პირადი გვერდი ლეონიდ ჩერნოვეცკის

ლეონიდ ჩერნოვეცკი დაღუპული სპეცნაზის თანამშრომლის ვანო გოლოშვილის ოჯახს დაეხმარა

vano-goloshvili-landing
თბილისში ცოტა ხნის წინ ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად, სპეცნაზის თანამშრომელი ვანო გოლოშვილი დაიღუპა. ლეონიდ ჩერნოვეცკიმ დაღუპული ქართველი გმირის ოჯახის მიმართ თანაგრძნობა გამოხატა და ფინანსური დახმარება გაუწია: „მივიღე გადაწყვეტილება დავეხმარო დაღუპული ვანო გოლოშვილის ოჯახს, რადგან უბედურება მოხდა არა უცხოს, არამედ ჩვენს საერთო სახლში, ის ერთ-ერთ ჩვენგანს შეემთხვა!
საქართველომ დაკარგა თავისი გმირი თბილისში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს! ის არა მხოლოდ ტერორისტებს ებრძოდა, არამედ იცავდა სამშობლოს, ხალხსა და შვილებს! 

ვანოს მალე დაბადების დღე უნდა აღენიშნა, ის 42 წლის გახდებოდა. ამ დღის გატარებას მეუღლისა და ორი შვილის გარემოცვაში გეგმავდა…

მე, როგორც ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამაყ და დამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრობს, მისი ოჯახის წინაშე ვალში ვარ და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი რაც შესაძლებელია, იმისთვის, რომ მათ იგრძნონ, რომ მარტონი არ დარჩნენ ამ უბედურებასთან, რომელსაც მამის, მეუღლის და მარჩენალის დაკარგვა ჰქვია!

დარწმუნებული ვარ, რომ ის თანხა, რომელიც მის მეუღლეს გადავეცით (25 ათასი ლარი), სრულიად არაა საკმარისი იმისთვის, რომ ეს ტკივილიანი დანაკლისი რამენაირად შეავსოს, მაგრამ ასეთ მომენტებში ერთად უნდა დავდგეთ. ეს ხომ ჩვენი დიდი საერთო ოჯახის – ქართველი ხალხის უდიდესი დანაკლისია!

დიდება გმირებს!
დიდება საქართველოს!“ – განაცხადა ჩერნოვეცკიმ.

თქენთვის ასევე საინტერესო იქნება

დასაწყისში გადასვლა