ლეონიდ ჩერნოვეცკიმ მინდელის სახელობის შახტში დაღუპული მეშახტეების ოჯახებს ფინანსური დახმარება გაუწია
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 5 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული მეშახტეების ოჯახებს ბიზნესმენმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ ფინანსური დახმარება გაუწია.
ჩერნოვეცკის ფონდის წარმომადგენლები ტყიბულში ჩავიდნენ, შახტში დაღუპულთა ოჯახებში მივიდნენ და მიუსამძიმრეს. ფონდის დირექტორმა ელენე პოლიშუკმა ლეონიდ ჩერნოვეცკის სახელით დაღუპული მეშახტეების ოჯახებს 7500-7500 ლარი გადასცა.
„როდესაც ლეონიდ ჩერნოვეცკიმ ტრაგედიის შესახებ ტელევიზიით შეიტყო, გადაწყვიტა დაღუპულთა ოჯახებს ფინანსურად დახმარებოდა. მე, მისი სახელით ჩამოვედი თქვენთან და გადმოგცემთ 7 500 ლარს,რომელიც შეგიძლიათ თქვენივე შეხედულებისამებრ გამოიყენოთ“, – განაცხადა ელენე პოლიშუკმა.
ამასთან ცნობილია, რომ მინდელის სახელობის შახტში დაღუპული და დაშავებული მეშახტეების ოჯახებს „საქნახშირი“ დაეხმარება.
5 აპრილს, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა.





თქენთვის ასევე საინტერესო იქნება
-
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პედოფილიასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვაზე უარი თქვა. 17.10.2019
-
უკრაინას აშშ-ის საელჩოს ახალი ხელმძღვანელი ეწვია 19.06.2019
-
გუშინ მე საქართველოს პარლამენტს წარვუდგინე კანონპროექტი პედოფილების ქიმიური კასტრაციის - თანამედროვე საზოგადოების საშინელი პრობლემის შესახებ! 26.10.2018
-
ოლიგარქი კოსმოსიდან 13.10.2018