პირადი გვერდი ლეონიდ ჩერნოვეცკის

სოციალური გაუმჯობესობები: კიეველის ბარათი და სხვა
ბარათი შექმნილი იყო მაღაზიებში, აფთიაქებში, სადალაქოებში, სამრეცხაოებში, ქიმწმენდებში და მომსახურების სფეროს სხვა დაწესებულებებში გამოყენების მიზნით.
რეალიზებულია

როდესაც მე ამირჩიეს, ჩაფიქრებულის განსახორციელებლად მქონდა კანონით განსაზღვრული 5 წელი. ამ პერიოდის მესამედის განმავლობაში შეუძლებელია ყველა ჩანაფიქრის, ოცნებების მესამედი ნაწილის განხორციელებაც კი…

2006 წელს მე მემკვიდრეობით გადმომეცა ძალიან დიდი პრობლემები: პრაქტიკულად დაცარიელებული ხაზინა და კიეველთათვის ყველა მნიშვნელოვანი პროექტის შეწყვეტა.

მაგრამ გულმოდგინე შრომის წყალობით უკვე 2008 წელს კიევის ბიუჯეტი რეკორდული გახდა. 2005 წლის ბიუჯეტთან შედარებით იგი 5-ჯერ გაიზარდა: 5 მლრდ. გრნ-დან 25 მლრდ. გრნ-მდე. ჩვენ ბარიერი დავაყენეთ ბიუჯეტის გაფლანგვის გზაზე. საბიუჯეტო შემოსავლების 20 მლრდ. გივნიანი ზრდის  მნიშვნელოვანი ნაწილი გამოყვანილ იქნა “ჩრდილოვანი ეკონომიკიიდან”. ჩვენ შევძელით საქალაქო ცხოვრების უმთავრესი სფეროების დაფინანსების რამდენჯერმე გაზრდა! მაგალითად ხარჯები დედაქალაქის საბინაო-კომუნალური მეურნეობის განვითარებაზე  გაიზარდა თითქმის 3-ჯერ, მედიცინაზე – 2-ჯერ, განათლებაზე – 2,4-ჯერ, მეტროპოლიტენის მშენებლობაზე – 5-ჯერ. ამავე დროს, როგორც წესი ჩვენს ქვეყანაში სოციალურად ყველაზე უფრო დაუცველ კატეგორიას ეკუთვნიან პენსიონერები, ვეტერანები, ინვალიდები, ობოლი ბავშვები. ჩემი ინიციატივით, 2006 წლიდან კიეველთა ყველა კატეგორიას, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, ეძლეოდა მუნიციპალური ფულადი დახმარება. საერთო საქალაქო კომპლექსური პროგრამა”ზრუნვის” ფარგლებში დახმარება გაეწია კიევის 600 ათასზე მეტ მცხოვრებელს. 2007 წელს ყოველთვიური მუნიციპალური ფულადი დახმარების სახით კიევის ბიუჯეტიდან პენსიონერებს გამოეყო დაახლოებით 450 მლნ. გრივნა, ხოლო 2008 წელს ამ მიმართულებით ბიუჯეტის ასიგნებები გაიზარდა 800 მლნ. გრივნამდე.

2007 წელს ყოველთვიური დამატებითი მუნიციპალური პენსიები ერიცხებოდათ უმუშევარ პენსიონერებს, რომლებიც ღებულობდნენ სახელმწიფო პენსიას 800 გრნ-ის ოდენობით. ხოლო 2008 წელს მე მივაღწიე იმას, ქალაქის ბიუჯეტიდან ყოველთვიურ დამატებით პენსიებს ღებულობდნენ როგორც უმუშევარი, ასევე მომუშავე პენსიონერები, რომელთა სახელმწიფო პენსია არ აღემატებოდა 1175 გრივნას (2,5 საარსებო მინიმუმს). ეს უკრაინისათვის დიდი მიღწევა იყო!

საპენსიო მუნიციპალური დახმარებების გარდა ჩვენ ქვეყანაში პირველად დავაწესეთ ყოველთვიური მუნიციპალური დამატებები მნიშვნელოვანი და კეთილშობილური პროფესიის ადამიანებისათვის – ექიმების, პედაგოგების, სოციალური მუშაკების და კულტურის სფეროში მომუშავეებისათვის. ამგვარად, ბიუჯეტიდან კიეველთა სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების დასაფინანსებლად  გამყოფილი თანხების ოდენობა 2006 წლიდან 2008 წლამდე 5-ჯერ გაიზარდა.

