პირადი გვერდი ლეონიდ ჩერნოვეცკის

ლეონიდ ჩერნოვეცკიმ დაღუპული ირინა ნოზდროვსკაიას ოჯახს 500 000 გრივნა გადასცა

909108

 მივიღე გადაწყვეტილება 500 000 გრივნის ოდენობის დახმარება გავუწიო დაღუპული უფლებადამცველის – ირინა ნოზდროვსკაიას ოჯახს. პატივს ვცემ ყველას, ვინც „ქარის საწინააღმდეგოდ“ მიდის!

სიტყვები არ მყოფნის იმისთვის, რომ გამოვხატო ამ ამბით გამოწვეული აღშფოთება, ტკივილი, კოშმარი და შიში !
მაგრამ გულწრფელად ვიტყვი: თუ ამ სიმართლის დამცველი ქალბატონის სიკვდილთან სასამართლოს მუშაკების ხელი ურევია, უკრაინაში მათი დანაშაულის დამტკიცება, არა მგონია შესაძლებელი იყოს! შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მათ ამ შემთხვევაში იცოდნენ როგორ მოეხდინათ დანაშაულის ორგანიზება კვალის დატოვების გარეშე. უკრაინაში კი არ არის ნაფიც მსაჯულთა ინტიტუტი რომლის არსებობაც შესაძლებელს გახდიდა, ირიბი მტკიცებულებების საფუძველზე დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას, მაგალითად, ისე, როგორც ეს აშშ-ში მოხდებოდა!

თავის დროზე, იანუკოვიჩის მმართველობისას, მე არ შემეშინდა და 100 000 აშშ დოლარი გამოყავი ყველასთვის, ვინც „მაიდანზე“ თავისუფლებისთვის დაღვარა სისხლი! სამწუხაროა, რომ ჩვენგან საუკეთესოები კვლავ იღუპებიან!

ჩემს სიტყვას ვასრულებ და ეს არის ჩემი პასუხი ყველასთვის, ვისაც ჩემს პატიოსნებაში ეჭვი ეპარებოდა!
უფალო, ნათელი დაუმკვიდრე ირინა ნოზდროვსკაიას სულს!

2018-01-12

თქენთვის ასევე საინტერესო იქნება

დასაწყისში გადასვლა