პირადი გვერდი ლეონიდ ჩერნოვეცკის

ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში მთავარი სიმდიდრე ოჯახია!

5464545457

  დღის ცენტრს უკვე უამრავი ადამიანი სტუმრობს, მათ აქ ჰპოვეს სიმყუდროვე და მეგობრები, რომლებიც ცხოვრებაში ასე ძალიან აკლდათ. ჩვენ ეს ძალიან გვახარებს, რადგან ვგრძნობთ, რომ სამყაროს ცოტათი უკეთესს ვხდით და ამით სული გვითბება.

   დღეს ჩვენი ბენეფიციარები ცხოვრებისეულ კითხვებზე გვიპასუხებენ. ალბათ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც, ყოველი ჩვენგანი დაფიქრებულა იმაზე, როგორ განასხვაოს კეთილი ადამიანი ბოროტისგან, როგორ იცხოვროს ღირსეულად და იმაზე, თუ ვინ არის მისთვის ყველაზე ახლობელი ადამიანი ცხოვრებაში. ამ მშვენიერმა ქალბატონებმა, რომლებმაც საკმაოდ მძიმე ცხოვრება გამოაიარეს, ამ თემებზე საკუთარი, ძალიან საინტერესო აზრები გაგვიზიარეს:

თქვენი აზრით, როგორ უნდა განვასხვაოთ კეთილი ადამიანი ბოროტისგან?

მანანა, 52 წლის:  ადამიანი, პირველ რიგში, კეთილი და თავმდაბალი უნდა იყოს და არა – ქედმაღალი. ცხოვრებაში უამრავ სხვადასხვა ტიპის ადამიანს შევხვერდივარ, იცით, ადრე ყველაფერი მქონდა, მაგრამ შემდეგ მოხდა ისე, რომ ახლა უკიდურეს სიღატაკეში მიწევს ცხოვრება, მაგრამ მაშინაც და ახლაც თავმდაბალ ადამიანდ დავრჩი, თუ რამე შემეშლება, შემიძლია ბოდიში სულ პატარა ბავშვსაც მოვუხადო.

ნათელა, 45 წლის: საერთო ენის გამონახვა, პრაქტიკულად, ყველასთან შემიძლია, მაშინაც კი, თუ ადამიანი ცუდია… დიდი ხნის წინ მივხვდი, რომ არ შეიძლება, ყველას ერთი და იგივე მოსთხოვო. ვერ ვიტან კამათსა და ჩხუბს, ჩემს ვაჟსაც სულ ვასწავლი, რომ გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, სჯობს, დაძაბულ სიტუაციას დროულად გაეცალოს, ან შეეცადოს მიიღოს ადამიანი ისეთად, როგორიც არის…

მაია, 55 წლის:  მთავარია, ადამიანი იყოს პატიოსანი, ასეთი ადამიანები მიყვარს. ხდება ხოლმე, რომ ვინმე ცუდად მოიქცევა, თუ დავინახავ, რომ ეს სუფთა გულით გააკეთა, რადგან ეგონა, რომ სწორად იქცევა, ყოველთვის ვაპატიებ, ვეცდები ავუხსნა, რაში ცდება. კარგის პოვნა, ერთი შეხედვით, ბოროტ ადამიანებშიც შეიძლება, ბოლომდე ცუდი ადამიანი არ არსებობს, ყოველ ჩვენგანს უამრავი ცოდვა აქვს…

როგორ ფიქრობთ, როგორია „ღირსეული ადამიანი“?

მანანა, 52 წლის: ადამიანმა ბევრი სიკეთე უნდა აკეთოს! მაგალითად, მე მყავდა ღირსეული, უკეთილშობილესი მამა, მან სახლი აგვიშენა! იცით, მას სულ ვიხსენებ, ვიხსნებ მის საქმეებს. თავად მე მხატვარი ვარ, ჩემს შემდეგ, ხალხს ჩემს ნახატებს დავუტოვებ… ვფიქრობ, რომ ღირსეული ადამიანები ისინი არიან, ვისაც მომავალი თაობები თავიანთი საქმეებისთვის გაიხსნებენ…

ნათელა, 45 წლის: ღირსეულ ადამიანს შეუძლია და სურს სხვებს დაეხმაროს – ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იყო ღირსეული – ძალიან რთულია, ამას დიდი შრომა სჭირდება, მაგრამ ასეთ ხალხს უფალი მუდამ ეხმარება. მადლობა ღმერთს, რომ ასეთები ჯერ კიდევ ბევრნი არიან ამ ქვეყანაზე!

მაია, 55 წლის: ერთი ნათესავი მყავს, სახელს არ გავამხელ – ის ჩემთვის ყველაზე ღირსეული ადამიანია! ამ სამყაროში, იმისთვის, რომ ღირსეულად დარჩე, ძლიერი სულის პატრონი უნდა იყო, როგორი რთულიც არ უნდა იყოს, სწორი გზიდან არ უნდა გადაუხვიო… ძალიან ძნელია ისეთ ადამიანად ქცევა, როგორადაც უფალს სურს გვხედავდეს…

ვინ არის თქვენთვის ყველაზე ახლობელი ადამიანი, რომლისთვისაც ყველაფერს გააკეთებთ?

მანანა, 52 წლის: ჩემი ვაჟი. ის 9 წლისაა… მის გამო, ისევე, როგორც ყველა მოსიყვარულე დედა, სიცოცხლესაც დავთმობ. მინდა, რომ ჩემი შვილი ბედნიერი იყოს, მისი მომავლისთვის ვიბრძვი და იმედი მაქვს, უფლის წყალობით, ყველაფერი გამომივა…

ნათელა, 45 წლის: ჩემი შვილები და ოჯახი, მაგრამ ასევე, ვცდილობ დავეხმარო ხოლმე სრულიად უცნობ ადამიანებსაც, რომლებიც რთულ მდგომარეობაში იმყოფებიან…

მიუხედავად იმისა, რომ მეც ურთულეს პირობებში ვცხოვრობ, მზად ვარ, დახმარების ხელი გავუწოდო იმას, ვინც ვხედავ, რომ ჩემზე გაცილებით უარეს მდგომარეობაშია. მჯერა, რომ ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე დიდი სიმდიდრე მისი ოჯახია… მთავარია, რომ ახლობელი და საყვარელი ადამიანები იყვნენ ჯანმრთელად, სხვა დანარჩენი -ცვალებადია…

მაია, 55 წლის: არის ერთი ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში ყველაზე მეტად ვენდობი – ჩემი მეგობარია. შემიძლია მას დაუფიქრებლად შევწირო ყველაფერი, რადგან ის ჩემს გამო ამავეს გააკეთებს.

თქენთვის ასევე საინტერესო იქნება

დასაწყისში გადასვლა