პირადი გვერდი ლეონიდ ჩერნოვეცკის

ლეონიდ ჩერნოვეცკი: "ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რათა ჩვენი დახმარების მიმღები ბენეფიციარების რაოდენობა გაიზარდოს!"

ჩვენი უფასო სასადილოს გახსნის პირველი დღიდან ვკვებავთ უფასო სადილებით ადამიანებს, რომლებსაც საზოგადოება არ იმჩნევს. ესაა ხალხი მუდმივი საცხოვრებელი მისამართის გარეშე და ყოფილი პატიმრები, რომლებსაც წასასვლელი არსად აქვთ გათავისუფლების შემდეგ, ასევე, ნაკლებად უზრუნველყოფილი მარტოხელა მოხუცები, რომლებსაც პენსია საცხოვრებელი ხაჯების დასაფარად ძლივს ჰყოფნით…

ჩვენი სასადილოს მზარეულები და სხვა თანამშრომლები სადილს ამზადებენ 5000 და მეტი ადამიანისთვის… მუშაობას დილის 5 საათიდან იწყებენ და გვიან საღამომდე შრომაში არიან ჩართულები იმისთვის, რომ ჩვენი არცერთი ბენეფიციარი სადილის გარეშე არ დარჩეს. მათთვის ყოველდღიურ მენიუშია სალათები, ხორცის კერძები დესერტი უფასო სასადილოს სტუმრებისთვის… ისევ სალათები და ხორცის კერძები ჩვენი „სოციალური პატრულის“ დანიშნულების პუნქტის სტუმრებისთვის.

„მე ვაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რათა ჩვენი დახმარების მიმღები ბენეფიციარების რაოდენობა გაიზარდოს! სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარების გაწევისას ჩვენ ვცდილობთ ვკვებოთ რაც შეიძლება მეტი გაჭირვებული, ვინაიდან გვწამს, რომ მათი ცხოვრება უკეთესობისკენ აუცილებლად შეიცვლება!

   ასევე, მადლიერი ვარ იმ ათასობით ქართველის, რომლებიც გვეხმარებიან მუშაობაში ფიზიკურად და ფინანსურად! ისინი საქართველოს ნამდვილი პატრიოტები, კეთილი გულის მქონე ადამიანები არიან! ჩემი ძირითადი მიზანია, ქართველებს ერთმანეთზე ზრუნვა ვასწავლო. მივიყვანო უფალთან ისინი, ვინც მას ეძებს, რადგან გულწრფელად მჯერა: რამდენიც არ უნდა ილოცოს ადამიანმა და რამდენიც არ უნდა იაროს ტაძარში, მის ლოცვას ღმერთი არასდროს შეისმენს, თუ  გაჭირვებაში მყოფ უცნობ ადამიანს დახმარების ხელს არ გაუწვდის!“ – განაცხადა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ.

4564564563546

თქენთვის ასევე საინტერესო იქნება

დასაწყისში გადასვლა