პირადი გვერდი ლეონიდ ჩერნოვეცკის

უკრაინას აშშ-ის საელჩოს ახალი ხელმძღვანელი ეწვია

1000_545_1560844591-2548

“თქვენო აღმატებულებავ, ბატონო უილიამ ტეილორ!

კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება უკრაინაში აშშ-ის საქმეთა დროებითი წარმომადგენლის თანამდებობაზე! მსურს, გისურვოთ, თანამდებობაზე ყოფნისას, მიაღწიოთ პოლიტიკისა და ეკონომიკის სფეროებში უკრაინისა და თქვენი დიადი სახელმწიფოს – ამერიკის შეერთებული შტატების მეტად დაახლოვებას. და განსაკუთრებით – წარმატებას სამარცხვინო კორუფციის სრული აღმოფხვრის მიმართულებით, რომელიც აღარიბებს და დიდ ტანჯვას აყენებს უკრაინელ ხალხს!

მოხდა ისე, რომ უკრაინაში, ელჩის თანამდებობაზე თქვენი წინა დანიშვნის პერიოდი, ჩემს კიევის მერად არჩევის პერიოდს ზუსტად დაემთხვა. მე კარგად მახსოვს ჩვენი შეხვედრები, თქვენი პატრიოტიზმი და უკრაინის მიმართ სიყვარული.

თქვენთან კონტაქტმა გაამდიდრა ჩემი წარმოდგენა ნამდვილი სახალხო დემოკრატიის შესახებ და მომცა იმედი, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრება გაღრმავდება. 

მახსოვს თქვენი წმინდად ადამიანური თვისებებიც: მორიდებულობა, სიკეთე და წესიერება და რაც მთავარია – რამდენი იშრომეთ, პირადად თქვენ, იმისათვის, რომ უკრაინაში კანონისა და ადამიანის უფლებების მიმართ პატივისცემა გამეფებულიყო!

გულწრფელად გისურვებთ წარმატებას ყველაფერში, რასაც აკეთებთ!

კიევის ყოფილი მერი,

უკრაინის პარლამენტის სამგზის დეპუტატი,

ლეონიდ ჩერნოვეცკი



ელჩი, უილიამ ტეილორი, უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების საქმეთა დროებით ხელმძღვანელად დაინიშნა. მან ამავე თანამდებობაზე მყოფი კრისტინა ქვინი შეცვალა. 

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

“აშშ-ის საელჩო კიევში მიესალმება ელჩ უილიამ ტეილორს, რომელიც უკრაინაში აშშ-ის საქმეთა დროებითი ხელმძღვანელის სტატუსით დაბრუნდა. იგი ჩვენს გუნდს ისტორიული არჩევნებისა და გარდამავალი პერიოდის დროს უხელმძღვანელებს” – ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ტეილორი უკრაინაში აშშ-ის ელჩის თანამდებობას 2006-დან 2009 წლამდე იკავებდა.

იგი, ასევე, იყო ახლო აღმოსავლეთის საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური კოორდინატორი, ახლო აღმოსავლეთის კვარტეტში აშშ-ის წარმომადგენელი და ა.შ.

უკანასკნელ თანამდებობამდე, ტეილორი აშშ-ის სამშვიდობო ინსტიტუტის აღმსარულებელი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. 

“მოუთმენლად ველი, შევუდგე აშშ-ის საელჩოს გუნდის ხელმძღვანელობას უკრაინაში, გავაღრმაო მტკიცე საქმიანი ურთიერთობები პრეზიდენტ ზელენსკისა და მის გუნდთან, სხვა უკრაინელ მაღალჩინოსნებსა და პოლიტიკურ ძალებთან. ასევე, მხარი დავუჭირო ჩვენს მყარ, პარტნიორულ ურთიერთობებს საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და უკრაინელ ხალხთან”, – აღნიშნა ელჩმა ტეილორმა. 

საელჩოს ცნობით, კრისტინა ქვინი მისიის ხელმძღვანელის მოადილის თანამდებობას დაუბრუნდება.

თქენთვის ასევე საინტერესო იქნება

დასაწყისში გადასვლა