბა
მაინტერესებს, აპირებთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და გეგმავთ თუ არა პიარ მხარდაჭერის ფორმირებას?
ლეონიდ ჩერნოვეცკიმოგესალმებით, ჯაბა! მოცემულ მომენტში, ამ კითხვაზე ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ.. როგორც ამბობენ, შეუძლებელია არაფერია – თუ ასეთ გადაწყვეტილებას მივიღებ, თქვენ, ისევე როგორც ყველა დანარჩენი ამის შესახებ აუცილებლად შეიტყობთ! მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის, წარმატებას გისურვებთ!
-
ვიქტორი
მოგესალმებით, რ ა თქმა უნდა, ასეთი შეკითხვისთვის ბოდიშს გიხდით…. (ვიქტორი, 36 წლის). როგორ მივაღწიო ცხოვრებაში წარმატებასა და ბედნიერებას? უკვე ძალიან ბევრი რამ ვცადე, მაგრამ ვერცერთ სფეროში ვერ მოვმაგრდი. ადრე თუ გვიან საკუთარი ძალების რწმენას კარგავ და ყველაფერი ხელიდან გიცვივა… დედა ძალიან დარდობს იმის გამო, რომ ასეთი უბედური ვარ. შესაძლოა, მჭირდება ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი. მომიტევეთ, ასეთი გულახდილობა. ყოველივე კარგს გისურვებთ.
ლეონიდ ჩერნოვეცკიმოგესალმებით, ვიქტორ! დასაწყისისთვის, გირჩევთ წაიკითხოთ ჩემი წიგნი, მასში შეძლებთ იპოვნოთ პასუხები თქვენთვის საინტერესო კითხვებზე! შემიძლია დავამატო ერთი რამ: ყოველ ჩვენგანს წარმატების თავისი რეცეპტი აქვს, მთავარია, შევძლოთ საკუთარი ნიშის პოვნა, ბევრი ვიმუშაოთ და არჩეულ გზას მივყვეთ! წარმატებას გისურვებთ!
-
გოჩა
მოგესალმებით, გილოცავთ ყველა ჩავლილ დღესასწაულს. თქვენს პოსტებს თვალს ვადევნებ და ძალიან მომწონს თქვენი ცხოვრებისეული ხედვა, ღირებულებები და შეხედულებები. ამჟამად საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობთ?
ლეონიდ ჩერნოვეცკიმოგესლამებით, გოჩა! საქართველოში პოლიტიკით არ ვარ დაკავებული, მხოლოდ ქველმოქმედებით – ვაფინანსებ ფონდს, დღის ცენტრს და 3 საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლს! დეტალურად ჩემს საქმიანობას შეგიძლიათ ჩემს ფეისბუქ გვერდზე გაეცნოთ. წარმატებას გისურვებთ!
-
რუსა
მოგესალმებით, ხშირად ვითხულობ თქვენს პოსტებს. მე პრ-ტექნოლოგი ვარ და ვვარაუდობ, რომ თქვენი გვერდის მართვაში კონკრეტული გუნდია ჩართული. მინდა გითხრათ ყოჩაღ! არის ფაქტორები, რის გამოც თქვენ საზოგადოება თავისიანად ვერ მიგიღებთ (მთავარი ფაქტორი კი უნდობლობაა ზოგადად პოლიტიკოსებისადმი) და ხშირად მსმენია “ქართველს არ ადარდებს საქართველო და არაქართველს …’ და ასე შემდეგ. მიუხედავად ამისა, თქვენ სკეპტიკოსებშიც კი (მათ შორის მეც ვარ გარკვეული დოზით) გამოიწვიეთ ინტერესი. ზომიერი და მიზანმიმართული კამპანიაა. კარგი სტილი და მიმართულება გაქვთ შერჩეული. ტექნოლოგიური დამუშავების პროცესის მიუხედავად ეს მაინც თქვენს გემოვნებაზე და მსოფლმხედვეილობაზე მიუთითებს. დიდი სიამოვნებით ვიმეგობრებდი თქვენთან და თქვენს გუნდთან.
ლეონიდ ჩერნოვეცკიპრაქტიკულად ყველა პოსტს თავად ვწერ, სურათებს კი ჩემი თანამშრომლები ამზადებენ! მიმოწერასაც ვახორციელებ მხოლოდ მე! წარმატებას გისურვებთ და დიდი მადლობა ჩემი სამუშაოს მაღალი შეფასებისთვის! როდესაც ჩემს წიგნს წაიკითხავთ, მიხვდებით, რომ არანაირი დახმარება არ მჭირდება შემოქმედებაში! მე ხომ მეცნიერებათა კანდიდატი და დოცენტის ხარისხი მაქვს!
-
ხატია
მოგესალმებით, ბატონო ლეონიდ! თქვენი საქველმოქმედო საქმიანობის შესახებ სოციალური ქსელებიდან გავიგე, ძალიან მიხარია, რომ ასეთ კეთილ საქმეებს აკეთებთ საქართველოში… თუ მე შემიძლია რამით დახმარება, ყოველთვის მზად ვარ და ძალიან მოხარული ვიქნები! დიდი მადლობა!
ლეონიდ ჩერნოვეცკიხატია, დიდი მადლობა თქვენი ინიციატივისთვის, როგორც ჩანს, უკეთილშობილესი ადამიანი ხართ. თუ რამეში თქვენი დახმარება დაგვჭირდება, ჩემი ფონდის წარმომადგენლები აუცილებლად დაგიკავშირდებიან. წარმატებას გისურვებთ!
-
გიორგი
გამარჯობათ! რატომ არ ერთვებით საარჩევნო კამპანიაში. ხალხა ახალი კანდიდატი სჭირდება!
ლეონიდ ჩერნოვეცკიმოგესალმებით, გიორგი! მოცემულ მომენტში, მე მხოლოდ საქველმოქმედო საქმიანობით ვარ დაკავებული, თუკი ოდესმე არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გადავწყვეტ, თქვენ, ისევე, როგორც ჩემი გვერდის სხვა მომხმარებლები ამის შესახებ აუცილებლად შეიტყობთ! წარმატებას გისურვებთ!
