პირადი გვერდი ლეონიდ ჩერნოვეცკის

ლეონიდ ჩერნოვეცკი: „2 წლის წინ ეს ბავშვები ლამის სასიკვდილოდ იყვნენ განწირულნი!“

23232354ლეონიდ ჩერნოვეცკიმ ბავშვებს, რომლებიც მისი სოაჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში ცხოვრობენ, ზღვაზე დასვენება დაუფინანსა.

  “როდესაც ზღვაში ამ უდარდელად მოჭყუმპალავე და სანაპიროზე მორბენალ  პატარებს ვუმზერ, გული მეკუმშება! სულ რაღაც 2 წლის წინ ხომ ეს ბავშვები ლამის სასიკვდილოდ იყვნენ განწირულნი, მათ არანაირი მომავალი არ ჰქონდათ…

  უფლის მადლიერი ვარ, რომ მომცა საშუალება, მათ ვაჩუქო უკეთესი მომავლის იმედი და ბავშვობა, უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ ამ წელსაც შევძელი ჩემი ოჯახური ტიპის ბავშვთა სახლების აღსაზრდელებისთვის საზაფხულო დასვენება მეჩუქებინა.

  ჩვენ ერთდროულად ბევრიც გვწადია და ცოტაც: გვინდა პატარები იღიმოდნენ, სახეები ბედნიერებისგან უბრწყინავდეთ, გვსურს  მიირთვან ნაყინი და ხილი,  გრძნობდნენ ბავშვობის განუმეორებელ, ყველაზე სასიხარულ გემოს!” – წერს ჩერნოვეცკი ფეისბუქზე.

თქენთვის ასევე საინტერესო იქნება

დასაწყისში გადასვლა