პირადი გვერდი ლეონიდ ჩერნოვეცკის

ხარკოვში სოციალური დაზარალებულებისა და იძულებით გადასახლებული პირებისთვის სასტუმრო გაიხსნა

ხარკოვში არსებული სოციალური სასტუმრო უკრაინაში ერთადერთია, სადაც დროებით გაჩერება შეუძლიათ იძულებით გადაადგილებულ და უსახლკარო პირებს, რომლებიც სახლის გარეშე ავარიის, სტიქიური უბედურების ან ხანძრის შედეგად დარჩნენ.

პროექტი გერმანიამ დააფინანსა, ასევე, გარკვეული თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყო ხარკოვმაც. სასტუმრო იღებს ადამიანებს, რომლებიც „ატოს“ ზონიდან გამოიქცნენ, ასევე, მისი კარი ღიაა ხანძრის მსხვერპლთათვის ხარკოვიდან. სასტუმროს რამდენიმე ნომერი მორგებულია შშმ პირებზე, ერთი ნომერი კი, განკუთვნილია გადაუდებელი სიტუაციებისთვის, სასტუმროს მესვეურები ცდილობენ ის მუდამ თავისუფალი იყოს. ოთახების რაოდენობა 19-ია, ამ სასტუმროში ცხოვრება 50 გრივნა ღირს, ზოგიერთ შემთხვევაში,  დარჩენა უფასოა.

ორგანიზატორები გეგმავენ სასტუმროში გაჩერება მოკლეხნიანი იყოს – ამიტომ, იქ ხანგრძლივად დარჩენის შემთხვევაში, ოთახის ფასმა შესაძლოა დღე-ღამეში 100 გრივნამდე მოიმატოს. სოციალური სასტუმრო უზრუნველყოფილია ორი სამზარეულოთი და დასასვენებელი ოთახით, საშხაპეები და საპირფრეშოებით  შშმ პირებისთვის. ყოველ ოთახში შესაძლებელია იცხოვროს 5-მა ადამიანმა, ანუ მთლიანობაში, სასტუმროში დარჩენა 50 ადამიანს შეუძლია.

შენობის რემონტს და ოთახების მოწყობას 11.5 მლნ გრივნა დასჭირდა.  გერმანიის გენერალურმა კონსულმა, რომელიც მონიტორინგს უწევდა სამუშაოებს აღნიშნა, რომ პროექტი ხარისხიანადაა რეალიზებული და გამოყოფილი თანხა მიზონობრივად დაიხარჯა. სასტუმრო ფუნქციონირებას იანვრიდან დაიწყებს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, ტუმრების მიღება ხვალვეა შესაძლებელი.

თქენთვის ასევე საინტერესო იქნება

დასაწყისში გადასვლა