პირადი გვერდი ლეონიდ ჩერნოვეცკის

გუშინ მე საქართველოს პარლამენტს წარვუდგინე კანონპროექტი პედოფილების ქიმიური კასტრაციის - თანამედროვე საზოგადოების საშინელი პრობლემის შესახებ!

როგორც საქართველოს მოქალაქეს, მსურს, რომ ხელი შევუწყო კანონმდებლობის გამკაცრებას ამ საშინელი დანაშაულის შესახებ.

ამ საკანონმდებლო წინადადების შეთავაზება განპირობებულია ბავშვების უფლებების და ქვეყნის მომავლის დაცვის აუცილებლობით, ასევე მსგავსი კანონის მიღებით მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყნებში!

პედოფილია დანაშაული არ არის, ეს სერიოზული ფსიქიკური დაავადებაა. და სასჯელის ვერანაირი ვადა ამ პრობლემას ძირეულად ვერ გადაჭრის. ციხიდან გამოსული პედოფილი ასჯერ უფრო მეტად სახიფათო ხდება. ეს ფაქტია.

სამწუხაროდ, დღეს ამგვარი დანაშაულების სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს, მაგრამ ასეთი ფაქტები ხშირად ხდება ქვეყანაში, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც სათანადო საკანონმდებლო რეგულაციების არარსებობის გამო, ადგილობრივი მოსახლეობა მოითხოვს დამნაშავეთა ლინჩის წესით გასამართლებას და მათ სახლების გადაწვით იმუქრებიან.

მე მჯერა, რომ ღმერთი დაგვეხმარება და შევძლებთ ამ ინიციატივით ასობით და ათასობით უბედური ბავშვის სიცოცხლე და მომავალი გადავარჩინოთ!

თქენთვის ასევე საინტერესო იქნება

დასაწყისში გადასვლა