პირადი გვერდი ლეონიდ ჩერნოვეცკის

კიევში მომხდარი კონფლიქტის შედეგად დაღუპლების ოჯახებს ლეონიდ ჩერნოვეცკი 10 000 000 გრივნას გადაუხდის

ლეონიდ ჩერნოვეცკიმ თავის ფეისბუქ-გვერდზე განაცხადა, რომ კიევის კონფლიქტის შედეგად ყოველი დაღუპული ადამიანის ოჯახს 21.02.2014-ის მდგომარებით, მიუხედავად იმისა, თუ ვის მხარეს – ოპოზიციისა თუ ხელისუფლების იყო ესა თუ ის პირი, 10 000 000 გრივნას გადაუხდის.

„სულის სიღრმემდე შეძრული ვარ მსხვერპლით, რომელიც კიევში მომხდარ დაპირისპირებას მოყვა. სიტყვები არ მყოფნის, რომლებითაც ტკივილის გამოხატვას შევძლებდი! სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: მე გამოვყავი 10 000 000 გრივნა ყველა დაღუპულის ოჯახისთვის 2014 წლის 21 თებერვლის მდგომარეობით. ძალიან კარგად ვაცნობიერებ, რომ  ახლობლებსა და საყვარელ ადამიანებს ვერავითარი ფული ვერ შეცვლის, მაგრამ არც განზე დგომა შემიძლია!

კომპენსაციას მიიღებს ყველა, განურჩევლად იმისა ოპოზიციის მხარეს იყო დაღუპული  თუ ხელისუფლების. ვერ განვასხვავებ მკვლელსა და დაზარალებულს! ამ საქმეში ხალხი დამეხმარება, ახლა  ჩემი სამსახურები ამზადებენ ყველაფერს, რაც საჭიროა ამ პროცესის ორგანიზებისთვის.

უკრაინისთვის ვლოცულობ. მუდმივად მოგაწვდით ინფორმაციას ამ საქმის მიმდინარეობის შესახებ“ – წერს ჩერნოვეცკი თავის ფეისბუქზე. მისივე თქმით, ყველა კომპენსაციას, მისი ფონდი – „სოციალური პარტნიორობა“ გასცემს.

https://www.facebook.com/chernovetskiy

თქენთვის ასევე საინტერესო იქნება

დასაწყისში გადასვლა