პირადი გვერდი ლეონიდ ჩერნოვეცკის

ლეონიდ ჩერნოვეცკიმ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს - გიორგი მღებრიშვილს ღია წერილით მიმართა.

ცოტა ხნის წინ, ლეონიდ ჩერნოვეცკიმ  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს – გიორგი მღებრიშვილს ღია წერილით მიმართა:

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს,

- გიორგი მღებრიშვილს

პატივცემულო ბატონო გიორგი!

   ვსარგებლობ შემთხვევით და მსურს თქვენდამი ჩემი პატივისცემა გამოვხატო და მადლობა გადაგიხადოთ ჩემთვის დათმობილი დროისთვის და ყურაღებისთვის.

ჩერნოვეცკის ფონდი უკვე 5 წელიწაზე მეტია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დახმარებას უწევს ქართული საზოგადოების ყველაზე დაუცველ ფენებს: მარტოხელა, საწოლს მიჯაჭვულ მოხუცებს, მრავალშვილიან და სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ბავშვებს, რომლებიც მშობლების მზრუნველობას არიან მოკლებულნი.

ასევე, ჩვენი ფონდი პატრონობს 3 ოჯახური ტიპის ბავშვთა სახლს თბილისში და ქობულეთში. ეს სახლები უმაღლეს ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს.

   ჩვენ შევძელით 28 ბავშვი, რომელიც ადრე ხშირად შიმშილობდა და სკოლაში არ დადიოდა, უკიდურესი სიღატაკიდან დაგვეხსნა! ახლა ისინი  კომფორტულ პირობებში ცხოვრობენ, დადიან სკოლაში, დღეში ოთხჯერ იკვებებიან, უზრუნველყოფილნი არიან ახალი სამოსით და სრულფასოვანი განვითარებისთვის აუცილებელი სხვა დანარჩენით!

ჩვენ ამ პატარებს უკეთსი მომავლისა და ცხოვრების იმედი მივეცით!

   პატივცემულო ბატონო გიორგი, ჩვენს ოჯახური ტიპის ბავშვთა სახლებში ბიჭები იზრდებიან, წელს მათ 15 წელი შეუსრულდებათ. ვინაიდან ჩვენი ბავშვები ობლები არიან და არ აქვთ საშუალება მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო თანხა გადაიხადონ, ჩვენ გვსურს მათ მივცეთ საგზური ცხოვრებაში – სამინისტროს მიერ ბრძანებულების გამოცემით, რომელიც ითვალისწინებს ბავშვთა სახლებიდან გათავისუფლებული ობლების მართვის მოწმობის საფასურის გადასახაისგან გათავისუფლებას.

  ამით, პატივცემულო ბატონო გიორგი, თქვენ საქართველოს უდიდეს საქმეს გაუწევთ და ხელს შეუწყობთ ქვეყნის ღირსეული მოქალაქეების აღზრდას!

ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენს თხოვნას გაითვალისწინებთ და გაგებით მოეკიდებით.“ – წერს ჩერნოვეცკი.

თქენთვის ასევე საინტერესო იქნება

დასაწყისში გადასვლა