პირადი გვერდი ლეონიდ ჩერნოვეცკის

„ცხოვრება უაზროდ გადის, უსიხარულოდ ვცხოვრობ, სულ ესაა...“

kjjhkhkjh

როგორ წარმოგიდგენიათ იდეალური დღე?

ლეილა, 37 წლის: იდეალურია დღე, როდესაც ბავშვები და მე ჯანმრთელები ვართ, მაცივარი სავსეა სურსათით, პატარებს აქვთ სამოსი და ფეხსაცმელი, გვაქვს სახლი… მეტზე არც ვოცნებობ…

ელისო, 33 წლის: ძალიან ცუდ მდოგმარეობაში ვარ, არაფერი გამაჩნია, რა იდეალურ დღეზე შეიძლება საუბარი… ძალიან მჭირდება საწოლი, სამოსი ბავშვებისთვის. 6 შვილის დედა გახლავართ: უფროსი 15 წლისაა, უმცროსი – 2-ის… პაწაწინა ოთახში ვცხოვრობთ, რომელშიც თითქმის არ არის ავეჯი, საპირფარეშო გარეთაა… სახლზე, ავეჯზე ვოცნებობ, საბედნიეროდ, ბავშვები ჯანმრთელად არიან….

ჯუმბერი, 65 წლის: იცით, ასაკის მატებასთან ერთად, გულის ტკივილი დამჩემდა, ახლა ოპერაცია მესაჭიროება… ჩემთვის იდეალური დღე მაშინ დადგებოდა, როდესაც ჯანმრთელი ვიქნებოდი, წლებთან ერთად, სულ უფრო მეტად ხვდები, რომ ჯანმრთელობაზე ძვირფასი არაფერია. თუ ადამიანი კარგად არის, ყველაფერს შეძლებს…

თავს რა ასაკში გრძნობთ?

ლეილა, 37 წლის: იცით, ისე დამღალა ამ ყოფითმა პრობლებმა, თავს გაცილებით ასაკოვნად ვგრძნობ, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 37 წლის ვარ. სამწუხაროდ, ასეა.

ელისო, 33 წლის: 33 წლის ვარ, მაგრამ საერთოდ ვერ ვგრძნობ… ნერვიულობის გამო, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შემექმნა – სულ გული მტკივა და მაღალი წნევა მაქვს. მეუღლეს დავშორდი… ძალიან გვიჭირს მარჩენალის გარეშე ცხოვრება, ცოცხალი მხოლოდ უფლის წყალობით ვარ…

ჯუმბერი, 65 წლის: ეჰ, ვცდილობ ამაზე არ ვიფიქრო… თავს გაცილებით უფრო მოხუცებულად ვგრძნობ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყველაფერი მტკივა… ცხვორება უაზროდ გადის, უსიხარულოდ ვცხოვრობ, სულ ესაა…

რას გააკეთებდით პირველ რიგში, პრეზიდენტი  რომ გამხდარიყავით?

ლეილა, 37 წლის: პირველ რიგში, ვეცდებოდი, ნორმალური სამუშაო მიმეცა ყველა გაჭირვებულისთვის, რათა ხვალინდელ დღეზე შიშით არ ეფიქრათ… იმდენი დახმარების მოლოდინში მყოფი ადამიანია, რითაც შევძლებდი, ხელს შევუწყობდი მათ.

ელისო, 33 წლის: აუცილებლად დავეხმარებოდი სოციალურად დაუცველ ადამიანებს, მე ხომ საკუთარ თავზე გამოვცადე, რა არის სიცივე და შიმშილი. ეს არის შიში, რომელიც ღამით არ გაძინებს, შიში იმის წინაშე, ხვალ ბავშვებს რა აჭამო… ყველა გაჭირვებულს ფინანსურად დავეხმარებოდი, ან სამსახურს ვაშოვნინებდი.

ჯუმბერი, 65 წლის: მსგავსზე არასდროს მიოცნებია და ვერ წარმომიდგენია, რას ვიზამდი. ალბათ, რაც შეიძლება ბევრ სამუშაო ადგილს შევქმნიდი, ქვეყანაში ამდენი გაჭირვებული ადამიანი რომ აღარ ყოფილიყო.

 

წიგნი „მილიარდერის, პოლიტიკოსისა და ქველმოქმედის საოცარი ისტორია“

თქენთვის ასევე საინტერესო იქნება

დასაწყისში გადასვლა