-
ნინო
ბატონო ლეონიდ, მეც მინდა თქვენს პოსტს ვუპასუხო, იმაზე რომ თუ გინდა ადამიანი ამოიცნო – მიეცი მას ძალაუფლება. არ ვეთანხმევი! ადამიანები არ იცვლებიან. თქვენ ძალიან კეთილი ბრძანდებით, ფულიც გაქვთ და ძალაუფლებაც, მაგრამ არ შეცვლილხართ. მხოლოდ ის ადამიანები იცვლებიან, ვისთვისაც მთავარი ფულია და არა სიყვარული. ასეთი ფულის მოყვარულები შორს ვერ წავლენ, ჩაიძირებიან და განადგურდებიან. თქვენ კი ყოველთვის ბედნიერი იქნებით!
ლეონიდ ჩერნოვეცკინინო, დიდი მადლობა ჩემი პიროვნებისა და საქმიანობის ასეთი შეფასებისთვის, რაც შეეხება ძალაუფლებას, დარწმუნებული ვარ, რომ ის უარესობისკენ მხოლოდ მოალურად არამდგრად ადამიანებს ცვლის…
-
ნათია
მოგესალმებით! ღმერთმა სიკეთით გადაგიხადოთ ეს დიდი სიკეთე რაც თქვენ გაჭირვებული ადამიანებისთვის გააკეთეთ! მინდა გკითხოთ და ძალიან გთხოვოთ, ცენტრის გახსნა და დახმარება უმწეო და მოხუცი ადამიანების დიდი ხანია მეც მსურს, მაგრამ არ ვიცი ვის ვკითხო და ამისთვის და არის საჭირო. გთხოვთ დამაკვალიანეთ!
ლეონიდ ჩერნოვეცკიმოგესალმებით, იმისთვის, რომ ასეთი ცენტრის გახსნა შეძლოთ, პირველ რიგში, საჭიროა თანხები. თუ ფული არ გაქვთ, არაფერი გამოგივათ, მაგრამ მოხარული ვარ, რომ მსგავსი სურვილი გაგაჩნიათ!
-
თემო
გმადლობთ. ძალიან დაინტერესებული ვარ თქვენი ინიციატივით ..მართვის მოწმობის თაობაზე.მიზანს რომ მივაღწიოთ აუცილებელია ტელევიზით მიმართვა. არის გადაცემა საზუგადოებრივ მაუწყებელზე მსგავსი თემის გადაცემაა. იქნებ გამოვიდეს ინიციატივით მაგ გადაცემაში თქვენი წარმომადგენელი .. თქვენი აზრი მაინტერესებს რა ნაბიჯებია გადასადგმელი ეს საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. პირადად მე მზად ვარ თქვენი მითითებით, რჩევით მივყვე ამ საკითხს.
ლეონიდ ჩერნოვეცკითემო, დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, ვფიქრობ, რომ პირველ რიგში, ამ საკითხის მოგვარებაში აქტიურად უნდა ჩერთოს სახელმწიფო – ქვეყნის ხელისუფლების ნების გარეშე შედეგი ვერ დადგება. არავითარი ქართული ტელეარხი ამ ინიციატივით არ გამაშუქებს!
-
ზვიადი
დიდი მადლობა თქვენი არაჩვეულებრივი წამოწყებისთვის! ამჟამად ვცხოვრობ სურამში, ხშირად მიწევს ჩასვლა თბილისშიც. სურვილი მაქვს მონაწილეობა მივიღო თქვენს საქველმოქმედო საქმიანობაში. ლუკმა-პურის განაწილების სახით ავადმყოფებისთვის, მიუსაფარებისთვის თუ მარტოხელა მოხუცებისთვის
ლეონიდ ჩერნოვეცკიმოგესალმებით, ზვიად! დიდი მადლობა ასეთი შესანიშნავი ინიციატივისთვის, როგორც ჩანს, ძალიან კეთილი ადამიანი ბრძანდებით! ჩვენი ფონდი აუცილებლად დაგიკავშირდებათ. წარმატებას გისურვებთ!
-
არიე
მოგესალმებით, წლების განმავლობაში მივხვდი, რომ იღბალის გარეშე ბიზნესში მიზნების მიღწევა შეუძლებელია, აღმოჩნდე საჭირო დროს საჭირო ადგილას ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენ რას ფიქრობთ?
ლეონიდ ჩერნოვეცკიმოგესალმებით არიე, ვფიქრობ, იღბალი მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი – დაუღალავი მრავალწლიანი შრომაა! წარმატებები!
-
მაია
ბატონო ლეონიდ მომიტევეთ, მაგრამ არ გეჩვენებათ, რომ საქართველოს საპატრიარქო ძალიან მდიდარია და ამის ფონზე ამდენი გაჭირვებული ადამიანი ალბათ არ უნდა იყოს. ეს ჩემი პირადი აზრია და მაინტერესებს თქვენ რას ფიქრობთ?
ლეონიდ ჩერნოვეცკიეკლესია ხალხს უნდა ეხმარებოდეს და არა მისსავე წიაღში მყოფ კონკრეტულ ადამიანებს ამდიდრებდეს – ამაში გეთანხმებით, მაგრამ პატრიარქის სიმდიდრის შესახებ არაფერი ვიცი…
-
თორნიკე
გამარჯობათ, ბატონო ლეონიდ! უკვე საკმაო დროა საქართველოში იმყოფებით, მაინტერესებს თქვენი ხედვა, როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობიდან?
ლეონიდ ჩერნოვეცკიიხილეთ ჩემი პოლიტიკური პროგრამა: https://www.facebook.com/chernovetskiy/app/371831403149320/?ref=page_internal, რომელიც აწ უკვე ჩავლილ არჩევნებზე წარვადგინე და ყველაფერს მიხვდებით, ახლა უკვე პოლიტიკისგან შორს ვარ, ის აღარ მაინტერესებს!
