პირადი გვერდი ლეონიდ ჩერნოვეცკის

ლეონიდ ჩერნოვეცკი: „ჩვენ შევძელით ეს პატარები საშინელი სიბნელიდან, სიღატაკიდან და ცხოვრების არაადამიანური პირობებისგან დაგვეხსნა!“

567657567

 ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი საქართველოში 2012 წლიდან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დახმარებას უწევს 700 მარტოხელა მოხუცს და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს.

თბილისსა და ქობულეთში წარმატებით ფუნქციონირებს 3 საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი, რომლებშიც პატარები ნაკლებად  უზრუნველყოფილი ოჯახებდან სრულ კომფორტში ცხოვრობენ, იღებენ ყველაფერს აუცილებელს სრულფასოვანი განვითარებისთვის:  4-ჯერად კვებას, ხარისხიან განათლებას, ახალ ტანსაცმელს, ფეხსაცმელს და მრავალ სხვას.

„ჩვენ შევძელით ეს პატარები საშინელი სიბნელიდან, სიღატაკიდან და ცხოვრების არაადამიანური პირობებისგან დაგვეხსნა! ახლა მათ გაუჩნდათ ნათელი მომავლისა და კარგად ცხოვრების იმედი, სულ ცოტა ხნის წინ მათ ისიც კი არ იცოდნენ, ხვალ რა მოელით!

აქ ბავშვები მუდმივად გარემოცულნი არიან აღმზრდელების სითბოთი და მზრუნველობით.

ჩვენი აღსაზრდელები სკოლაში კარგად სწავლობენ, დადიან სხვადასხვა სპორტულ სექციებში: ცეკვაზე, სიმღერაზე, ხატვაზე, ასევე, ემზადებიან რეპეტიტორებთანაც – ეუფლებიან უცხო ენებს!

მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მომავალში, სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, მათ  საკუთარი თავის პატიოსანი შრომით უზრუნველყოფა შეძლონ! სულ ცოტა ხნის წინ, ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას კოლეჯ „სპექტრის“ წარმომადგენლებთან, სადაც ჩვენი ბავშვები შეძლებენ აირჩიონ სასურველი პროფესია და სასწავლო კურსი სრულიად უფასოდ გაიარონ!

დიდი ბედნიერებაა როდესაც ვხედავ რომ ოდესღაც შეშინებული, მშიერი და უბედური ბავშვები ჩვენი დახმარებით ხვალინდელი დღის რწმენას იბრუნებენ და რაც ყველაზე მთავარია,  ადამიანების სიკეთის რწმნას! – განაცხადა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ.

23343543

თქენთვის ასევე საინტერესო იქნება

დასაწყისში გადასვლა