პირადი გვერდი ლეონიდ ჩერნოვეცკის

ბავშვები, რომლებზეც ჩვენი ფონდი ზრუნავს, საქართველოს პარლამენტს ესტუმრნენ

სულ ცოტა ხნის წინ,  ლეონიდ ჩერნოვეცკიმ  ახალი პროექტი – „განათლება – ნათელი მომავლის გარანტი“ ჩაუშვა, სწორედ მის ფარგლებში ეწვივნენ მისი საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების აღსაზრდელები საქართველოს პარლამენტს ექსკურსიაზე:

 „ადამიანი მხოლოდ პურით არ ცოცხლობს“ – ეს ბიბლიური გამონათქვამი ყოველ ჩვენგანს წაუკითხავს ან სხვებისგან სმენია. მაგრამ მოდით, დავფიქრდეთ – რამდენად ხშირად ვიყენებთ მას ცხოვრებაში და რამდენად აჭარბებს ჩვენი სულიერი მისწრაფებები მატერიალურ მისწრაფებებს?

მე უზომოდ მადლიერი ვარ უფლის იმისთვის, რომ მომცა საშუალება ჩამეშვა ახალი პროექტი, სახელწოდებით „განათლება – ნათელი მომავლის გარანტი“. რა ბედნიერებაა, როდესაც ბავშვების თვალებში იყურები და მათში განათლების ნაპერწკლებს, იმედსა და საპასუხო სიყვარულს ხედავ.

 ჯერ კიდევ 2 წლის წინ ჩემი საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების აღსაზრდელები ელემენტარულ საკვებს, სამოსსა და ბავშვურ სიამოვნებებს  იყვნენ მოკლებულნი. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პატარებს არა მხოლოდ ჭერი და საკვები, არამედ განათლებაც სჭირდებათ და გულწრფელად ვამაყობ, რომ შემიძლია მათ მომავლის შექმნაში დავეხმარო, ასევე, დავეხმარო მათ ამ სამყაროს შეცნობაში. ჩვენი პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით – საქართველოს პარლამენტში ექსკურსიის სახით, წარმატებული გამოდგა.

 მე ვიცი, რომ გზანი უფლისანი შეუცნობელია! ვინ იცის, იქნებ, რომელიმე ჩვენი აღსაზრდელი ოდესმე დეპუტატიც გახდეს, დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ეს ბავშვები შეცვლიან უკეთესობისკენ საქართველოს მომავალს, მათ ხომ საკუთარი გამოცდილებიდან იციან, რა არის შიმშილი, სიცივე და ხვალინდელი დღის არარსებობა, რაც ყველაზე მთავარია, ისინი განათლებულ ადამიანებად აღიზრდებიან და ჩვენი საზოგადოების ღირსეულ წევრებად იქცევიან.“ – აცხადებს ჩერნოვეცკი.

 

წიგნი „მილიარდერის, პოლიტიკოსისა და ქველმოქმედის საოცარი ისტორია“

თქენთვის ასევე საინტერესო იქნება

დასაწყისში გადასვლა