-
ელიზავეტა
მოგესალმებით,უპირველეს ყოვლისა გისურვებთ ყოველივეს კარგს: ჯანმრთელობას,სიკეთეს,ბედნიერებას. ამას გწერთ თელავის მოქალაქე,რომელსაც მრავალი სმენია თქვენი ქველმოქმედების შესახებ. ყურადღებით ვადევნებ რა თვალს თქვენს საქმიანობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, გადავწყვიტე მომემართა თქვენი ორგანიზაციისთვის იმ საკითხის შესახებ,რაც აწუხებს თელავის მოსახლეობას. თელავში ფუნქციონირებს უფასო სასადილო, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს. მაგრამ სასადილო ამ ადგილზე წყვეტს ფუნქციონირებას. სამაგიეროდ, იხსნება სოციალური სახლი, რომელიც პერიფერიაზე, ქალაქის შემოსასვლელში, ყოფილი ინტერნატის შენობაში განთავსდება. სოციალური სახლის მდებარეობით უკმაყოფილო ბენეფიციარების დიდი ნაწილია. ასეთ სიტუაციაში მიზანშეწონილად მიმაჩნია “სოციალური პატრულის” მუშაობა. არის 3კაციანი საინიციატივო ჯგუფი, რომელსაც სურვილი აქვს სათავეში ჩაუდგეს “სოციალური პატრულის” დაარსებას ქ.თელავში. თუ თქვენი მხარდაჭერა და დაფინანსება იქნება, პრობლემა ადვილად იქნება მოგვარებული. თუ თქვენი ორგანიზაცია შესძლებს მხარში ამოუდგეს თელავის მოსახლეობას ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის საქმეში, გთხოვთ, შემატყობინოთ.
ლეონიდ ჩერნოვეცკიმოგესალმებით ელიზავეტა! მოცემულ მომენტში დღის ცენტრი მხოლოდ თბილისში ფუნქციონირებს, მაგრამ წელს მივიღე გადაწყვეტილება რეგიონებშიც გავიდე… როდესაც თელავში გავიხსნებით, ამას ჩემი გვერდის საშუალებით შეიტყობთ. ვფიქრობ, ეს ძალიან მალე მოხდება! წარმატებას გისურვებთ!
-
თენგიზი
გამარჯობათ, ბატონო ლეონიდ! მიხარია რომ ფეისბუქში დაგიმეგობრდით! მე კიევიდან მახსოვხართ, კიევში ვმუშაობდი მაშინ როდესაც თქვენ დეპუტატი იყავით. ასეთი კითხვა მაქვს, თუ საიდუმლო არ არის, ყველაზე უფრო რისი შეცვა და განვითარება გსურთ საქართველოში?
ლეონიდ ჩერნოვეცკიყველაფერი, რაც საქართველოსთვის მსურდა და მსურს ჩემს პოლიტიკურ პროგრამაშია აღწერილი, რომელიც შეგიძლიათ წაიკითხოთ https://www.facebook.com/chernovetskiy/app/371831403149320/?ref=page_internal … ამჟამად პოლიტიკით დაკავებული არ ვარ, მაგრამ სურვილები ისევ ისეთი მაქვს. წარმატებას გისურვებთ!
-
მარიკა
მოგესალმებით და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ უდიდეს საქმეს ემსახურებით. ამაზე დიდი მადლი არ არსებობს. ერთი შეკითხვა მაქვს თქვენთან. მაინტერესებს, თუ ეხმარებით ისეთ ადამიანებს, რომლებიც არ არიან სიღარიბის მიღმა სტატუსის მინიჭებულნი, მაგრამ მათაც ისევე უჭირთ და შიათ? ჩვენი მთავრობის დამსახურებით… რატომ არ უნიშნავენ დახმარებას არ ვიცი. არადა მართლაც ,,შიათ და სწყურიათ,, , თუ დააპურებთ ესეთ ხალხს, ვისაც არ აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი?
ლეონიდ ჩერნოვეცკიმოგესალამებით, მარიკა! მადლობა, ასეთი სასიამოვნო და თბილი სიტყვებისთვის. ამ ეტაპზე ჩემი ფონდი და დღის ცენტრი ცხოვრებისეულ სირთულეებთან ბრძოლაში სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ეხმარება.
-
ლელა
გამარჯობა, ვარ 35 წლის, მინდა ზაფხულში, სწავლა რომ დამტავრდება, კვირაში 1-2 დღე გამოვადგე გაჭირვებულებს, მოხუცებს, ინვალიდებს. ვიცი ჟესტების ენა. რა თქმა უნდა, უსასყიდლოდ. მომეცით საშუალება რამე კარგი გავაკეთო.
ლეონიდ ჩერნოვეცკიმოგესალმებით, ლელა! შესანიშნავი ადამიანი ხართ! მადლობას მოგახსენებთ წინადადებისთვის! მიწერეთ ამ სურვილის შესახებ ჩემი ფონდის ფეისბუქ გვერდს:
https://www.facebook.com/ChernovetskyiFund/?fref=ts
და აუცილებლად გიპასუხებენ. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ!
