
საავადმყოფომ “კიევის საქალაქო გულის ცენტრმა”, ამ ტიპის ერთადერთმა კლინიკამ უკრაინაში.
რადგანაც გულის ცენტრი აღიჭურვა უახლესი ტექნიკით, ხოლო მისი პერსონალი – მაღალკვალიფიციური სპეციალისტებია – მას შეიძლება კანონიერად ეწოდოს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე სამედიცინო ცენტრი.
რაც ეხება კლინიკის სიმძლავრეებს, კიევის გულის ცენტრს შეეძლო ყოველწლიურად ჩაეტარებინა დაახლოებით ექვსი ათასი ოპერაცია და კონსულტაციური დახმარება თითქმის 20 ათასი მოქალაქისათვის.
ცენტრის შესაძლებლობები – 150-ადგილი პაციენტთათვის, მათ შორის 110 ადგილი მოზრდილთათვის (კარდიოლოგიის და კარდიოქირურგიის ორი საპალატო განყოფილება) და 40 – ბავშვებისთვის.
მოგვიანებით გულის ცენტრში ასევე გაიხსნა:
- მოზრდილთა და ბავშვთა საკონსულტაციო პოლიკლინიკა, ფუნქციონალური დიაგნოსტიკის განყოფილებით;
- ბლოკი ხუთი საოპერაციო ოთახით;
- კლინიკო-დიაგნოსტიკური ლაბორატორია;
- რეანიმაციის განყოფილება;
- კომპიუტერული დიაგნოსტიკის განყოფილება;
- ვერტმფრენის მოედანი, მომავალში გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისათვის.
პირველად უკრაინაში ერთი კლინიკის კედლებში შეკრიბა დაავადებათა პრევენციასა და გულის მანკების, დიაგნოსტიკის, თერაპიის, ქირურგიის, ანესთეზიოლოგიისა და რეაბილიტაციის სფეროების ექსპერტები.
სამედიცინო სფეროში ცოდნის მასშტაბური კონცენტრაციის წყალობით გულის ცენტრში შესაძლებელი გახდა ისეთი დაავადებების მკურნალობა როგორიცაა გულის დეფექტები ახალშობილებში, სტენოკარდია და ჰიპერტონია, ასევე ოპერაციების წარმატებით ჩატარება (კორონარული არტერიების სტენტირება, გულის შუნტირება, სარქველს პროთეზირება, მინიინვაზიური კარდიოქირურგია და გულის ტრანსპლანტაცია).
ამ ცენტრის მშენებლობის და აღჭურვის ღირებულება მისი გახსნის პერიოდზე შეადგენდა დაახლოებით 644 მილიონ გრნ. კლინიკისათვის ქალაქის ბიუჯეტი ითვალისწინებდა ყოველწლიურად დაახლოებით 40 მლნ. გრივნის გამოყოფას.
მე ვამაყობ იმით, რომ უშუალოდ ვღებულობდი მონაწილეობას ამ კლინიკის შექმნაში, მშენებლობაში და მუშაობის დაწყებაში.
მე ვთვლი, რომ კიევის ყველა საავადმყოფო, პოლიკლინიკა, სამედიცინო ცენტრი სწორედ ასეთი დონის უნდა იყოს!
გათვალისწინებული იყო, რომ კიეველთათვის ოპერაციების გაკეთება იქნებოდა უფასო, და ამ მიზნით შემუშავებულ იქნა სპეციალური მუნიციპალური სოციალური პროგრამა. ჩვენთვის ეს განსაკუთრებით მწვავე პრობლემა იყო, რომელიც საჭიროებდა დაუყოვნებლივ გადაწყვეტას, რადგანაც ცენტრის გახსნის მომენტზე 10 ათასი კიეველისთვის აუცილებელი იყო კარდიოქირურგიული ოპერაციის გაკეთება!
სხვა პროექტები
-
მდიდრები იხდიან ღარიბების მაგივრად არ იქნა რეალიზებული სახელმწიფო დონეზე საჭირო საკანონმდებლო ბაზის არარსებობის გამო
მე მინდოდა, რომ კიევში -ქალაქში, სადაც ცხოვრობს არანაკლებ 20% ძალიან მდიდარი ხალხი, სწორედ მოქალაქეთა ამ ნაწილს დაკისრებოდა კომუნალური მომსახურების ხარჯები, ტარიფების დიფერენციაციის გზით
-
კიევის იპოდრომის მუშაობის განაახლება Реализовано
მე გადავწყვიტე კიევის იპოდრომისათვის ახალი სიცოცხლის ჩაბერვა, რათა ის კვლავ გადაქცეულიყო ქალაქისა და ქვეყნის სიამაყედ.
-
ავტო აუქციონები რეალიზებულია
საბიუჯეტო სახსრების ეკონომიისა და ჩინოვნიკების აპარატის შენახვის ხარჯების შემცირების მიზნით, მე გადავწყვიტე კს "კიევის საბჭოს ავტოსატრანსპორტო საწარმოს" ავტომობილების გაყიდვების აუქციონის ორგანიზება.
-
ხანდაზმულთა სახლი „საუკეთესო სახლი“ რეალიზებულია
2008 წლის 25 დეკემბერს კიევის საქალაქო საბჭოს გადაწყვეტილებით შექმნილ იქნა კომუნალური საწარმო „საუკეთესო სახლი“.