პირადი გვერდი ლეონიდ ჩერნოვეცკის

მწვანე ზონებში ავტომობილების პარკირების აკრძალვა
კს „კიევზელენსტროიმ“ მიიღო შემოწმებების ჩატარების და გამოვლენილი დარღვევების შესახებ ოქმების შედგენის უფლება
რეალიზებულია

დედაქალაქში ავტომობილების პარკირების სისტემის გაუმჯობესება წარმოადგენს დიდ პრობლემას და ბევრი მოქალაქე, განსაკუთრებით საძინებელ რაიონებში, ტოვებდნენ /ტოვებენ ავტომანქანას პირდაპირ მწვანე ზონაზე.  

ამ პრობლემის გადაწყვეტის მიზნით შემუშავებულ იქნა პროგრამა „ქ. კიევის მწვანე ზონების შენარჩუნება. დამრღვევთა ფოტოფიქსაცია“.

2008 წელს ძალაში შევიდა კიევის საქალაქო საბჭოს № 1051/1051 გადაწყვეტილება „ქალაქ კიევის კეთილმოწყობის წესების შესახებ“. რომლის შესაბამისად აკრძალული იყო ავტოტრანსპორტის განლაგება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დარღვევით, ასევე თუ ის ხელს უშლის გზების სარემონტო, გზის გასწვრივ მდებარე მწვანე ზონების, სახლებისა და ნაგებობების მოვლით სამუშაოების შესრულებას.

კიევის საბჭოს აღმასკომის 31.12.2008 წ. № 1803 განკარგულების თანახმად კს „კიევზელენსტროის“  თანამშრომლები დანიშნულ იქნენ დედაქალაქის კეთილმოწყობის პასუხისმგებელ ინსპექტორებად  და მიიღეს შემოწმებების ჩატარების და გამოვლენილი დარღვევების შესახებ ოქმების შედგენის უფლება. ამ დოკუმენტის მე-3 პუნქტი ითვალისწინებდა, რომ თუ დამრღვევი-მძღოლი არ იმყოფებოდა ადგილზე, ინსპექტორი აკეთებდა მისი მანქნის ფოტოფიქსაციას და ამის საფუძველზე ადგენდა დარღვევის ოქმს.

 

კანონდამრღვევის დადგენის მიზნით ინსპექტორი აგზავნიდა მიმართვას ქ. კიევის შსს მთავარი სამმართველოს გაი-ს სამმართველოში.

ოქმები სურათებთან ერთად განსახილველად იგზავნებოდა კსსა-ის ადმინისტრაციულ კომისიაში,  ადმინკომისია კი ღებულობდა გადაწყვეტილებას დამრღვევისაგან ჯარიმის გადახდევინების შესახებ.

ოქმის მეორე ეგზემპლიარი ფოტოფიქსაციასთან ერთად იგზავნებოდა  კს „კიევზელენსტროიში“ მწვანე ზონის დაზიანების შესახებ შემდგომი ოქმის შესადგენად.

დაბრუნება პროექტებზე

სხვა პროექტები

დასაწყისში გადასვლა