-
ლერი
ახლა ვკითხულობდი თქვენს პოსტს ონლაინ თამაშებთან დაკავშირებით… არ ვიცი, რისი შეცვლა ან გაკეთება საჭირო, უბრალოდ ამას ვიტყვი, რომ ონლან კაზინო საერთოდ უნდა აიკრძალოს, რადგან 18 წლამდე ბავშვებისთვის ძალიან იოლად ხელმისწვდომია, რაც აუბედურებს ახალგაზრდებს… იყოს კაზინოები, ტოტალიზატორები,ოღონდ არა ონლაინში,სადაც არ კონტროლდება სიტუაცია… კაზინოს და მსაგვსი ადგილის გაკონტროლება ძალიან მარტივია…. ბევრ ჩემს თანატოლს მეგობარს აქვს ვალები აზარტული თამაშების გამო, რაც დიდ პრობლემას უქმნით … აი, პირადად ჩემს ძმაკაცს ვეუბნები: დაიხმარე ოჯახი, (არც იციან რომ თამაშობს) გაისტუმრე ეგ ვალები და დაანებე თავი-მეთქი, მაგრამ არ შემიძლიაო – იმდენად მიჯაჭვულია … ამ პრობლემას არაფერი ეშველება, თუ კანონებს არ დაუპირისპირებენ, მაგრამ არც ეგ მგონია მოხდეს, რადგან დიდი ბიზნესია და ალბათ, მთავრობაც ღებულობს სარგებელს…
ლეონიდ ჩერნოვეცკილერი, სამწუხაროდ, ხელისუფლებას ჩემი კანონპროექტი კაზინოებისა და ტოტალიზატორების აკრძალვის შესახებ ამ დრომდე არ განუხლავს და ახალგაზრდობა ამ ე.წ. თამაშების თამაშს განაგრძობს, შედეგი ყოველთვის მძიმეა: ვალები, ყველაფერის დაკარგვა, გაუთავებელი ტყუილები – ეს დაავადებაა, რომლის განკურნებაც ძალიან რთულია… დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ პრობლემის მოგვარებაზე დაფიქრდება, სანამ ამ თემას არავინ ეხება, ჩვენ ახალგაზრდა თაობას ვკარგავთ! ჩემს მიერ წამოყენებული კანონპროექტი პარლამნეტში წინ თითქმის არ წასულა.. რას ვიზამთ… ეს პარლამენტი ხალხმა აირჩია! თუმცა, ჩვენ არ ვჩერდებით…
-
ნათია
მოგესალმებით, პატივისცემით. თქვენმა სიტყვებმა ძალიან იმოქმედა – თუ არ შეგიძლიათ, ნუ დაპირდებით – მართალი ბრძანდებით. განა არ მინდა, ძალიან მინდა ჩემ შვილს შევუსრულო დაპირებები… ვხედავ მის თვალებში, როგორ უნდა რაღაც, მაგრამ ვერ ვუსრულებ. ასეთ დროს სიკვდილს ვნატრობ. არც ჯანმრთელობა მიწყობს ხელს, არც ოჯახური მდგომარეობა. ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის, ძალიან მინდა ცხოვრების შეცვლა, რომ ჩემს შვილს დავუმტკიცო, რომ შევძელი, გამომივიდა. ყველაზე მწარე უსუსურობის განცდა ყოფილა, როცა ობოლი ხარ. მართალია, 33 წლის ვარ, მაგრამ მშობლები, რაც უნდა დიდი იყო, მაინც გჭირდება. მაპატიეთ, თქვენი სიტყვები იმდენად გულშიჩამწვდომი იყო, ამან გადამაწყვეტინა მომეწერა. იმედია, თავხედობაში არ ჩამითვლით.
ლეონიდ ჩერნოვეცკინათია, თქვენი წერილიდან ჩანს, რომ შესანიშნავი დედა ხართ! თავს ნუ იტანჯავთ იმის გამო, რომ რაღაც დაპირებების შესრულება არ შეგიძლიათ! დარწმუნებული ვარ, რომ ყველა სირთულე დროებითია და ასევე, მწამს იმის, რომ თუ ადამიანს რამის შეცვლა სურს, ის ამას აუცილებლად მოახერხებს, მთავარია, არ დანებდეთ! ცხოვრებაში ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ! თქვენ შვილისთვის და საკუთარი თავისთვის უნდა იცოცხლოთ, ამიტომ ნურც იმაზე იდარდებთ, რისი დაბრუნებაც შეუძლებელია…
-
მირიანი
გამარჯობა, როგორ გიკითხოთ? ძალიან ლოგიკური და თანმიმდევრული მიდგომები გაქვთ – ეს მომწონს და კიდევ უფრო დიდი სურვილი მაქვს თქვენთან საინტერესო საუბრების. ასევე, ვფიქრობ, რომ საუკეთესოდ შეგიძლიათ ადამიანს შეცდომები დააძლევინოთ თქვენი რჩევით და სწორ გზაზე დააყენოთ. მაგარი ადამიანი ხართ და მინდა გისურვოთ წარმატებები კიდევ, რაც შეიძლება მეტი! თქვენ ქობულეთში ცხოვრობთ და მოღვაწეობთ ხომ, ბატონო ლეონიდ?
ლეონიდ ჩერნოვეცკიმოგესალმებით, მირიან, მადლობა, თბილი სიტყვებისა და სასიამოვნო სურვილებისთვის. სამწუხაროდ, მოცემულ მომენტში ვერ შეგხვდებით, მაგრამ ყოველთვის შეგიძლიათ მომწეროთ თქვენთვის საინტერესო თემებზე – აუცილებლად გიპასუხებთ! უკვე 5 წელია ქობულეთში ვცხოვრობ.
-
Baqa
გამარჯობათ, ბატონო ლეონიდ! მე 26 წლის ვარ და მთელი ჩემი ცხოვრება ვოცნებობდი წარმატებული ბიზნესმენი გავხდე, მე ძალიან ბევრს ვკითხულობ ბიზნესმენების რჩევებს, ვკითხულობ ტრამპის, კიოსაკის, ტრეისის წიგნებს და რა თქმა უნდა თქვენსასაც აუცილებლად წავიკითხავ. იმასაც კარგად ვხვდები, რომ როდესაც რაიმე ახალს იწყებ ეს სფერო კარგად უნდა შეისწავლო და ყური უგდო წარმატებული ადამიანების რჩევებს! მე მაქვს იდეა, რომლის რეალიზებასაც ვაპირებ და ვფიქრობ, თუ გამოვიდა ეს საფუძველი იქნება დიდი წარმატებისა, მაგრამ მე არ მაქვს დაწყებითი კაპიტალი და ვაპირებ ბიზნეს-კრედიტი ავიღო, მინდოდა მეკითხა და მომესმინა თქვენი აზრი – მიზანშეწოლილია თუ არა კრედიტის აღება საქმის დასაწყებად, ანუ ბიზნესის დაწყება სესხიდან?
