პირადი გვერდი ლეონიდ ჩერნოვეცკის

ოქროს ბუილონები სკმ-ის მომსახურების პატიოსანი გადამხდელებისათვის
ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო კიეველებისათვის ამ პრიზებისა და საჩუქრების გადაცემა, მათ შორის ყველაზე უფრო კეთილსინდისიერი მოქალაქეებისათვის, რომლებიც ნებისმიერი გარემოების მიუხედავად დროულად იხდიდნენ საბინაო-კომუნალური მომსახურების საფასურს. აღსანიშნავია, მათ შორის თითქმის არ იყვნენ მდიდრები.
რეალიზებულია

კომუნალური სამსახურების კოორდინირებული საქმიანობისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია მათი დროული დაფინანსება და მოსახლეობის მიერ მიღებული კომუნალური მომსახურების დროულად გადახდა. ამიტომ მე მინდოდა როგორმე ხალხის დაინტერესება, რათა მათ დროულად გადაეხადათ მიღებული მომსახურების საფასური. ამ მიზნით 2008 წელს ინიცირებულ იქნა სკმ-ის მომსახურების ყველაზე უფრო კეთილსინდისიერ გადამხდელებს შორის ოქროს ბუილონების გათამაშება, იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ყოველთვის დროულად იხდიდნენ მიღებული მომსახურების საფასურს.

გათამაშების პირობებით გათვალისწინებული იყო, რომ 2006 წ. აგვისტოდან გათამაშების ჩატარების დღემდე, ყველა არსებული დარიცხული გადასახადის ჩათვლით, არ უნდა ყოფილიყო დავალიანება საბინაო-კომუნალურ მომსახურებაზე.

ასეთი გადამხდელების რიცხვი იყო დაახლოებით 94 ათასი. გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად საჭირო იყო Call-ცენტრში დარეგისტრირება. პრიზების გათამაშება ჩვეულებრივ ტარდებოდა კსსა-ს სვეტებიან დარბაზში. გათამაშების შედეგები ქვეყნდებოდა მუნიციპალური მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მეშვეობით, კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ვებ-პორტალზე და კს „საინფორმაციო-გამოთვლითი ცენტრის“ საიტზე, ხოლო მოგების შემთხვევაში, გათამაშების შემდეგ ბოლო საანგარიშო თვის საბინაო-კომუნალური მომსახურების გადახდის ქვითარში იბეჭდებოდა შესაბამისი ინფორმაცია.  გათამაშების დროს მონაწილეებს შორის თავად ოქროს ბუილონების გარდა ნაწილდებოდა სხვა პრიზებიც. მაგალითად 2008 წლის 27 აგვისტოს, მორიგი ასეთი ღონისძიების ჩატარების დროს სკმ-ის კეთილსინდისიერ გადამხდელებს შორის გათამაშებულ იქნა: სხვადასხვა წონის 10 ოქროს ბუილონი (3 ცალი- 5 გრ წონით, 7 ცალი – 2,5 გრ), 100 ვერცხლის საიუბილეო მონეტა, „ალფა-ბანკში“ გარანტირებული ბონუსის მიღების უფლების 300 სერთიფიკატი, 500 წყლის საყოფაცხოვრებო ფილტრი და 6 მრავალფუნქციური მოწყობილობა (პრინტერი/სკანერი/კოპირი).

ამგვარი ღონისძიებების ჩატარების დროს მე ყოველთვის გათამაშების ყოველ მონაწილეს გულწრფელად ვუხდიდი მადლობას.

დაბრუნება პროექტებზე

სხვა პროექტები

დასაწყისში გადასვლა