
კიევის იპოდრომმა დაიწყო მუშაობა 1969 წელს. თუმცა დაახლოებით 10 წლის მანძილზე სიძნელეებს განიცდიდა, ზოგიერთ ოთახში ელექტროენერგიაც არ იყო გაყვანილი.
დოღი უნდა გამხდარიყო გასაოცარი და ფეერიული შოუ.
მე ვთვლიდი და ახლაც დარწმუნებული ვარ, აზარტული თამაშები, რომლებსაც მიეკუთვნება დოღი, ღვთისმოსაწონი არ არის, მაგრამ ცხენებისა და ძაღლების მოშენება – კეთილშობილური საქმეა.
2009 წლის 7 თებერვალს ჩატარდა პირველი შეჯიბრება ქ. კიევის მერის თასის მოსაპოვებლად. ორ საათიანი რბოლის დროს ერთმანეთს ეჯიბრებოდა74 მრბოლელი, გაიმართა შვიდი ტური. მათ შორის საუკეთესო იყო შვიდი წლის ცხენი გრაფი, რომელიც მე-10 ნომრით გამოდიოდა. კიეველმა იური დრანიუკმა მოიგო 100 ათასი დოლარი. მან გამოიცნო გამარჯვებული პირველი სამი ცხენის თანმიმდევრობა, პირველსავე ტურში. მე პირადად გადავეცი გამარჯვებულს 100 – დოლარიანი კუპიურების პაკეტი. მეორე პრემია, 100 ათასი გრნ მიიღო ოლეგ პონომარენკომ. მან გამოიცნო გამარჯვებული მწევარ ძაღლებს შორის. ამასთან იპოდრომზე ფსონების საერთო თანხა შეადგენდა მილიონ გრივნას. ერთი კვირის შემდეგ, 14 თებერვალს ჩატარდა დოღის მეორე ეტაპი კიევის საქალაქო თავმჯდომარის თასზე. ასევე წმინდა ვალენტინის დღესთან დაკავშირებით ჩატარდა დღესასწაული „სიყვარული გაიმარჯვებს“, ორგანიზებულ იქნა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდა ირინა ბილიკი. მომდევნო დოღი გაიმართა 21 თებერვალს და მეორდებოდა ყოველ კვირას.
მერის მესამე თასის ჩატარების დროს შესასვლელი ბილეთების ფასები შემცირდა10 გრივნამდე.
იპოდრომზე დოღები დღესაც ყოველ კვირას იმართება.
სხვა პროექტები
-
მდიდრები იხდიან ღარიბების მაგივრად არ იქნა რეალიზებული სახელმწიფო დონეზე საჭირო საკანონმდებლო ბაზის არარსებობის გამო
მე მინდოდა, რომ კიევში -ქალაქში, სადაც ცხოვრობს არანაკლებ 20% ძალიან მდიდარი ხალხი, სწორედ მოქალაქეთა ამ ნაწილს დაკისრებოდა კომუნალური მომსახურების ხარჯები, ტარიფების დიფერენციაციის გზით
-
კიევის იპოდრომის მუშაობის განაახლება Реализовано
მე გადავწყვიტე კიევის იპოდრომისათვის ახალი სიცოცხლის ჩაბერვა, რათა ის კვლავ გადაქცეულიყო ქალაქისა და ქვეყნის სიამაყედ.
-
ავტო აუქციონები რეალიზებულია
საბიუჯეტო სახსრების ეკონომიისა და ჩინოვნიკების აპარატის შენახვის ხარჯების შემცირების მიზნით, მე გადავწყვიტე კს "კიევის საბჭოს ავტოსატრანსპორტო საწარმოს" ავტომობილების გაყიდვების აუქციონის ორგანიზება.
-
ხანდაზმულთა სახლი „საუკეთესო სახლი“ რეალიზებულია
2008 წლის 25 დეკემბერს კიევის საქალაქო საბჭოს გადაწყვეტილებით შექმნილ იქნა კომუნალური საწარმო „საუკეთესო სახლი“.