პირადი გვერდი ლეონიდ ჩერნოვეცკის

ვერტმფრენების მოედნები
დედაქალაქის ექიმები მხარს უჭერდნენ ასეთ გადაწყვეტილებას. მედიცინაში ვერტმფრენების გამოყენება - ეს მსოფლიო პრაქტიკაა!
არ იქნა რეალიზებული სახელმწიფო დონეზე საჭირო საკანონმდებლო ბაზის არარსებობის გამო

2009 წელს მე გადავწყვიტე ქალაქის ტერიტორიაზე ვერტმფრენების მოედნების ქსელის შექმნა და დავავალე საგანგებო სიტუაციების მთავარ სამმართველოს მათი მოწყობის შესაძლო ადგილების გამოკვლევა. დაგეგმილი იყო  ვერტმფრენების გადაქცევა სრულფასოვან საქალაქო ტრანსპორტად. პირველ ეტაპზე – სპეციალური დანიშნულების ტრანსპორტად – რათა ექიმებსა და მაშველებს ჰქონოდათ დაზარალებულთა გამოძახებებზე ოპერატიულად რეაგირების საშუალება, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების, ხანძრების და სხვა უბედური შემთხვევების დროს, აღსანიშნავია, რომ მთელი კიევის გადასაფრენად  ვერტმფრენს ათ წუთზე ნაკლები დრო სჭირდება.

დედაქალაქის ექიმები მხარს უჭერდნენ ასეთ გადაწყვეტილებას. კიევის სავადმყოფოების მთავარი ექიმები ადასტურებდნენ: „ვერტმფრენები კიევისათვის ძალიან საჭიროა, რადგან საცობებში იკარგება ძვირფასი დრო, რომლის განმავლობაში შეიძლება ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნება!“

მედიცინაში ვერტმფრენების გამოყენება – ეს მსოფლიო პრაქტიკაა! მთელს მსოფლიოში გამოიყენება 1800-ზე მეტი სამედიცინო ვერტმფრენი, რომელთა მფლობელები არიან როგორც კომერციული, ასევე არაკომერციული ორგანიზაციები. სამედიცინო ვერტმფრენების მთავარი მყიდველები არიან აშშ, კანადა, ევროკავშირის ქვეყნები. მაგალითად, გერმანიაში  ექსპლუატირდება  70 -ზე მეტი სამედიცინო ვერტმფრენი. დაზარალებულთა და ავადმყოფების ტრანსპორტირებისთვის მათი გამოიყენება 1968 წლიდან დაიწყეს. 1978 წლისათვის აშენდა  22 სავერტმფრენო მოედანი სანიტარული ვერტმფრენებისათვის 50 კმ-მდე მოქმედების რადიუსით. აშშ არის ლიდერი სამედიცინო ვერტმფრენების რაოდენობის მიხიედვით, ექსპლუატაციაშია დაახლოებით 850 ერთეული. სამედიცინო ვერტმფრენების ქსელი აგებულია იმგვარად, რომ აშშ-ის მთელი მოსახლეობის 79% იმყოფება ფრენის 10-წუთიან ზონაში, 20 წუთის განმავლობაში დახმარების გაწევისათვის, რაც ადვილად იძლევა „ოქროს საათის“ წესის რეალიზაციის საშუალებას, როდესაც დაზრალებულის სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირება ხორციელდება უბედური შემთხვევიდან, დაავადების შეტევიდან და სხვა, ერთი საათის განმავლობაში.

ნიუ-იორკში ვერტმფრენების დასაჯდომი მოედნები განლაგებულია 300-ზე მეტ შენობაზე. მოსკოვში ოცამდე ასეთი ადგილია.

შერჩეულ იქნა 17 ნაკვეთი სავერტმფრენო მოედნების მშენებლობისათვის. ჩვენ, მინტრანსთან ერთად წარვადგინეთ წინადადება მინისტრთა კაბინეტში. მაშინ დამტკიცებულ იქნა 9 ქუჩა, ზოგიერთ მათგანზე უნდა აშენებულიყო 2-3 მოედანი.

მე დარწმუნებული ვარ, ამ ინიციატივის შემდგომი რეალიზაციის საკითხი –  ეს პირველ რიგში დროის საკითხია და ადრე თუ გვიან რეალიზებული იქნება.

ეს მსოფლიოს ყველა განვითარებული ქვეყნისა და დიდი ქალაქის გამოცდილებაა და ვიმედოვნებ რომ კიევი მათ რიცხვში იქნება!

ქალაქი კიევი

Вертолетные площадки

ქალაქი კიევი

დაბრუნება პროექტებზე

სხვა პროექტები

დასაწყისში გადასვლა