პირადი გვერდი ლეონიდ ჩერნოვეცკის

კიევში სატვირთო ტრანსპორტის შემოსვლის აკრძალვა
მე ვამაყობ იმით, რაც ამ მიმართულებით გავაკეთე!
რეალიზებულია

აკრძალვა ზღუდავდა კიევში 2,5 ტონის და მეტი ტვირთამწეობის ტრანსპორტის სატრანზიტო მოძრაობას, ასევე პიკის საათის დროს გარკვეულ ქუჩებზე სატვირთო მანქნების მოძრაობას: 7.00-დან 10.00-მდე და 16.00-დან 20.00-მდე. აგრეთვე კრძალავდა 3,5 ტონაზე მეტი წონის სატვირთო ავტომობილების მოძრაობას ცენტრში, თუმცა ნებადართული იყო მალფუჭებადი საქონლის გადამზიდი სატვირთო ავტომობილების მოძრაობა 20.00-დან 7.00 საათამდე. 2007 წელს მიღებულ იქნა  განკარგულებაში ცვლილებების შეტანის გადაწყვეტილება – გაიზარდა სატვირთო ავტომობილების მაქსიმალური მასა, რომლებსაც შეეძლოთ კიევის ცენტრში მოძრაობა და გაიზარდა ტრანზიტული სატვირთო ტრანსპორტის ნებადართული  ტვირთამწეობა 2,5-დან 3,5 ტონამდე.

2008 წლის 1 ივლისიდან დედაქალაქის გზებზე სატრანსპორტო საცობებისა და ავარიების შემცირების მიზნით ჩვენ შევზღუდეთ კიევის ქუჩებზე მძიმე ტექნიკის მოძრაობა. და უკვე ერთი თვის შემდეგ მივიღეთ შესამჩნევი შედეგები – ავტოსაგზაო შემთხვევები სატვირთო ავტომობილების მონაწილეობით 15%-ით შემცირდა.

შევზღუდეთ კიევის ქუჩებზე მძიმე ტექნიკის მოძრაობა. ავტოსაგზაო შემთხვევები სატვირთო ავტომობილების მონაწილეობით 15%-ით შემცირდა.

კიევი, როგორც ნებისმიერი მეგაპოლისი, ზარალდება გამონაბოლქვი გაზებისაგან. ეს არა მხოლოდ ნეგატიურ გავლენას ახდენს ქალაქის ეკოლოგიაზე, ასევე ზიანს აყენებს მილიონობით კიეველის ჯანმრთელობას. როდესაც ვღებულობდი კიევში სატვირთო ავტომობილების მოძრაობის შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილებას, მე ვფიქრობდი იმაზე, რომ კიევის ქუჩებში ყოველდღიურად მიმოდის 12-13 ათასი მძიმე მანქანა, და ამ გაზებით სუნთქავენ არა ავტოგადამზიდავი კომპანიების მფლობელები, არამედ ჩვენ, ჩვენი შვილები და შვილიშვილები…

1 ივნისიდან კსსა-ს განკარგულების შესაბამისად, დაწესებულ იქნა დედაქალაქში 4,5 ტონაზე მეტი საერთო მასის მქონე მძიმე სატვირთო ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა 7.00-დან 20.00-მდე. ამ მომენტიდან სატვირთო ავტომობილებს პიკის საათის დროს საერთოდ ეკრძალებოდათ ქალაქში შემოსვლა. 10.00-დან 17.00-მდე ქალაქში მოძრაობა შეეძლოთ მხოლოდ მძიმე სატვირთო ტრანსპორტს  «TIR»-ის აღნიშვნით.

თუმცა ჩემმა ინიციატივამ გამოიწვია უკმაყოფილება საერთაშორისო გადამზიდავთა ასოციაციის მხრიდან და 2008 წლის სექტემბრიდან ანტიმონოპოლიურმა კომიტეტმა გააუქმა ეს გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ Call-ცენტრში ყოველდღიურად ვღებულობდით ზარებს კიეველებისაგან, რომლებიც ჩვენ მხარს გვიჭერდენ.

ასევე კიევის ავტობუსების (საზოგადოებრივი ტრანსპორტის) მძღოლები აგროვებდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენად გაუმჯობესდა სიტუაცია გზებზე. ამ დაკვირვებამ აჩვენა: მხოლოდ 2008 წ. 1 ივნისიდან, ესე იგი ქალაქში სატვირთო ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვის მომენტიდან, 10%-ით გაიზარდა საქალაქო ტრანსპორტის, ავტობუსების, ტროლეიბუსების გაჩერებებზე დროული მოსვლის რეგულარობა. ასევე 50 ათასი გრივნით გაიზარდა მოგება –  საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართ ხალხის ნდობა. 20%-მდე შემცირდა სატრანსპორტო საცობები და ავარიები, განსაკუთრებით ხიდებსა და მოედნებზე, სადაც ადრე საცობებს სწორედ სატვირთო მაქნები ქმნიდნენ.

გაუმჯობესდა სიტუაცია გზებზე, ჩვენ შევძელით  საქალაქო ტრანსპორტის  მოძრაობის რეგულარობის 10%-ით გაზრდა, 50 ათასი გრივნით გაიზარდა მოგება, 20%-მდე შემცირდა სატრანსპორტო საცობებისა და ავარიების რაოდენობა.

დაბრუნება პროექტებზე

სხვა პროექტები

დასაწყისში გადასვლა