ლეონიდ ჩერნოვეცკიბაქა, ჩემი საკუთარი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ ბიზნესში წარმატების მისაღწევი ზუსტი ფორმულა, უბრალოდ, არ არსებობს. რასაკვირველია, არის უამრავი მნიშვნელოვანი ფაქტორი, მაგალითად ამა თუ იმ საქმიანობის აქტუალობა, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია თავად მოგწონდეთ ის, რასაც აკეთებთ, კიდევ უამრავი რამ გახლავთ მნიშვნელოვანი, რის შესახებაც შეგიძლიათ ჩემი წიგნიდან შეიტყოთ. თუმცა, რაც არ უნდა კარგი იდეა გქონდეთ, არასდროს არავის ვურჩევ ბიზნესის კრედიტებით დაწყებას, ვინაიდან ვალის დადების რისკი ძალიან დიდია! ისწავლეთ, გაიცანით საჭირო ადამიანები, შეეცადეთ იპოვოთ თანამოაზრეები, იქნებ გაგიმართლოთ. წარმატებას გისურვებთ!
-
ნათია
ბატონო ლეონიდ დიდი მადლობა რომ არსებობთ თქვენ ალამაზებთ ყველა მრავალშვილიანი ოჯახის ცხოვრებას და უსუმბუქებთ მათ იმ გასაჭირს რაც აქვთ მემინდა პირადად დიდიმადლობა გითხრად იმისთვის რომ ჩემი სხოვრება შეცვალეთ ყველანაირად თქვენი დამსახურებით მე შევიძინე ბევრი მეგობარი რომლებიც მოვიდნენ დასახმარებლად და დღესდღეობით ჩემი ოჯახის ნათლიები გახდნენ ალბად ვერმოვძებნი ამდენ კარგ სიტყვას რაცმინდა გითხრად დიდიმადლობა ყველას მთელ თქვენ შემადგენლობას უდიდესი პატივისცემით ქედსვიხდი თქვენ წინაშე მე! ნათია 6 შვილის დედა
ლეონიდ ჩერნოვეცკინათია, დიდი მადლობა თბილი სიტყვებისა და კეთილი სურვილებისთვის! მოხარული ვარ, თუ თქვენი და თქვენი შვილების ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა მოვახერხე! ცხოვრებაში ყოველივე საუკეთესოს გიურვებთ, გისურვებთ რომ თქვენი შვილები წარმატებულ, ჯანმრთელ და კეთილ ადამიანებად გაიზარდონ!
-
არჩილი
გამარჯობათ ბატონო ლეონიდ, მე არჩილი მქვია. ბებიაჩემი არის 90 წლის, არის მწოლიარე და თქვენი დაზხმარებით ყოველდღე მოდის მასთან ექთანი და ასევე ექიმი. ასევე ყოველთვიურად მოაქვთ საკვები პროდუქტები და ჰიგიენის საშუალებები.
მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ და ვისურვო, რომ სხვებმაც მოგბაძონ და დაეხმარონ ჩვენს პატარებს და მოხუცებს.
ლეონიდ ჩერნოვეცკიძვირფასო არჩილ, დიდი მადლობა, ასეთი თბილი სიტყვებისთვის! ადამიანების დახმარება , რომელბსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ, დიდ სიხარულს მანიჭებს, ისინი მოხუცები და ბედის ანაბარა მიტოვებული ბავშვები არიან! ჩემთვის მათ გაბრწყინებული სახეების დანახვაზე დიდი სიხარული არ არსებობს! მათ ხომ საკუთარ თავზე დამოუკიდებლად ზრუნვა არ შეუძლიათ! ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს დავბერდებით, ხოლო, როგორი იქნება ის, დამოკიდებულია იმაზე, სხვებს როგორ მოვექცევით, სანამ ახალგაზრდები ვართ!
-
ინგა
მე უმამოდ გაზრდილთა რიგებში ვითვლები და მამა ჩემთვის დღემდე უდიდესი საფიცარია. თქვენს სტატიას რომ ვკითხულობდი მეგონა მე ვწერდი.მე მილიონერი არ ვყოფილვარ,მაგრამ ადამიანმა მართომ უფლის შევევნით მივაგვიე სულის ზრდას,საქუთარ ზურგზე ცხოვრების აქიდებას.გალათიც მინახავს და ქოფილა დრო,როდესაც სრულიად მართო და უსახლქაროდ დარჩეენილს მითირია მვარედ და ამ დროს უფალს გაუგია ქარი და გამოჩენილა გზა.მეც უზომოდ საინთერესო მძიმე და ექლებით სავსე ცხოვრებით ვიცხოვრე.ხშირად მიფიქრია დავვერო ჩემი ცხოვრება,მაგრამ მე ჯერ ქიდევ მასთან ჩიდილში ვარ და ფრობლემები არ მაძლევენ საშუალებას.მოვა დრო უფლის ნებით და დავვერ იმ უდიდესი ქართეხილებით სავსე გზაზე,რომელზეც ვიარე.არც მე გავქიდულვარ გვთის ნებით და სული ფულზე და ქეთილდგეობაზე არ გამიცვლია,თუმცა შანსი უამრავი მქონდა.მე ჩემს სთუდენთებს და მოსვავლეებს ვასვავლი,რომ უფალმა მათ ჩემი ცხოვრება მისცა მაგალითად რომ არ დაეცნენ და ქოველთვის იფიქრონ,ცხოვრება გრძელდება,დიდება შემოქმედს ჩემი ცხოვრება მისი განდიდებაა ქიდევ ერთხელ
ლეონიდ ჩერნოვეცკიინგა, თქვენ ჭეშმარიტად შესანიშნავი ქალბატონი ბრძანდებით! თქვენნაირ ადამიანებს ძალიან ვაფასებ! ჩემი წიგნი სწორედ იმის შესახებაა, რომ სულით არასდროს არ უნდა დავეცეთ, რომ უნდა ვიბრძოლოთ და მუდამ ახალ-ახალი სიმაღლეები დავიპყროთ! ყოველთვის უნდა ვისწარფოდეთ რაღაცისკენ, ვისწავლოთ და რაც ყველაზე მთავარია, უფლისა და საკუთარი თავის რწმენა არ დავკარგოთ. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ ცხოვრებაში. მიუხედავად სირთულეებისა, ყოველი ადამიანის ცხოვრება განუმეორებელია და ამასთან, მშვენიერი! უბრალოდ, ამის შემჩნევა უნდა შეგვეძლოს!
