პირადი გვერდი ლეონიდ ჩერნოვეცკის

ლეონიდ ჩერნოვეცკიმ კიევში კონფლიქტის შედეგად დაღუპულების ოჯახებისთვის 1 000 000 აშშ დოლარი გამოყო

ლეონიდ ჩერნოვეცკიმ თავის ფეიბუქ გვერდზე განაცხადა, რომ კიევში 21.02.2014-ის მდგომარებით კონფლიქტის შედეგად დაღუპულების ოჯახებისთვის 100 000 აშშ დოლარის ოდენობის ფულადი კომპენსაცია გამოყო, მიუხედავად იმისა, თუ ვის მხარეზე იყო ესა თუ ის ადამიანი – ოპოზიციისა თუ ხელისუფლების.

„სულის სიღრმემდე შეძრული ვარ იმ მსხვერპლით, რომელიც უკრაინელმა ხალხმა განიცადა კიევში კონფლიქტის შედეგად. სიტყვები არ მყოფნის, რომლებითაც შევძლებდი საკუთარი ტკივილის გამოხატვას! მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ ჩემს მიერ გამოყოფილი თანხის შესახებ, რომლის ოდენობაც 1 000 000 აშშ დოლარია, რომ ის გადაეცემა დაღუპულების ოჯახებს 2014 წლის 24 თებერვლის მდგომარეობით. ძალიან კარგად ვაცნობიერებ, რომ ვერავითარი ფული ვერ აანაზღაურებს მათ დანაკლისს, რომელიც ახლობლების, საყვარელი ადამიანების დაკარგვით არის გამოწვეული, მაგრამ განზე დგომა არ შემიძლია.

კომპენსაცია უკვე გადახდილია, მიუხედავად იმისა, ვის მხარეს იჭერდა ადამიანი ოპოზიციის თუ ხელისუფლების, მკვლელს დაზარალებულისგან ვერ გავარჩევ და ამაში თავად ხალხი დამეხმარა.
ვლუცულობ უკრაინისთვის! მუდმივად მოგაწვდით ინფორმაციას ამ სამუშაოს შედეგების შესახებ“ – დაწერა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ თავის ფეისბუქ გვერდზე. ჩერნოვეცკის თქმით, ყველა გადახდა მისმა საქველმოქმედო ფონდმა „სოციალურმა პარტნიორობამ“ განახორციელა.

https://www.facebook.com/chernovetskiy

თქენთვის ასევე საინტერესო იქნება

დასაწყისში გადასვლა