ევრომაიდანზე დაღუპული ქართველის კიდევ ერთმა ოჯახმა „ჩერნოვეცკის ფონდიდან“ დახმარება მიიღო
მაიდანზე განვითარებული სისხლიანი მოვლენების შემდეგ, კიევის ექს-მერმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ დაღუპულების ოჯახების დასახმარებლად 1 მილიონ დოლარზე მეტი გამოყო. დღესდღეობით, ფულადი დახმარება ყველა დაზარალებულმა ოჯახმა უკვე მიიღო.
კიევში „ზეციურ ასეულად“ წოდებულ გმირებს შორის საქართველოს ორი მოქალაქე – დავით ყიფიანი და ზვიად ხურციაც არიან. ხურციას დედამ, ნინომ უკვე მიიღო 24 400 ლარი ოდენობის თანხა, მანამდე კი, ჩერნოვეცკიმ ასეთივე დახმარება ყიფიანის ოჯახსაც გაუწია..
„ის, რაც კიევში მოხდა, უკრაინელი ხალხის გმირობა იყო, რომელმაც საკუთარი სისხლის ფასად გააგდო ქვეყნიდან მკვლელი, კორუმპირებული და ხალხის მოძულე ხელისუფლება.
კიდევ უფრო დიდი ფასი აქვს იმას, როდესაც მსგავს მნიშვნელოვან მოვლენებში მონაწილეობენ უკრაინის მოქალაქეობის არმქონე ადამიანები, რომლებმაც გაიარეს ათასობით კილომეტრი იმისთვის, რომ საქართველოდან კიევში ჩამოსულიყვნენ და ევრომაიდანზე დამდგარიყვნენ, სადაც მომიტინგეებს სნაიპერები ლამის საათში ერთხელ კლავდნენ!
ეს გმირობაა, რასაც ისტორია აუცილებლად დააფასებს… ამ ადამიანების სახელები ოქროს ასოებით ჩაიწერება უკრაინისა და ყოფილი საბჭოთა, ახლა უკვე თავისუფალი ქვეყნების ისტორიაში!“ – განაცხადა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ.
თქენთვის ასევე საინტერესო იქნება
-
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პედოფილიასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვაზე უარი თქვა. 17.10.2019
-
უკრაინას აშშ-ის საელჩოს ახალი ხელმძღვანელი ეწვია 19.06.2019
-
გუშინ მე საქართველოს პარლამენტს წარვუდგინე კანონპროექტი პედოფილების ქიმიური კასტრაციის - თანამედროვე საზოგადოების საშინელი პრობლემის შესახებ! 26.10.2018
-
ოლიგარქი კოსმოსიდან 13.10.2018