-
ბაბი
გამარჯობათ, მე ადრე მოგწერეთ ცხოველებთან დაკავშირებით და ეხლა ვერაფერს გავაკეთებ არჩევნები მოდისო.. და რამე ხო არ შეიცვალა? რო უპატრონო ცხოველებსაც დაეხმაროთ? ერთ ერთი რთული საკითხია ეს! ხალხზე არავინ ზრუნავს და მათზე ხო წარმოგიდგენიათ! იქნებ თქვენ მაინც შეძლოთ დახმარება ;( მადლობა წინასწარ!
ლეონიდ ჩერნოვეცკიმოგესალმებით! მოცემულ მომენტში საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი საქველმოქმედო პროექტების განხორციელებით ვარ დაკავებული. თუ ჩემს საქმიანობას თვალყურს ადევნებთ, გეცოდინებათ, რომ ვეხმარები მრავალშვილიან ოჯახებს, უსახლკაროებს, საწოლს მიჯაჭვულ ავადმყოფებს, მოხუცებს და მშობლების მიერ ბედის ანაბარა მიტოვებულ პატარებს! ვცდილობ მათი ცხოვრება უკეთესი გავხადო – ეს ჩემთვის პრინციპის საკითხია! ადამიანები ასეთ საშინელ პირობებში არ უნდა ცხოვრობდნენ! რაც შეეხება უპატრონო ცხოველებს, ისინიც უზომოდ მებრალებიან, მაგრამ ჩემთვის უპირველეს ყოვლისა, ადამიანების დახმარებაა მნიშვნელოვანი.
თუმცა, ცხოველების დახმარების თაობაზე გეტყვით, რომ ეს მთელი მიმართულებაა, რომელსაც ხელს სახელმწიფო და მასმედიის საშუალებები უნდა უწყობდნენ!
უპირველეს ყოვლისა, საქართველოში უნდა ჩატარდეს საგანმანათლებლო ღონისძიებების მთელი რიგი, შემდეგ შემუშავდეს სახელმწიფო პროგრამა, დაფინანსდეს, დაუმტკიცდეთ გარკვეული შეღავათები თქვენნაირ ინიციატიურ ადამიანებს. მხოლოდ ენთუზიაზმით ვერაფერი გამოვა, საქართველოს მოსახლეობის 65% უმუშევარია, მათ საკვებიც კი არ აქვთ და ამიტომ ცხოველებისთვის არ სცალიათ! სახელმწიფოს კი, ბევრი რამის გაკეთება შეუძლია!
-
ნინო
გამარჯობათ, მე ინგლისურ ენას ვასწავლი სკოლაში, იქნებ დაგჭირდეთ, შემიძლია ერთი დღე თქვენ ბავშვთა სახლში ვიმსახურო ყველაფრის გარეშე.
ლეონიდ ჩერნოვეცკიმოგესალმებით, ნინო! დიდი მადლობა ასეთი შესანიშნავი ინიციატივისთვის. დაწერეთ შეტყობინება თქვენი სურვილის შესახებ ჩემი ფონდის ფეისბუქ გვერდზე და აუცილებლად გიპასუხებენ! https://www.facebook.com/ChernovetskyiFund/?fref=ts
-
რევაზი
გამარჯობა ბატონო ლეონიდ, რაიონებშიდაც ხომ არ გეგმავთ ბავშვთა სახლების გახსნას?
ლეონიდ ჩერნოვეცკიმოგესალმებით, რევაზ! წელს ვგეგმავ საქართველოს რთულად მისადგომ რეგიონებში რამდენიმე ბავშვთა სახლი გავხსნა, მაგრამ ჯერჯერობით, ამაში ხელს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიშლის! რატომღაც, რაღაცით პირადად მინისტრს არ მოვწონვართ!
-
თეკლა
გამარჯობათ საქართველოში იღებთ არჩევნებში მონაწილეობას? რა სიახლეებით მოდიხართ ჩვენთან?
ლეონიდ ჩერნოვეცკიმოგესალმებით, თეკლა! მოცემულ მომენტში მე მხოლოდ საქველმოქმედო საქმიანობით ვარ დაკავებული. თუკი საქართველოში არჩევნებში მონაწილეობას კიდევ ერთხელ გადავწყვეტ, ამის შესახებ თქვენც და ქვეყნის სხვა მოქალაქეებიც აუცილებლად შეიტყობთ!
-
თეთე
ბატონო ლეონიდ შეიძლება თქვენი რომელიმე პროექტიდან ერთ-ერთი ამოვირჩიო და ჩემს მეგობრებთან ერთად დავეხმარო ფონდისგან დამოუკიდებლად?
ლეონიდ ჩერნოვეცკიმოგესალმებით! მადლობას მოგახსენებთ თქვენი წერილისთვის, ეს შესანიშნავი განზრახვაა! შეგიძლიათ თავისუფლად დაეხმაროთ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც დახმარება ესაჭიროება – ეს შეიძლება იყოს როგორც ჩვენი ფონდის ბენეფიციარი, ასევე, სრულიად უცხო პიროვნებაც. მე მხოლოდ გამიხარდება! წარმატებას გისურვებთ! თუ დახმარება ან რჩევა დაგჭირდებათ, დაუკავშირდით ფონდის ხელმძღვანელს ელენა პოლიშჩუკს [email protected] . სიამოვნებით დაგაკვალიანებთ!
-
მარგარეტ ბ.
