პირადი გვერდი ლეონიდ ჩერნოვეცკის

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდმა თბილისში უფასო სასადილო გახსნა

2 ივნისს ჩემი ფონდის ბაზაზე სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის დღის ცენტრისა და უფასო სასადილოს გახსნა შედგა. სასადილოს მომსახურებით სარგებლობა დღეში 500-მდე ადამიანს შეუძლია.

3 საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლისა და შინმოვლის პროგრამის დანერგვის შემდეგ, რომელიც თვეში 600 მოხუცს ემსახურება, ეს რიგით მესამე პროექტი იქნება, რომელსაც ჩვენი საქველმოქმედო ფონდი საქართველოში განახორციელებს და სრულად დააფინანსებს:

„ეს იქნება ევროპული ტიპის ცენტრი, რომელიც უკიდურესად მძიმე სოციალურ მდგომარებაში მყოფ მოსახლეობაზე იზრუნებს. ცენტრში იქნება უფასო სასადილო, ასევე, გათვალისწინებულია ექიმის უფასო კონსულტაცია, საპარიკმახერო, დასასვენებელი ოთახი ტელევიზორით, საშხაპეები, ტანსაცმლის ბანკი, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი. ეს ევროპული პრაქტიკაა და ჩვენ გავხსენით არა მხოლოდ სასადილო, არამედ მოვემსახურებით შეჭირვებულ მოსახლეობას დღის განმავლობაში და დავეხმარებით ნებისმიერი ყოფითი საკითხის მოგვარებაში.

აქ ყველა, ვისაც სჭირდება, შეძლებს მიიღოს გემრიელი და ნოყიერი სადილი! სასადილოს მზარეულები ყოველდღიურად ამზადებენ მრავალფეროვან და დაბალანსებულ კერძებს: ცხელ წვნიანებს, ხორცის სადილებს გარნირით, სალათებს და ნოყიერ ხილის კომპოტებს.

პირადად მე ბედნიერი ვარ, რომ საშუალება მაქვს  ჩემი ეს პროექტი თბილისში განვახორციელო. დარწმუნებული ვარ, რომ უფლის შეწევნით,  მას საქართველოს სხვა რეგიონებშიც დავნერგავთ!“ – აცხადებს ლ. ჩერნოვეცკი.

ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://chernovetskiy.ge/personality/videos/?geo-redirect=false#video-XhMwlREX2wY

თქენთვის ასევე საინტერესო იქნება

დასაწყისში გადასვლა