პირადი გვერდი ლეონიდ ჩერნოვეცკის

კიევის ექს-მერმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ თავისი ტვიტერის პერსონალური გვერდის ჩაშვების შესახებ განაცხადა

დღეს, კიევის ექს-მერმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ თავისი პერსონალური ტვიტერის გვერდის – https://twitter.com/LChernovetskyi  ჩაშვების შესახებ განაცხადა.

 ტვიტერზე უკვე პირველი შეტყობინებაც გამოქვეყნდა, მისი შინაარსი ასეთია: „სამყაროსთვის, ადამიანებისთვის ჩემი მეგობრებისა და არამეგობრებისთვის  ბევრი რამე მაქვს სათქმელი – გამოიწერეთ ჩემი გვერდი, აქაც დავახლოვდეთ!“

ასევე, ამ თემას მიეძღვნა ჩერნოვეცკის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული პოსტიც, რომელსაც 400 ათასამდე ხელმომწერი ჰყავს: „დღეს, ჩემი ტვიტერის პერსონალური გვერდი ამუშავდა! ფეისბუქზე სულ ვარ და იქიდან არსად არ ვაპირებ წასვლას, იქ ხომ თქვენთან ურთიერთობის შესაძლებლობა მაქვს, მეგობრებო! მაგრამ უნდა განვვითარდეთ და გავფართოვდეთ, ყოველთვის რამე ახალი მოვსინჯოთ – ეს ჩემი ცხოვრების დევიზია, რომელსაც ჩემთვის არასდროს დაუღალატებია, მეტიც – მუდამ წინსვლაში მეხმარება!

ამიტომ, წავიდეთ წინ, გამოიწერეთ ჩემი გვერდი ტვიტერზე! საინტერესო იქნება!“

თქენთვის ასევე საინტერესო იქნება

დასაწყისში გადასვლა