ბატონო ლეონიდ, ჩემი და ჩემი შვილების სურვილია ჩემი გარდაცვლილი მეუღლის ოცნების ასრულება-ავადმყოფი ბავშვების დახმარება. ამ ეტაპზე მაქვს მხოლოდ ოფიციალურად დარეგისტრირებული “ააიპ”-ი. მე მესაჭიროება თქვენი რჩევა ალბად, როგორც გამართული ჯგუფის. რა გზებით შეიძლება მოვიპოვო ამ საქმისთვის ფინანსები. აქ საუბარია თუნდაც მინიმალურ თანხებზე, მაგრამ რაოდენობრივად შეიძლება შეგროვდეს და თუნდაც ერთი ბავშვი მაინც გავახაროთ რაღაცით.
ლეონიდ ჩერნოვეცკიძვირფასო მარგარეტ, პირველ რიგში, მსურს მეუღლის გარდაცვალების გამო მოგისამძიმროთ. რაც შეეხება საქველმოქმედო ორგანიზაციის შექმნის იდეას – გეტყვით, რომ ამისთვის ძალიან ბევრი ფულია საჭირო! რასაკვირველია, თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ პროექტი და დაფინანსება მოითხოვოთ ორგანიზაციებისგან, რომლებიც არასამთავრობო საქმიანობის დაფინანასებაზე ზრუნავენ, ვინ იცის, იქნებ გაგიმართლოთ, მაგრამ თუ უბრალოდ გსურთ, რომ ვინმეს ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ, გადით ქუჩაში – იქ თქვენ ნახავთ უმარავ გაჭირვებულ პატარასა და მოხუცს, შესაძლოა, ისინი თქვენს მახლობლადაც კი ცხოვრობენ, ან ეწვიეთ ჩემს ფონდს! იქ ყველაფერს დაწვრილებით გიამბობენ! წარმატებას გისურვებთ! თქვენ კეთილი ადამიანი ბრძანდებით!
-
შაკო კ.
ყველაზე დიდ პრობლემას მთავრობა ქმნის! რა ქნას ახალგაზრდამ? როცა ათასი პორბლემები აქვს ოჯახში, არ ააქვს სამსახური, ნარკოტიკი ეხმარება მათ დავიწყებაში …თუ გავცდებით ნარკოტიკის მოხმარების საკითხს,აუცილებლად “შევასკდებით” ახალგაზრდების დაუსაქმებლობის საგანგაშო მდგომარეობას. დასაქმებულს არ ჭირდება ნარკოტიკი. თვით საქმეა მისთვის ნარკოტიკიც და კაიფიც,თუ ეს საქმე უყვარს. მოვუწოდებ დიდფულიანებს,იზრუნეთ ახალგაზრდების დასაქმებაზე.
ლეონიდ ჩერნოვეცკივერ დაგეთანხმებით, შაკო. უამრავი ადამიანი მინახავს, რომელიც საყვარელი საქმიანობით იყო დაკავებული, მაგრამ ამავე დროს ნარკოტიკსაც იღებდა. ვფიქრობ, უმუშევრობა აქ ნაკლებადაა დამნაშავე. ცხოვრების ამაოდ ფლანგვასა და უსაქმურობას, სასარგებლო საქმით დაკავება ჯობს! ამასთან, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ თუ ადამიანს სამსახურის პოვნა სურს, ის მას აუცილებლად მოძებნის, ყველაფერი დანარჩენი მხოლოდ თავის მართლებაა!
-
ნინო მიქ.
მოგესალმებით, მე თქვენ მოღვაწეობას ვიცნობ და დიდ პატივს გცემთ! თქვენს პოსტებში ხშირად ამბობთ, რომ არ შეიძლება სასოწარკვეტილებას მივეცეთ. ძნელია სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდეს ადამიანი, როდესაც შვილი ავად ჰყავს, წამლის ფული კი არ გაკვს. როცა ეს ყველაფერი მეორდება, უფრო მეტიც საჭმლის ფული რომ არის სანატრელი. მე ბავშვს ოცნებაზე როგორ ვესაუბრო ამ დროს და როგორ ვუთხრა, რომ ყველაფერი კარგად არის და იოცნებე მეთქი. ამას ზოგადად ვიძახი, საქართველოში 50 პროცენტი ხო ასეა. მაპატიეთ, თუ რამე ცუდად გამომივიდა
ლეონიდ ჩერნოვეცკიმოგესალმებით, ნინო! ძალიან ვწუხვარ, რომ მოცემულ მომენტში ცხოვრებაში რთული პერიოდი გიდგათ და ალბათ, გიჭირთ რაიმე კარგის გჯეროდეთ… გარწმუნებთ – ღამის შემდეგ აუცილებლად დღე დგება. მთელი გულით და სულით გისურვებთ, რომ მალე თქვენი ოჯახის ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს, იმედს ნურასდროს დაკარგავთ!
-
ნათია
გამარჯობა ბატონო ლეონიდ, თქვენი ერთ-ერთი პოსტი გამახსენდა ქველმოქმედებასთან დაკავშირებით. ალბათ იცით რა ამბებია ატეხილი საქველმოქმედო ფონდებზე, საზოგადოება უკვე ეჭვით უყურებს მათ, ჩვენი გადარიცხული თანხის რა ნაწილი მიდის ადრესატამდე და რა ფონდის ანგარიშზე რჩება არავინ იცის. მე პირადად ხშრად ვრიცხავდი აქამდე და ეხლა აღარ ვიცი როგორ მოვიქცე, ასეა ბევრი. ადამიანებს ვეხმარებთ თუ ვიღაცის ჯიბეებს ვავსებთ? როგორ უნდა მოვიქცეთ…
ლეონიდ ჩერნოვეცკიგამარჯობა! სამწუხაროდ, ამ მომენტში ეს ძალიან აქტუალური საკითხია! მეც უამრავი შემთხვევა ვიცი, როდესაც ადამიანებს ეგონათ, რომ გაჭირვებულებს ეხმარებოდნენ, სინამდვილეში კი მათ შემოწირულობას არაკეთილსინდისიერი ადამიანები იგდებდნენ ხელში! ამ სიტუაციიდან ერთადერთ გამოსავალს ვხედავ: სანამ თანხას გადარიცხავთ სადმე, აუცილებლად დარწმუნდით, რომ მას გაჭირვებული ადამიანები მიიღებენ, მოითხოვეთ დოკუმენტაცია. მაგალითად, ჩემი ფონდის საიტზე, fsp.ge-ზე თქვენ შეგიძლიათ დეტალულად იხილოთ, სად დაიხარჯა ხალხის შემოწირულობები!
