
საათის საერთო დიამეტრი – 19.5 მ, ციფერბლატის დიამეტრი კი – 16.5 მ.
2009 წლის 23 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღისათვის, ჩვენ გავხსენით ევროპასა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ყვავილების საათი.
საათის პირველი დიზაინის ყვავილებით გაფორმების შესაქმნელად გამოყენებულ იქნა დაახლოებით 50 ათასი ყვავილი, აქედან ნახევარი ქმნიდა ფონურ პანოს, და იმდენივე – თავად ყვავილების საათს. საათის სანიადაგო ბაზის მასამზადებლად შემოტანილ იქნა 400 ტონა მიწა. ყვავილების საათის ესკიზი შემუშავებულ იქნა უკრაინის სახალხო მხატვრის ლეონიდ ანდრიევსკის ნამუშევრების მოტივებზე.
სანიადაგო ბაზა – 400 ტონა მიწა, 50 ათასი ყვავილი, ლ. ანდრიევსკის ესკიზი.
ასეთი საათის დამონტაჟებისათვის საუკეთესო ადგილის განსაზღვრის მიზნით, კიევის ქალაქის ხელისუფლების ინტერნეტ-პორტალზე ჩვენ ჩავატარეთ მოქალაქეთა გამოკითხვა, მაგრამ არცერთი შემოთავაზებული ადგილი არ აკმაყოფილებდა ასეთი დიდი კონსტრუქციის განთავსების ტექნიკურ მოთხოვნებს. ამიტომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება
საათი დამონტაჟებულიყო დამოუკიდებლობის მოედანთან მდებარე ინსტიტუტის ქუჩის ფერდობზე.
კიევი სამართლიანად ითვლება ევროპაში ყველაზე უფრო მწვანე ქალაქად.
ხოლო საათის დამონტაჟების შემდეგ ჩვენი ქალაქი გახდა განსაკუთრებული ღირსშესანიშნაობის მფლობელი. გარდა ამისა, ადრეული გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე ჩვენ მოგვეცა „ყვავილებით“ დროის შემოწმების შესაძლებლობა.
სამწუხაროდ ზოგიერთი მოქალაქეების დაუდევრობის და უპასუხისმგებლო ქმედებებს გამო უნიკალური საათის მექანიზმი მნიშვნელოვნად დაზიანდა ოფიციალური გახსნიდან უკვე 2 დღის შემდეგ. საათზე ფეხებით დადიოდნენ, სურათებს იღებდნენ და საბოლოოდ საათის ისრები დააზიანეს და იძულებული გავხდით ჩაგვეტარებინა საათის მექანიზმის რეკონსტრუქცია. მაგრამ ციფერბლატის სახის კლუმბა მაინც სჩუქნიდა სიხარულს დედაქალაქის მცხოვრებლებს.
2010 წლის მკაცრი ზამთრის შემდეგ კვლავ მოგვიხდა კლუმბა-საათის რეკონსტრუირება. მაგრამ როგორც შედეგი, უკვე 9 მაისისათვის, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ყვავილების საათი უკვე აჩვენებდა „გამარჯვების დროს“ – ყვავილების კომპოზიცია იმეორებდა დიდი სამამულო ომის ყველაზე ცნობილი ორდენის – „გამარჯვების ორდენის“ გამოსახულებას.
2010 წელს დამოუკიდებლობის დღისათვის საათი კვლავ განვაახლეთ.
ახლა უკვე ხალხური ნაქარგების თემაზე.
ყვავილების საათი დღემდე მუშაობს – ახარებს კიეველებს და დედაქალაქის სტუმრებს, წარმოადგენს უკრაინის დედაქალაქის სიამაყეს.
სხვა პროექტები
-
მდიდრები იხდიან ღარიბების მაგივრად არ იქნა რეალიზებული სახელმწიფო დონეზე საჭირო საკანონმდებლო ბაზის არარსებობის გამო
მე მინდოდა, რომ კიევში -ქალაქში, სადაც ცხოვრობს არანაკლებ 20% ძალიან მდიდარი ხალხი, სწორედ მოქალაქეთა ამ ნაწილს დაკისრებოდა კომუნალური მომსახურების ხარჯები, ტარიფების დიფერენციაციის გზით
-
კიევის იპოდრომის მუშაობის განაახლება Реализовано
მე გადავწყვიტე კიევის იპოდრომისათვის ახალი სიცოცხლის ჩაბერვა, რათა ის კვლავ გადაქცეულიყო ქალაქისა და ქვეყნის სიამაყედ.
-
ავტო აუქციონები რეალიზებულია
საბიუჯეტო სახსრების ეკონომიისა და ჩინოვნიკების აპარატის შენახვის ხარჯების შემცირების მიზნით, მე გადავწყვიტე კს "კიევის საბჭოს ავტოსატრანსპორტო საწარმოს" ავტომობილების გაყიდვების აუქციონის ორგანიზება.
-
ხანდაზმულთა სახლი „საუკეთესო სახლი“ რეალიზებულია
2008 წლის 25 დეკემბერს კიევის საქალაქო საბჭოს გადაწყვეტილებით შექმნილ იქნა კომუნალური საწარმო „საუკეთესო სახლი“.