2008 წელს 1,8 მლნ გრივნის ოდენობით მუნიციპალური დამატებები გადაეცა საბავშვო ხელოვნების წრეებსა და საბავშვო სპორტულ სექციების მუშაობაში ჩართულ პედაგოგებს. აკადემიური პერსონალისათვის დადგენილ იქნა ყოველთვიური მუნიციპალური დახმარება, ოფიციალური ხელფასის 20%-ის ოდენობით. უფასო საუზმეებით უზრუნველყოფილ იქნა 48000 მოსწავლე, დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებიდან, ასევე შემოღებულ იქნა უფასო კვება პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებისათვის. გარდა ამისა, 2007 წელს ქალაქის ბიუჯეტიდან გამოეყო თანხა კიევის 6 წლამდე ასაკის ბავშვების 62%-ის გამოჯანსაღებას მშობლებთან ერთად.

რაც ეხება მედიკოსებს, მათთვის დადგენილ იქნა მუნიციპალური დახმარება ოფიციალური ხელფასის 50%-ის ოდენობით. გარდა ამისა, ჩემი შემდგომი ინიციატივის ფარგლებში, მუშაობა დაიწყო კიევის პედაგოგებისა და ექიმების სოციალური საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამამ.

რაც ეხება „კიეველის სოციალურ ბარათს“ – მისი დანიშნულება იყო დაბალი შემოსავლის მქონე დედაქალაქის მცხოვრებლების ისედაც მცირე შემოსავლის დაზოგვა. მისი იდეა მდგომარეობდა პროდუქტებზე ან მომსახურებებზე დაახლოებით 10 პროცენტიანი ფასდაკლების მიღების შესაძლებლობაში. ბარათი შექმნილი იყო მაღაზიებში, აფთიაქებში, სადალაქოებში, სამრეცხაოებში, ქიმწმენდებში და მომსახურების სფეროს სხვა დაწესებულებებში გამოყენების მიზნით.

ასევე მე მესმოდა და მესმის, რომ ჩვენი მომავალი – ჩვენი ბავშვებია. ამიტომ მე, როგორც კიევის საქალაქო ხელმძღვანელი, ყოველნაირად ვცდილობდი მათთვის მხარი დამეჭირა. მე რეგულარულად ვხვდებოდი კიევის ახალგაზრდობას, ვისმენდი მათ რჩევებს, დედაქალაქის უსდ-ის  ყველაზე საუკეთესო და ნიჭიერ კურსდამთავრებულებს ვღებულობდი სამუშაოზე კსსა-ში.

არავინ არ შეედავება იმ ფაქტს, რომ სწავლება – ეს მძიმე შრომაა. ხოლო ნებისმიერი შრომა უნდა იქნეს ანაზღაურებული. სწორედ ამიტომ მე დავაარსე სტიპენდიები და პრემიები დედაქალაქის ყველაზე საუკეთესო სტუდენტებისათვის. ყოველ წელიწადს სპეციალური კომისია ირჩევდა სტიპენდიანტებს, რომლებიც ჩემგან ფულად პრემიებს ღებულობდნენ. 2008 წელს მე გადავეცი 150 სტიპენდია და 60 პრემია ყველაზე ჭკვიან, ყველაზე შრომისმოყვარე და ყველაზე ნიჭიერ სტუდენტებს.

გარდა ამისა მე ვგეგმავდი კიევის საქალაქო ხელმძღვანლის სტიპენდიის დაარსებას – სტიპენდიის, რომელიც ითვალისწინებდა სახელმწიფო სამსახურზე აყვანას. მისი მიღება იგეგმებოდა კიევის 200 ყველაზე საუკეთესო ნიჭიერი სტუდენტისათვის, რომლებიც წარმატებულნი იქნებოდნენ სწავლაში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში და გამოთქვამდნენ კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში მუშაობის სურვილს. ყველაფერი ეს, რაც მე ვეცადე თქვენთვის მოკლედ გადმომეცა ჩემს იდეებში და ინიციატივების შედეგებში, იმას ადასტურებს, რომ ჩემი გული კიეველებთან იყო და მათ ეკუთვნის!

დაბრუნება პროექტებზე

სხვა პროექტები

დასაწყისში გადასვლა