-
რუსა, ქ.თბილისი
ბატონო ლეონიდ, რა ხდება ონლაინ-კრედიტებთან დაკავშირებით, რაიმე სიახლე ხომ არ არის? და არის თუ არა რაიმე შედეგი თქვენი ინიციატივების, მათ შორის ხალხის ერთადერთი საცხოვრებელიდან გამოსახლების აკრძალვის შესახებ? იმედია ბოლომდე მიიყვანთ ამ საქმეს, ამით უამრავ ქართველს გაახარებთ
ლეონიდ ჩერნოვეცკიმოგესალმებით, რუსა! ამ თემაზე განცხადებები არაერთხელ გავაკეთე, ამასთან, დავწერე კანონპროექტი და პარლამენტს განსახილველად გავუგზავნე. მესმის, რომ ქართველი ხალხისთვის ეს ძალიან მტკივნეული და მნიშვნელოვანი თემაა, მაგრამ მე ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო! იმედი მაქვს, მალე ეს პრობლემა გადაიჭრება!
-
ბერა, ქ. თბილისი
მოგესალმებით, ლეონიდ! ყოველთვის თვალს ვადევნებ თქვენს მოღვაწეობას. ჩემთვის თქვენ ნამდვილი მაგალითი ბრძანდებით, ყოველ თქვენს პოსტს დიდი ყურადღებით და სიამოვნებით ვკითხულობ. როგორ ფიქრობთ რა უნდა შეიცვალოს ჩვენს ქვეყვანაში, რომ ჩვენნაირ შრომისმოყვარე, მიზანდასახულ ადამიანებს სამუშაოს შესაძლებლობა მოგვეცეს?
ლეონიდ ჩერნოვეცკიმოგესალმებით, მადლობას გიხდით ასეთი თბილი სიტყვებისთვის! რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, გეტყვით, რომ უკვე ბევრჯერ დავწერე, რომ აუცილებელია პარლამენტმა მიიღოს კანონები, რომლებიც მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ქვეყნებში აქვთ მიღებული. არაფრის გამოგონება არ არის საჭირო. თუ ეს მოხდება, გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილებიც და საქართველოში ცხოვრების დონე ევროპულ სტანდარტებს მიუახლოვდება. ჩემს ინიციატივებს ყურადღებით გაეცანით და ყველაფერს მიხვდებით…
-
გელა ზარქუა
ბატონო ლეონიდ, გამარჯობა! თქვენი ფონდი ისეთ საშვილიშვილო საქმეებს აკეთებს ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ! ჩვენს რაიონში წალენჯიხაში ძალიან ბევრი გაჭირვებული ხალხია, რომელსაც მართლა სჭირდებათ უფრო მეტი ყურადღება და დახმარება, ერტი შეკითხვა მაქვს, არ შეიძლება ჭალენჯიხის რაიონში თქვენი ფონდის ფილიალის გახსნა? მე ვითანამშრომლებ თქვენთან ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე გულით და სული და სიყვარულით!
ლეონიდ ჩერნოვეცკიმოგესალმებით, გელა! დიდ მადლობას მოგახსენებთ თქვენი წერილისთვის და ასეთი თბილი სიტყვებისთვის! მე კარგად ვიცი, რომ სამწუხაროდ, საქართველოში უკიდურეს გაჭირვებაში უამრავი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ მოცემულ მომენტში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ჩემი ფონდის ფილიალების გახსნა შეუძლებლად მიმაჩნია. შესაძლოა, ამაზე მომავალში დავფიქრდე, მაგრამ ამ ეტაპზე დაკავებული გახლავართ ერთი ძალიან დიდი პროექტის განხორციელებით, რომელსაც მთელ ჩემს ფიზიკურ და მატერიალურ რესურსებს ვახმარ. თუ რა პროექტზეა საუბარი, თქვენ, ისევე როგორც საქართველოს მთლიანი მოსახლეობა, სულ მალე შეიტყობთ! წარმატებას გისურვებთ!
-
ვახტანგ ხ.
მოგესალმებით, ბატონო ლეონიდ! რა ბედი ეწია თქვენს პარტიას “ბედნიერი საქართველოსთვის” და აპირებთ თუ არა მომავალში მიიღოთ მონაწილეობა არჩევნებში?
ლეონიდ ჩერნოვეცკიმოგესალმებთ ვახტანგ! მოცემულ მომენტში დაკავებული გახლავართ მხოლოდ ქველმოქმედებით – ამ საქმიანობას ჩემს მთავარ მისიად მივიჩნევ! პოლიტიკური პარტია აღარ მაქვს. თუ ოდესმე გადავწყვეტ არჩევნებში მონაწილეობა კიდევ ერთხელ მივიღო, თქვენ, ისევე, როგორც საქართველოს ყველა მაცხოვრებელი ამის შესახებ აუცილებლად შეიტყობთ!
-
ნატა მახარაშვილი
მოგესალმებით, ლეონიდ! მირჩიეთ როგორ მივაღწიო წარმატებას ბიზნესში? რითი დავიწყო? ვფიქრობ სამუშაოს მიტოვებას და ძალიან მინდა ჩემი ბიზნესის დაწყება.
ლეონიდ ჩერნოვეცკინატა, იმისთვის, რომ ბიზნეს საქმიანობა დაიწყოთ საჭიროა თავდაპირველად მოემზადოთ, წაიკითხოთ შესაბამისი ლიტერატურა, აირჩიოთ თქვენთვის საინტერესო საქმიანობა და სცადოთ ბიზნეს-გეგმის შედგენა! სამსახურის მიტოვებას მოუმზადებლად არ გირჩევთ.