პირადი გვერდი ლეონიდ ჩერნოვეცკის

მდინარის ტრამვაი და წყლის ტაქსი
პირველი წლის მუშაობით მდინარის ტრამვაიმ დაადასტურა თავისი ეფექტიურობა - გადაყვანილ იქნა დაახლოებით 14 ათასი მგზავრი.
რეალიზებულია

2009  წლის 24 ივლისს კიევში ჩატარდა მდინარის ტრამვაის საზეიმო გახსნა. მისი მარშრუტი გადიოდა საფოსტო მოედნიდან ბერეზნიაკებამდე მეტროსადგურ „დნეპრის“ გავლით.

პირველი წლის მუშაობით მდინარის ტრამვაიმ დაადასტურა თავისი ეფექტიურობა – გადაყვანილ იქნა დაახლოებით 14 ათასი მგზავრი.

პროექტი უფრო სოციალური იყო, ვიდრე კომერციული. ამან მოგვცა ნავოდნიცკის პარკის ტერიტორიის და ობოლონის საცხოვრებელი რაიონის სატრანსპორტო კავშირის  გაუმჯობესების შესაძლებლობა, ფაქტიურად ქალაქის ცენტრამდე – პოდოლამდე, სადაც მდებარეობს სამდინარო სადგური.

მდინარის ტრამვაის პირველი რეისი გაემგზავრა № 10 ნავმისადგომიდან (საფოსტო მოედანი) 7:00; რეისის ხანგრძლივობა დაახლოებით 40 წუთს შეადგენდა. ბერეზნიაკებიდან პარომი გადიოდა 7:40; 25-30 წუთის შემდეგ ჩერდებოდა მეტროსადგურ „დნეპრთან“, 8:20 – სამდინარო სადგურის ნავმისადგომთან. საღამოს 18:00 და 19:20 მდინარის ტრამვაი საფოსტო მოედნიდან ბერეზნიაკების მიმართულებით მოძრაობა, 18:40 და 20:00 – საპირისპირო მიმართულებით.

თბომავლები გათვალისწინებული იყო 200 მგზავრზე (საჯდომი ადგილები); მოძრაობდნენ მხოლოდ სამუშაო დღეებში, დილის და საღამოს პიკის საათებში; დილით გადიოდა ერთი რეისი ყოველი მიმართულებით, საღამოს კი – ორი.

იმავე ზაფხულს გაიხსნა მდინარის ტრამვაის კიდევ ერთი მარშრუტი – „საფოსტო მოედანი – ობოლონი“ („საფოსტო მოედანი – ობოლონის სანაპირო“); ერთი მიმართულებით რეისის ხანგრძლივობა შეადგენდა ნახევარ საათს. ამ მარშრუტის დილის რეისებზე საერთოდ არ იყო მოთხოვნა; საღამოს სამუშაო დღეებში თბომავალი მოძრაობდა პოდოლიდან ობოლონის მიმართულებით, დასვენების დღეებში თბომავალი დადიოდა ინტერვალით 1 სთ და 20 წთ.

2010 წლის 1 ივლისს ჩვენ გავხსენით მორიგი „ტრამვაის სეზონი“ და პირველ რეისში გავამგზავრეთ თბომავალი „რივერესტი, გათვლილი 120 მგზავრზე. ამავე დროს გაიხსნა ახალი სადგური – „ნავოდნიცკის პარკი“ (კიევის დამაარსებელთა ძეგლთან ახლოს, პატონისა და მეტროს ხიდებს შორის). თბომავლები გადიოდნენ საფოსტო მოედნის № 7 ნავმისადგომიდან. სამუშაო დღეებში ისინი დადიოდნენ შემდეგი მარშრუტით: „საფოსტო მოედანი – ნავოდნიცკის პარკი – ბერეზნიაკები“ და  „საფოსტო მოედანი – ობოლონი“. რეისები ხორციელდებოდა მხოლოდ საღამოს „პისკის“ საათებში.

2012 წელს კიევში მდინარის ტრამვაი არ კურსირებდა.

ასევე იყო კიევში წყლის ტაქსის შექმნის იდეა.

2010 წლის 17 აგვისტოს დნეპრზე კურსირება დაიწყო უკრაინაში პირველმა წყლის ტაქსიმ. მგზავრთა გადაყვანა ხორციელდებოდა ორი ნავით – ათადგილიანი პონტონის ნავით და  ექვსადგილიანი მოტორული იახტით. წყლის ტაქსების შეძენის ხარჯები თავის თავზე აიღეს უცხოელმა ინვესტორებმა. წყლის ტაქსი მხოლოდ დღისით კურსირებდა. მისი გამოძახება შეიძლებოდა ტელეფონით ნებისმიერ ადგილზე კიევის აკვატორიის ფარგლებში, ასევე შეიძლებოდა ობოლონის სანაპიროს და ბერეზნიაკების „ბაზაზე“ მისვლა, მგზავრთა აყვანის ან ჩამოსმის ადგილი განისაზღვრებოდა მათი სურვილისამებრ.

2010 წლის 13 სექტემბერს სეზონის დამთავრებასთან დაკავშირებით ტაქსის მუშაობა შეჩერებულ იქნა და მომდევნო სეზონში არ განახლებულა. რა თქმა უნდა სამწუხაროა, რომ ეს იდეები არ აგრძელებენ მუშაობას, შესაძლოა ჯერ მათი დრო არ მოსულა … შესაძლოა ჯერ არ მოინახა ინვესტორი, რომელიც შესძლებს ამ სახეობის ტრანსპორტის მუშაობის ღირსეულად და სტაბილურად ორგანიზირებას,  შესაძლოა იყო სხვა ობიექტური მიზეზები.

ჯერ არ მოინახა ინვესტორი, რომელიც შესძლებს ამ სახეობის ტრანსპორტის მუშაობის ღირსეულად და სტაბილურად ორგანიზირებას.

დაბრუნება პროექტებზე

სხვა პროექტები

დასაწყისში გადასვლა